ჩინეთის კოსმოსური პროგრამა

არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ჩინეთს უჭირს ტექნოლოგიურად, განსაკუთრებით მძიმე დატვირთვის ობიექტების გაშვების სფეროში და ხშირად ჩინურ ამბიციებს უფრო მეტად რეგიონალურ, კერძოდ კი ჩინო-ინდოეთის, დაპირისპირების პრიზმაში განიხილავენ. ჩემი აზრით, მსგავსი მოსაზრებები გაზვიადებულია და ვფიქრობ, ჩინეთს გაცილებით მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე ინდოეთთან პრესტიჟული კოსმოსური ომის მოგება.