რკინის ფარდა 2.0

    ცივი ომი ბევრი სიმბოლიკით იყო დასამახსოვრებელი, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენ გონებაში გამორჩეულად რკინის ფარდას უკავია განსაკუთრებული ადგილი. აქ ყველას ჩერჩილის ფულტონში წარმოთქმული სიტყვა გაგვახსენდება და ეს ლოგიკურიცაა, ზუსტად 1947 წლის შემდეგ იღებს აღნიშნული ასოციაცია სათავეს, როდესაც გენიალურმა უინსტონმა სამყაროს აუწყა მორიგი ხიდჩატეხილობა. მსოფლიო თითქოს გაიყო ორ ბანაკად, დასავლეთით დემოკრატია და კაპიტალიზმი, კომუნიზმსა და სოციალიზმს დაუპირისპირდა. შეიქმნა ეგრეთწოდებული დიქოტომიებიც ანუ ნატო ვარშავის პაქტის წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირი ამერიკის და ა.შ. საბედნიეროდ, ცივი ომი ცხელში არ გადაზრდილა, თუმცა სამწუხაროდ არსებულმა რკინის ფარდამ ჩაუკეტა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას შესაძლებლობა თუ ენახათ რა ხდებოდა განვითარებულ სამყაროში. შეგახსენებთ, რომ ევროპა არ უფრთხოდა მათ, არამედ პირიქით დიადი კომუნისტური სახელმწიფო. მკაცრადაც ნუ განვსჯით, რადგან წარმოიდგინეთ დღეს ჩრდილოეთ კორეამ რომ ნება დართოს საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა, ჩემი წარმოდგენით ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა ვატიკანის მოსახლეობაზე ნაკლები აღმოჩნდება. 

თუმცა მაინც რატომ არის აქტუალური რკინის ფარდა?  საქმე ისევ ავანტიურისტთან გვაქვს, რომელსაც ჩვენ ჭკვიან ჭადრაკის მოთამაშედ ვიცნობდით. ვლადიმერ პუტინმა 22 წლის მანძილზე იმდენი მოახერხა, რომ მისი შედარება ჰიტლერთან ნამდვილად აღარ არ არის უადგილო. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს ზბიგნევ ბძეჟინსკიმ საქართველოსთან ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შეგასებისას  პარალელად გერმანიის მიერ სუდეტის ოლქის დაპყრობა ახსენა. სამწუხაროდ, დღეს ის აღარ არ არის ცოცხალი, ადამიანი რომელიც  ჯერ კიდევ მაშინ  ითხოვდა საქართველოს ნატოში სასწრაფო წესით მიღებას.

თემას რომ დავუბრუნდეთ, პუტინმა გარისკა, და დიდი ალბათობით გარისკა ბოლოჯერ. იყო მომენტი როდესაც ნაპოლეონ პონაპარტს სთავაზობდნენ სტატუს ქვოს რუსეთის კამპანიის შემდეგ! თუმცა მან ვატერლოუ აირჩია გარისკა და ყველაფერი წააგო. პუტინთანაც შეგუებული იყო თითქოს დასავლეთი ყირიმის და საქართველოს ოკუპაციას, თუმცა მას მეტი სურდა. როგორც ვიცით, რუსეთის ისტორიაში ყველაზე მეტად ფასდებოდა ის მეფე, რომელიც ახალ ტერიტორიებს შემოუერთდება ქვეყანას. სხვათაშორის ეს პატერნი ყველა ქვეყანას ერგებოდა ადრე. 

     უნდა ვაღიარო, კიდევ ერთხელ რომ პირადად მეც არ ველოდებოდი რუსეთის პრეზიდენტისგან ასეთ ნაბიჯს და რა ხდება ახლა? იმსხრევა მითი მსოფლიოში მეორე არმიის უძლეველობის შესახებ. უკრაინა გრძნობს მომენტს, რომლის მიხედვითაც ომის ინიციატივა თანთადათან მათ მხარეს გადადის. ერთიანობა და დასავლეთისგან მოწოდებული იარაღი იქცა გამარჯვებების მომტან ტანდემად. თუმცა ჯერ კიდევ მაინც ფრთხილი ოპტიმიზმი გვმართებს. ანალიტიკოსები ჯერ კიდევ გვაფრთხილებენ რომ არსებობს კატასტროფული გამარჯვების საფრთხე. თითქოს პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ეს პუტინის ბოლო კოზირია. მათი აზრით უკრაინის ელვისებურმა წარმატებამ რუსეთის ჰარდლაინერები შესაძლოა ბოლო აგონიამდე მიიყვანონ. იქ სადაც ჰარარი წერდა, რომ დავამარცხეთ ჩეხოვის სინდრომი – როდესაც პიესაში პირველ აქტში იარაღი ჩნდება, ის აუცილებლად გაისვრის მესამეში. არ უნდა ვიჩქაროთ სანამ საქმე პუტინთან და მის გარემოცვასთან გვექნება. დიადი ქვეყნები ადვილად არ ეგუებიან მარცხს და თუ ვა ბანკზე ვსაუბრობთ აღნიშნული სცენარიც სრულიად არ იქნება გამორიცხული. 

