Projects

Terrorism-and-Counterterrorism.jpg

ტერორიზმი და კონტრტერორიზმი

პროექტი მიზნად ისახავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის ტერორიზმის ევოლუციის ეტაპების, ტერორისტული ორგანიზაციების მეთოდებისა და ანტიტერორისტული მიდგომების გაცნობას. კურსის მიმდინარეობისას, მსმენელი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ცვლილებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. ლექციებისა და სემინარების მეშვეობით, სტუდენტები ტერორიზმის თანამედროვე ტენდენციებს გაეცნობიან, რაც ბრძოლის ისეთი მეთოდების ანალიზს გულისხმობს, როგორიცაა არატრადიციული იარაღებისა და ე.წ. “სწრაფი რეაგირების ჯგუფების” გამოყენება.

3-თვიანი პროექტი იმ ინტერდისციპლინარული ანალიზის უნარ-ჩვევათა განვითარებას უწყობს ხელს, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების კუთხით სიღრმისეული კვლევების ჩასატარებლად.

Visegrád_Group_logo.svg.png

Russia in the Visegrád

Due to the fact that Russian propaganda is a global challenge and threatens the stability of the entire democratic world, it is fundamentally important to analyze this issue in detail (hereinafter to neutralize it). The Kremlin propaganda is presented with extremely dangerous and intensive forms in the Visegrád Group (the Czech Republic, Hungary, Poland, and Slovakia). Therefore the research and analysis of Visegrád Four have a significant meaning to Georgia due to the actuality of Central and Eastern Europe (CEE).

The aim of the project is to increase public awareness of Russian propaganda and identify the actors, goals and narratives that are integral parts of the Kremlin’s disinformation campaign in the Visegrád Group. In addition, the project aims at discussing the internal and foreign policy the Czech Republic, Hungary, Poland, and Slovakia for enlarging the visibility and knowledge of V4 in Georgian society.

Within the framework of the 6-month project “Russia in the Visegrád” the researches of the Foreign Policy Council will publish 4 research works (about the Czech Republic, Hungary, Poland, and Slovakia) and 1 analytical document. Moreover, the project envisages the organization of public discussions and workshops.

 

რუსეთი ვიშეგრადში

გამომდინარე იქიდან, რომ რუსული პროპაგანდა გლობალური გამოწვევაა და სრულიად დემოკრატიული სამყაროს სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა (შემდგომში, მისი ნეიტრალიზაციის მიზნით). კრემლის პროპაგანდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფორმით ვიშეგრადის ჯგუფშია (სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი) წარმოდგენილი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ამ აქტუალურ რეგიონში არსებული ვითარების კვლევა-ანალიზი.

პროექტის მიზანია რუსული პროპაგანდის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და იმ აქტორების, მიზნებისა და ნარატივების გამოკვეთა, რომელიც კრემლის დეზინფორმაციული პოლიტიკის ნაწილია ვიშეგრადის ოთხეულში. გარდა ამისა, პროექტი მიზანდ ისახავს ვიშეგრადის ჯგუფში არსებული შიდა და საგარეო პოლიტიკის განხილვასა და ქართული (და არამარტო) საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას.

„საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ 6-თვიანი პროექტის, „რუსეთი ვიშეგრადში“ ფარგლებში, გამოიცემა 4 კვლევითი ნაშრომი (სლოვაკეთზე, უნგრეთზე, ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთზე) და 1 ანალიტიკური დოკუმენტი. ასევე, პროექტი ითვალისწინებს საჯარო დისკუსიებისა და სასწავლო სემინარების ორგანიზებას.