პოლონურ-ამერიკული ურთიერთობები: მიღწეული მიზნები და არსებული გამოწვევები

პოლონეთი ცენტრალურ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირე და ერთერთი უძლიერესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების და კონომიკური კეთილდღეობის მიღწევას“ – აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, პოლონეთი ამერიკის შეეoრთებული შტატების ერთერთყველაზე ერთგულ და მნიშვნელოვანსტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი კვლევების თანახმად, პოლონელების 70% დადებითად აფასებს აშშ ჰეგემონიას. პოლონელი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონს ცალსახად დადებითი გავლენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე და მას უკეთესობისკენ ცვლის. ორი სახელმწიფო ერთმანეთთან თანამშრომლობს ავდაცვის სფეროში (მათ შორის სარაკეტო სისტემების განვითარებაში), კონტრტერორიზმში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. ფასდაუდებელია პოლონურამერიკული კოოპერაცია რეგიონული მშვიდობის დამყარების საქმეში. ამ სტატიაში, შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო პოლონურამერიკული ურთიერთობების ისტორიული საფუძველი, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, ისევე როგორც თანამედროვე გამოწვევები, რომლებიც ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას აიძულებს. 

ისტორიული მიმოხილვა: 

პოლონეთმა და აშშ დიპლომატიური ურთიერთობები 1919 წელს დააფუძნეს, მას შემდეგ რაც I მსოფლიო ომი დასრულდა და პოლონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა. ამ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კურსი, ძირითადად, იზოლაციონიზმი იყო, რის გამოც ეს სახელმწიფო თითქმის არასოდეს ერეოდა მსოფლიო საქმეებში. სამწუხაროდ, ომის შემდგომი მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელდა. 1930-იან წლებში, ევროპაში ძალის ორი პოლუსი შეიქმნა: ნაცისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი. უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო ბერლინი და მოსკოვი პოლონეთის კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე მეხუთედ დანაწევრებასშეეცადნენ. 1939 წლის 23 აგვისტოს ნაცისტურმა გერმანიამ და სსრკ გააფორმეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება (რიბენტროპმოლოტოვის პაქტი), რომელშიც მათ გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის პოლონეთი. ხელშეკრულების ერთერთი დამატებითი, საიდუმლო პუნქტის მიხედვით, გერმანიამ ექსკლუზიური გავლენის ზონა დასავლეთ პოლონეთზე გაავრცელა, ხოლო სსრკ აღმოსავლეთ პოლონეთი ერგო. გარდა ამისა, მოსკოვი ვალდებულებას იღებდა ვარშავაზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმიდან მე-16 დღესსაჯარისო ნაწილები პოლონეთში შეეყვანა. შედეგად, გერმანიამ და სსრკ პოლონეთი კიდევ ერთხელ გაიყვეს. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთერთმა გამარჯვებულმა სახელმწიფომსაბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპასრკინის ფარდაჩამოაფარა. მოსკოვმა გააწითლა პოლონეთი, რომელსაც მისი სატელიტი კომუნისტური პარტიის ხელით მართავდა. ამ პერიოდში პოლონეთის ნამდვილი მთავრობა დიდ ბრიტანეთში, გადასახლებაში იმყოფებოდა. ცივი ომის პერიოდში, სსრკ დაუნდობლად ებრძოდა დისიდენტებს და ზოგადად, ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. მიუხედავად ამისა, 1980-იან წლებში,  საბჭოთა იმპერიის დასუსტების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში დისიდენტურმა მოძრაობებმა ძალა მოიკრიბა. მათ შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული იყო  „სოლიდარობა“ (პოლონურად: Solidarność), რომელმაც გზა მისცა ფართო, არაძალადობრივ, ანტიკომუნისტურ სოციალურ მოძრაობას, რამაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის პროცესში. შედეგად, 1989 წლის დეკემბერში პოლონეთმა დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ აღიდგინა. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლონეთის ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა გახდა. სწორედ ამიტომ, ქვეყნის ძირითად საგარეო პოლიტიკურმიმართულებად ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქცა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ნატოსღია კარისპოლიტიკას ვიშეგრადის ჯგუფთან მიმართებაში. დიდწილად სწორედ აშშ ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა პოლონეთის ნატოსა (1999) და ევროპის კავშირში (2004) გაწევრიანება. აქედან მოყოლებული, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და  სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად განვითარდა. პოლონეთი აშშ ევროპულ სტრატეგიაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი პოლონეთის გარეშე ბებერ კონტინენტზე მშვიდობა ვერ დამყარდება. თავის ცნობილ წიგნშიდიდი საჭადრაკო დაფაამერიკის ჰეგემონია და მისი სტრატეგიული იმპერატივები“  ზბიგნევ ბრჟეზინსკი აღნიშნავს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ უნდა შექმნან ევროპისგეოპოლიტიკური ღერძი“, რომელიც ევროპელ მოქალაქეებს უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრასა და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება.

თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში: ნატოში გაწევრიანების შემდეგ, პოლონეთმა მონაწილეობა მიიღო ალიანსის მიერ განხორციელებულ თითქმის ყველა მისიაში, მათ შორის კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში, ისევე, როგორც .. „ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ჩატარებულ სამხედრო კამპანიაში. პოლონელი სამხედროები მუდამ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ, მაშინ, როდესაც ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უარი თქვა ალიანსის სამხედრო მისიებში მონაწილეობაზე. პოლონეთში განთავსებულია აშშ სამხედრო საავიაციო ქვედანაყოფი, ისევე როგორც ბალისტიკური რაკეტების ბაზა. გარდა ამისა, ვარშავაში დისლოცირებულია აშშ შეიარაღებული ძალების მესამე სამხედრო ბრიგადა და მეოთხე ქვეითი დივიზია. დღესდღეობით, პოლონეთში იმყოფება 4500 ამერიკელი ჯარისკაცი, რომელთა რიცხვი დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. 2018 წლის სექტემბერში, პოლონეთის პრეზიდენტმაანჯეი დუდამ აშშ პრეზიდენტს მდინარე ვისლაზე, პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან აშშ სამხედრო ბაზის გახსნა სთხოვა, რომელსაც ვარშავა საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა. გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგისგულის მოგება სცადა და პოტენციურ ამერიკულ ბაზასტრამპის ციხესიმაგრეუწოდა. ერთი დიდი ბაზის აშენების მაგივრად, ვაშინგტონმა ვარშავას ამერიკული ჯარების მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე განაწილება შესთავაზა, მათ შორის: რეჯიკოვოში, პოზნანსა და ოჟიშში. პრეზიდენტ დუდას განცხადებით, პოლონეთში ამერიკელი სამხედროების ყოფნა ქვეყანას რუსული აგრესიის შეკავებაში დაეხმარება. სულ რამდენიმე დღის წინ, 2019 წლის 23 სექტემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითპოლონეთში არსებული აშშ სამხედრო პერსონალი უახლოეს მომავალში 1000 ჯარისკაცით გაიზრდება“. 

გარდა ამისა, პოლონეთი უახლოეს მომავალში შეიძენს მოწინავე ამერიკულ მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-35-. ხელშეკრულების ღირებულება 6,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმება პოლონეთისთვის 33 ერთეული საბრძოლო გამანადგურებლის მიყიდვას ითვალისწინებს. აშკარაა, რომ ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთი პროდუქტიული და რაც ყველაზე მთავარია, ამ ურთიერთობას აქვს განვითარების პოტენციალი. 

ეკონომიკური ურთიერთობები: 

პოლონურამერიკული ურთიერთობების დინამიკა ზრდადია ეკონომიკაშიც. 2016 წელს პოლონეთის ექსპორტი აშშში 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 წელს (4,5 მილიარდი), 2018 წელს (5,3 მილიარდი) და ზრდის ტენდენცია ახასიათებს წელსაც (3,6 მილიარდი დოლარი 2019 წლის იანვარიივლისის მონაცემებით). ყოველწლიურად იზრდება პოლონეთში აშშდან შემოსული იმპორტული საქონლის ღირებულებაც (2016 – 5,9; 2017 – 7,1; 2018 – 8 მილიარდი აშშ დოლარი). სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი, მოცულობითი შიდა ბაზარი, ტარიფებისგან და რეგულაციებისგან თავისუფალი ბიზნეს გარემო, ევროპის კავშირის ერთიან ბაზართან თავისუფალი წვდომის შესაძლებლობადა სტაბილური პოლიტიკური გარემო ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ამერიკული კომპანიები პოლონეთში ფულს დებენ. 

ამერიკული სავაჭრო პალატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ მეოთხედში პოლონეთში დაგროვილი ამერიკული ინვესტიციისრაოდენობამ 32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ 2016 წელს პოლონეთში აშშდან 11,6 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი რიცხვია.

