ოთხმხრივი უშიშროების დიალოგი ანუ ქუადი

დიდი დრო არაა გასული, რაც ინდო-წყნარი ოკეანის კონცეპტი ჩამოყალიბდა. ეს იდეა იაპონურ, ავსტრალიურ და ინდურ აკადემიებში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ტრიალებდა. 2007 წელს იაპონიის ყოფილმა პრემიერმა შინზო აბემ აღნიშნული ორი ოკეანე ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთს დაუკავშირა. მიუხედავად ჩინური მხარის წინააღმდეგობისა, დღეს ყველა ექსპერტი აღნიშნული სახელწოდებით ხელმძღვანელობს. ამ სიახლის შექმნა დაემთხვა ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის ანუ ქუადის ჩამოყალიბებას.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის აგრესიული ასპექტები

შესაბამისად ჩინეთის პრიორიტეტს დაცულობა წარმოადგენს.მისი პოლიტიკა თანხმობაში მოდის ჯონ მეარშაიმერის ძალის მაქსიმალიზაციის ლოგიკასთან, თუმცა რამდენად მართებული აღმოჩნდება, დრო გვიჩვენებს. ლოგიკური იქნებოდა, ისტორიულიგამოცდილებიდან დაგვესვა კითხვა: როდესაც ქვეყანა აგრესიული ხდება, გამართლებულია კი ასეთი სტრატეგია? 

ჩინეთის დილემები

ორი ადამიანის არსებობაც კი რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს. იცვლება წარმოდგენები, ფსიქოლოგია და ცნობიერება. მსგავსი ანალოგიის გადმოტანა სახელმწიფოებზეც შეგვიძლია. თუ რეალიზმის სკოლას გავყვებით, ყალიბდება ეგრეთ წოდებული უნდობლობა, ვინაიდან ერთმა სახელმწიფომ არ იცის მეორის რეალური განზრახვა. შესაბამისად, ქვეყნის უმთავრესი ამოცანა თვითგადარჩენაა. ჩინური დილემების განხილვისას ჩვენ გამოვიყენებთ რეალიზმის სკოლის თეორიულ წანამძღვრებს.