მსგავსი აქტიც კავშირშია რკინის ფარდასთან.

      დღეს დასავლეთში და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში აქტუალურია დებატები მივიღოთ თუ არა უნდა ამ რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები. ბევრი აზრი დაიწერა, უამრავი ალტერნატივა და აქ საერთოდ არ ვაპირებ ამ თემის განხილვას, უბრალოდ კიდევ ერთ ისტორიულ პატერნის მოყვანა მსურს. ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ ხდება ის, რაც სტატიის სათაურში ვახსენე. იწყება დიქოტომიები, ეშვება კვლავ რკინის ფარდა, მაგრამ დღეს უვკე დასავლეთს არ სურს მიიღოს რუსეთის მოქალაქეები. სწორია თუ არა მკითხველმა განსაჯოს. კარგია თუ არა ეს რეჟიმისთვის? მათი ცინიკური შეფასებით ეს არაპატრიოტი ადამიანები მათ საერთოდაც არ სჭირდებოდათ და რუსეთის ჯვარი იმ ხალხმა უნდა ზიდოს, ვინც მზადაა თავი გაწიროს ქვეყნისთვის. ეს სავალალო მდგომარეობა აქტუალური სწორედ უკრაინის კონფლიქტის დროს გახდა, როდესაც პუტინმა ერთგვარი კონტრაქტი გაწყვიტა თავის მოსახლეობასთან, რომლის მიხედვითაც ისინი ეგუებოდნენ რეჟიმს, ხოლო უკანასკნელი არ აწუხებდა მათ ექსპანსიონისტური ომებით. ანუ რეალურად ისინი პასიური მონაწილეები იყვნენ. ვინც დატოვა ქვეყანა ამჟამად გაურთულდება ქვეყანაში დაბრუნება, გაურთულდება ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, მათ იციან რომ ან ომში მოუწევთ წასვლა, ან შიშის და ეჭვის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება ქვეყანაში, სადაც სპეციალურ ოპერაციას თუ დაგმობ ციხე გელოდება. ვინც დარჩა მათაც მოუწევთ არჩევანის გაკეთება, იცხოვრონ რკინის ფარდის მიღმა, სადაც რეალობა დღითიდღე ემსგავსება საბჭოთა კავშირის დროინდელ ცხოვრებას, როდესაც დასავლურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა ჭირდა, თვითონ დასავლეთიც ჭირდა, რადგან შემთხვევით არ აუგიათ ბერლინის კედელი…

     რა შეიძლება ითქვას დღეს? იმსახურებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები იმ რეალობას რაშიც აღმოჩდნენ. თუ ძველ გამოთქმას მოვიშველიებთ: ხალხს ზუსტად ის მეფე ყავს, რომელსაც იმსახურებს. სწორედ, რუსეთის მოქალაქეები აკეთებდნენ არჩევანს და თუ გადავხედავთ პუტინის რეიტინგებს ადრე ომის კამპანიის დაწყებას, მათ მოსწონდათ თავიანთი ცარი. გამომდინარე, რომ უკანასკნელმაც სხვა ალტერნატივა ფაქტიურად არ დატოვა… 

რას ველოდებით კონფლიქტისგან? უამრავი პროგნოზი გამოითქვა, რომ ეს ომი გაიწელება დიდ ხანს. უკრაინელთა ამოცანა შეიცვალა და ისინი არა 24 თებერვლამდე პოზიციების დათმობაზე აღარ იქნებიან თანახმა, არამედ მთლიანად უკრაინიდან რუსეთის დეოკუპაციაზე, რაც ყირიმზე გადის. შესაბამისად რუსეთის მოქალაქეები ისევ იცხოვრებენ რკინის ფარდის მიღმა. ყველაზე ცუდი ალბათ რუსი სტუდენტებისთვის დასავლური განათლების ხელყოფაა. პირადი დაკვირვებით არც ერთ მათგანს სურდა პუტინის რუსეთში დაბრუნება. უფრო უარესი გაწბილებული დედები იქნებიან, როდესაც მათი შვილები ეწირებიან უკვე იმ ომს, სადაც რუსეთი მარცხდება. მათი რიცხვი გაიზრდება და წინ ჯერ კიდევ ზამთარი მოდის, რომელიც წესით და რიგით აღარ უნდა იყოს რუსეთის, ვინაიდან დასავლეთიდან მოდის ახალი დახმარების პაკეტები. წინ პერსპექტივაში კი უკრაინის მთავარი გამოწვევა დანგრეული ქვეყნის ადგენა იქნება. პოტენციური კორუფციის აღმოფხვრა და უფრო დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ვინ იცის იქნებ მაშინაც რუსები ისევ რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობდნენ…

შოთა მგელაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s