მეოთხე პლენარული სესია

ჩინეთის მეოთხე პლენარულ სესიას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა, 370მდე კომუნისტური პარტიის წევრი დაესწრო.

უდიდესი  მოლოდინი იყო იმისა, რომ სხვა მრავალ საკითხთან ერთად, მთავარი, პრიორიტეტული საკითხი ეკონომიკა იქნებოდა. სავაჭრო ომმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმ ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც ამ მაჩვენებლის მიხედვით, მეორეა მსოფლიოში. აღნიშნული ყრილობის ჩატარება დროში ცოტათი გაიწელა, რამაც გარკვეული მოსაზრებები გააჩინა. კერძოდ, სუბარია პარტიულ შიდა დაპირისპირებაზე, რომელიც კულისებს მიღმა მიმდინარეობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ელიტარული “Standing Committee” შვიდიდან ცხრამდე გაიზარდება. ასევე, საუბარია, რომ სი ძინ პინის შესაძლო შემცვლელად ჩენ მინერი მოისაზრება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, კერძოდ, ახალი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე (სის განუსაზღვრელი ვადით არჩევა), მსგავსი საუბრები შეგვიძლია უბრალოდ სპეკულაციად ჩავთვალოთ.  ზოგადად, ცენტრალური კომიტეტი, რომელიც უმაღლესი პარტიული ორგანოა ჩინეთში, ხუთი წლის განმავლობაში შვიდ სესიას უძღვება. არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესი გახლავთ ქვეყნის მომავალი სტრატეგიის განსაზღვრისთვის, მაგალითად: 1978 წელს დენ სიაოპინმა სწორედ პარტიულ ყრილობაზე წამოაყენა იმ დროისთვის წარმოუდგენელი იდეები, რომლებიც ეკონომიკის ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებდა. 2014 წელიც, ასევე, სოციო-ეკონომიკური ცვლილებების მომასწავებელი გახლდათ. გამოსაყოფია ცვლილებები, რომლებიც შეეხო სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ საწარმოებს და „ერთი ბავშვის პოლიტიკას.“  ასე რომ, პარტიული ყრილობის მოლოდინი ყოველთვის დიდია. 

მიუხედავად უამრავი გამოთქმული აზრისა, რომლებიც ძირითადად ყრილობის პრიორიტეტულ საკითხებს ეხებოდა,  ოფიციალური კომუნიკეს თანახმად, აღნიშნულ სფეროზე მხოლოდ ზოგადი ვარიაცები არის გამოყენებული. მთავარი ყურადღება სისტემურ ანალიზს დაეთმო.  მეოთხე ყრილობის მთავარი თემა გახლდათ, თუ რა ცვლილებები შეეტანათ სოციალიზმში ჩინური მახასიათებლით, რაც ძირითადად მმართველობის ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. პარტიული ამბიციები მართლაც საოცარია და ამავდროულად გამოირჩევა გრძელვადიანი პერსპექტივით. მაგალითისთვის, დასახული მიზნების საბაზისო ამოცანების შესრულება 2035 წლისათვის იგეგმება, დასრულება კი – 2049 წელს (ჩინელებს, როგორც ჩანს, უყვართ სიმბოლიზმი, ვინაიდან აღნიშნული თარიღი რესპუბლიკის დაარსების ას წელიწადს გულისხმობს).

რაც შეეხება დასკვნებს ოფიციალური კომუნიკიდან, როგორც ყოველთვის,Bმთავარი აქცენტი პარტიის მნიშვნელობაზე არის გაკეთბული. ისტორია სი ძინ პინისთვის საკვანძო ელემენტია, მისი უგულველყოფა კი – კატასტროფა. მისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ისტორიული გაკვეთილი საბჭოთა კავშირის დაცემა გახლავთ. თუ ერთი ლიდერისთვის აღნიშნული მოვლენა გეოპოლიტიკურ კატასტროფას წარმოადგენს (პუტინი), მეორისთვის ეს არის გაფრთხილება. “თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ საბჭოთა კავშირს, ლენინს, სტალინსა და მთელსაბჭოურ გამოცდილებას, ჩვენ ჩავერთვებით ისტორიულ ნიჰილიზმში“ – აცხადებს სი, 2012 წლის ინტერვიუში. პარტია მისთვის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს და ამას მოწმობს მისი გატარებული პოლიტიკაც, როდესაც დაიწყო ანტიკორუფციული ღონისძიებები, ერთგვარი პარტიული წმენდა, რომელმაც 2.5 მილიონი ადამიანი მოიცვა და აქედან 1.5 მილიონზე მეტი სხვადასხვანაირად დაისაჯა. დიდი თანამდებობა, ამ შემთხვევაში, პირიქით – უფრო დიდი ეჭვის მაპროვოცირებელი გახლდათ, ასე რომ, სასჯელს ვერ გადაურჩნენ ვერც პოლიტ ბიუროს წევრები და ვერც გენერლები.  კომუნიკის ტექსტი, რომ „ მთავრობა, სამხედროები, საზოგადოება, სკოლები, ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი არის სივრცე, რომელსაც პარტია ხელმძღვანელობს”, გახლავთ კიდევ ერთი დასტური სის მმართველობის დროს დასახული პრიორიტეტებისა.

