POLUS

პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავარესი სტრატეგიული პარტნიორი და ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მტკიცე მხარდამჭერია. თავისი აქტიური ჩართულობითა და კონტრიბუციით, პოლონეთი – როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი – უმნიშვნელოვანეს როლს თამაშაობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15-ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოსა და პოლონეთს შორის, რომელიც არეგულირებს ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

2004 წლიდან საქართველოში ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამა (”Polish Aid”). პროგრამის პრიორიტეტული სფეროებია: ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენება, სოციალური კეთილდღეობა, რეგიონალური განვითარება და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს სამხედრო-ტექნიკური განხრით, ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო ვიზიტებს.

პოლონეთის მთავრობის მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამების მეშვეობით, უამრავი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას წამყვან პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთან ერთად, პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, პოლონური სამთავრობო უწყებები სხვადასხვა სახის სასწავლო კურსებს სთავაზობენ ქართველ საჯარო მოხელეებს.

POLUS არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გარდაიქმნას მდგრად, დამოუკიდებელ პლატფორმად. POLUS–ის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიისა და პოლონეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, POLUS ეფექტური მექანიზმია პოლონური პოლიტიკური სისტემის ანალიზისათვის. ჩვენი აკადემიური და კვლევითი გამოცდილების გაზიარებით, საგარეო პოლიტიკის საბჭოს გუნდი დაეხმარება ყველა იმ ქართველ მეცნიერსა თუ სტუდენტს, რომელიც პოლონეთის პოლიტიკური სისტემის კვლევით დაინტერესდება.

POLUS-ის ფარგლებში, საგარეო პოლიტიკის საბჭო გამოაქვეყნებს სტატია-პუბლიკაციებს, გაუძღვება რეგულარულ სალექციო კურსებსა და მოაწყობს სასწავლო ვიზიტებს პოლონეთში.

პროექტის პარტნიორია პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

Poland is one of the key strategic partners of Georgia and an ardent supporter of its territorial integrity and economic transformation. Poland, as one of the authors of the “Eastern Partnership” initiative, plays an important role through its active engagement and support in attaining Georgia’s European aspirations.

According to the Ministry of Foreign Affairs of Georgia, more than fifteen international agreements have been signed between Georgia and Poland regulating cooperation in the fields of defense, economy, tourism, regional development, culture, education, health, etc.

Since 2004 the Development Assistance Program (“Polish Aid”) of the Ministry of Foreign Affairs of Poland is being implemented in Georgia. The priority areas of the program include: good governance, sustainable use of national resources, social welfare, regional development, etc.

Defense cooperation is also active and includes consultations on military-technical issues, joint trainings as well as the study visits.

Through numerous scholarships of Poland, many Georgian students are getting education at the leading Polish universities. Moreover, different Line Ministries of Poland are offering training courses for Georgian civil servants aimed at improving their professional skills.

POLUS is a project which intends to establish a sustainable self-running platform. Main objective of POLUS is to promote history of Georgian-Polish relations and raise awareness about foreign policy of Poland. Moreover, POLUS is an effective mechanism for the analysis of Polish political system – the Foreign Policy Council (FPC) team will support different Georgian scientists/students in the understanding of Polish political landscape by sharing our academic and research experience.

Within the framework of POLUS, the FPC will publish different articles, give public/regular lectures and organize study tours to Poland for the representatives of the academic, public, media, and non-governmental sectors.

The project partner is the Embassy of the Republic of Poland in Georgia