გარდა ამისა, პოლონეთისამი ზღვის ინიციატივისერთერთი შემოქმედი და მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ინიციატივა მოიცავს 12 ქვეყანას, ერთმანეთთან აკავშირებს ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებს, რაც ამერიკულ კომპანიებს ინვესტირებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს უქმნის. ყველაფერთან ერთად, „სამი ზღვის ინიციატივა ზემოხსენებულ გეოგრაფიულ სივრცეში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ გარემოს განავითარებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ პროექტი რეგიონს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს. სწორედ ამიტომ, აშშ პრეზიდენტმასამი ზღვის ინიციატივასპოტენციურად მომგებიანი უწოდა და პროექტის განვითარების საქმეში მისი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

ენერგო უსაფრთხოება: 

გასულ წელს პოლონეთმა გაზპრომზე დამოკიდებულება 6%-ით შეამცირა, თუმცა, პოლონეთის გაზმომარაგებისდაახლოებით 2/3 ჯერ კიდევ რუსული კომპანიის ხელშია. ქვეყნის ხელმძღვანელობა სასოწარკვეთითცდილობს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას, ამიტომ ბოლო პერიოდში პოლონეთმა აშშსგან თხევადი გაზის შეძენა დაიწყო. 

აშშ მსგავსად, პოლონეთიც ცდილობსნორდსტრიმის გაზსადენის მშენებლობის დაბლოკვას. პროექტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 მილიარდი აშშ დოლარია,  რუსეთიდან ბალტიისპირეთის გავლით გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. რუსული ნავთობკომპანია გაზპრომის განცხადებით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს შევა. ცხადია, ეს პროექტი კიდევ უფრო გაზრდის რუსულ ენერგო რესურსებზე ევროპული ქვეყნების ისედაც კრიტიკულ დამოკიდებულებას, რაც, ბუნებრივია არ შედის პოლონეთისა და აშშ ინტერესებში. ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება ნებისმიერ სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიას, რომელიც გაზპრომს გაზსადენის მშენებლობაში დაეხმარება.პოლონელები სრულიად იზიარებენ ამერიკელი პარტნიორების პათოსს, რადგანნორდსტრიმისდასრულება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყნებს, რომლებიც რუსული ორბიტიდან გაქცევას ცდილობენ. 

უვიზო რეჟიმი: 

2019 წლის 23 სექტემბერს, აშშ პრეზიდენტმადონალდ ტრამპმა უახლოეს რამდენიმე კვირაში პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება დააანონსა. პოლონეთი აშშსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკვე დიდი ხანია ცდილობს, რაც პოლონელებს ტურისტული და ბიზნეს მიზნებისთვის აშშში თავისუფალშესვლისა და 90 დღის ვადით დარჩენის საშუალებას მისცემს.  

ამერიკის შეერთებული შტატების ტურიზმის ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორისტორი ბარნსის ცნობით, პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გარდა სტრატეგიული თანამშრომლობისა, დიდ ეკონომიკურ სარგებელთანაა დაკავშირებული. 

ბარნსის ცნობით, 2013-2018 წლებში პოლონელების აშშში შესვლის მაჩვენებელი 53%-ით გაიზარდა და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 

ტურიზმის ადმინისტრაციის გათვლებით, სავიზო რეჟიმის გაუქმებიან პირველი 3 წლის მანძილზე, აშშში ყოველწლიურად დაახლოებით 97 000 პოლონელი შევა, რომელიც ჯამში 700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს მოიტანს და 4200 ახალ სამუშაოს შექმნის“ – ასე აჯამებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. 

არსებული საფრთხეები: 

პოლონელი ხალხისთვის უპირველესი საფრთხე რუსული რევიზიონიზმია. უახლეს კვლევების თანახმად, პოლონელების 77% რუსეთის ფედერაციას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. შედარებისთვის, გერმანელების შემთხვევაში ეს მაჩვენელი მოსახლეობის ერთი მესამედი – 33%, ხოლო ფრანგების შემთხვევაში მოსახლეობის 40%-ია. რუსეთის ზრდადი აქტივობა (გადაიარაღება, მუდმივი სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან ახლოს და კალინინგრადის ოლქში განთავსებული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემები) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის შეშფოთების წყაროა. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი საკუთარ ქვეყნებში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობენ. გარდა სამხედრო ძლიერებისა, კრემლის დიპლომატიური გავლენაც სწრაფად იზრდება.  რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის მიუხედავად, მრავალი ევროპული სახელმწიფო მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ემხრობა. „ნორდსტრიმისგაზსადენი გააძლიერებს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ მოსკოვი ევროპულ პოლიტიკაში იმაზე მეტადაა ჩართული, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ბუნებრივია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების შეშფოთებაც, რადგან ისინი ცხადად ხედავენ რუსული აგრესიის საფრთხეს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აშშ შიდა პოლიტიკას უკავშირდება. ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა ყოველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იცვლება, რადგან ქვეყნის თითოეულლიდერი მსოფლიო პოლიტიკაში აშშ როლსგანსხვავებულად აფასებს. საგარეო პოლიტიკის ამ მახასიათებლის გამო, აშშ ალიანსების სისტემა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მყიფეა. რუსული რევიზიონიზმის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და პოლონეთმა პოლიტიკის ყველა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ.

 

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s