რაც შეეხება ეკონომიკას, საუბარია ჩინეთის სახელმწიფო მზაობაზე, რომ შეზღუდვები მოუხსნას სასოფლო სამურნეო სექტორს. ახალი საგარეო საინვესტიციო კანონი კი ხელს შეუწყობს თანაბარი სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას და ასევე, მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. ერთგვარ ოპტიმიზმს შავ ლაქად მოსდევს ეროვნული უსაფრთხოების გადახედვის მექანიზმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს არასანდო ჯგუფებისა და კომპანიების გამოვლენას. რთული გამოსაცნობი არ იქნება, რა თქმა უნდა, რომ აღნიშნული მექანიზმი იმუშავებს უცხოური კომპანიების წინააღმდეგ და შესაბამისად, ქვეყნის ლიდერი მას გამოიყენებს საჭირო დროს,

გარკვეულწილად პარადოქსულია, როდესაც კომუნიკეს ტექსტის კითხვისასჩნდება შთაბეჭდილება, რომ საუბარია დემოკრატიულ ქვეყანაზე, სადაც კანონი დგას ყველაფერზე მაღლა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეხვდებით მსგავსი ინტერპრეტაციების გამომწვევ აზრებს,  სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებითდასავლეთისგან განსხვავებული ხედვით გამოირჩევა. თუნდაც აკადემიაში, ჩინელი პროფესორები ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი ქვეყნის უნიკალური მოდელის აღნიშვნით. მაგალითისთვის, ფრენს ფუკუიამას და ჟანგ ვეივეის გამართულ დებატებში ჩინელი აკადემიკოსი ახსენებს „ჰოლივუდურ დემოკრატიას“-მნიშვნელობა არ აქვს ვინ აირჩიეს ათლეტი თუ მსახიობი, მაშინ,როდესაც ჩინური მოდელი ითვალისწინებს დაწინაურებას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინდივიდმა წარმატებით გაართვა დაკისრებულ ამოცანას თავი.   რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. იგეგმება გარკვეული საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ბაზისურ ცოდნას შესძენს ჩინურ მოსახლეობას. 

კომუნიკე ასევე მოიცავს ჰონგ-კონგის საკითხს . ჩინეთისთვის „ერთი ქვეყანა,ორი სისტემა“ არის და იქნება განუყრელი ისტორიის ნაწილი. წითელი ხაზები,რა თქმა უნდა, გავლებულია და ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობა არ მოერიდება უკიდურესი ზომების მიღებას, თუ აღნიშნულ სისტემას რაიმე სფრთხე შეექმნება. 

პარტიული მეოთხე ყრილობა მართალია არ გამოირჩეოდა მკვეთრი პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებით, მაგრამ შეკრებამ ხაზი გაუსვა სი ძინ პინის უმთავრეს მისწრაფებებს, რომელთაგან პირველი პარტიის როლის გაძლიერებას ემსახურება. ასევე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სი ძი პინი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და რაიმე ტიპის შიდაპარტიულ განხეთქილებაზე ან საუბარი  მის შემცვლელებზე ჯერჯერობით უსაფუძვლოა. სი აგრძელებს ყველაზე ძლიერი კომუნისტური   ჩინეთის მართვას და უფრო მეტად უნდა ველოდოთ ჩინეთის გააქტიურებას საერთაშორისო არენაზე. 

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s