იაპონიის ყოფილი პრემიერი მოკლეს

სამწუხარო დღე გათენდა იაპონიისა და მსოფლიო ისტორიაში. მოულოდნელმა ინფორმაციამ თითქმის ყველა აქტიური თუ ყოფილი თანამდებობის პირი კიდევ ერთხელ დააფიქრა საკუთარ უსაფრთხოებაზე, რადგან შინზო აბე მოკლეს.

ალბათ არ გადავაჭარბებთ თუკი ვიტყვით, რომ შინზო აბე ისტორიაში შევა, როგორც იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პრემიერი. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინიციატივებს, რომ თავი დავანებოთ, აბე პრემიერის ამპლუაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით ემსახურებოდა ქვეყანას. თუ პატრიოტიზმი სამშობლოს სიყვარულისთვის ჩადენილ ქმედებებში აისახება, აბე დანამდვილებით იმსახურებს ამ სიტყვიერ ჯილდოს (და არამარტო)

მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შინზო აბეს მიზანი  დიდი იაპონიის შენება იყო. თუმცა, არ უნდა აგვერიოს დიადი ქვეყნის კონცეფცია (The great power) შინზო აბეს ხედვასთან. იმპერიალისტური იაპონიის ამბიციები 1945 წელს დასრულდა და აბეს პოლიტიკა ზუსტი ზეიმპულსი იყო ომის შემდგომი იაპონიისა. ამერიკულ კონსტიტუციას, რომელსაც ასევე მაკარტურის კონსტიტუციასაც უწოდებენ, იაპონიას სამხედრო კომპონენტის ყოლას უზღუდავს (როგორც ვიცით, იაპონიას მხოლოდ თავდაცვითი ძალების ყოლის უფლება აქვს და სწორედ ამ რეალობის გარღვევას ცდილობდა შინზო აბე). მისი აუხდენელი ოცნება მეცხრე მუხლის გაუქმება იყო, თუმცა ეს ცვლილება არ გახლდათ ორიენტირებული იმპერიალისტური იაპონიის შექმნაზე, პირიქით – შინზო აბეს მიზანი მეტი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მკვეთრად პროამერიკული კურსი იაპონიას ჩინეთისგან აშორებდა. სწორედ აბე იყო ამ პოლიტიკის აქტიური განტარებელი.

როცა თანამშრომლობას ვახსენებთ ან ბალანსის პოლიტიკას, არ შეიძლება უგულვებელვჰყოთ ოთმხრივი შეთანხმება – ეგრეთწოდებული “ქუადი”, სადაც იაპონია, ამერიკასთან, ინდოეთთან და ავსტრალიასთან ერთად ალიანსს ქმნის. 

უბრალოდ განსაცვიფრებელი ფაქტია ის, რომ იაპონიაში – ქვეყანაში, სადაც იარაღის შენახვას ისეთი მაფიოზური ორგანიზაციაც კიბერიდება, როგორიც იაკუძაა, ყოფილ პრემიერს სწორედ გასროლით კლავენ. მართალია, ამ დროისათვის მკვლელობის ზუსტი უცნობია, უკვე ვიცით ის, რომ მკვლელი 41 წლის ტეტსუია იამაგამია, – ყოფილი სამხედროა.

შინზო აბეს გარდაცვალებას მთელი მსოფლიოს ლიდერები განცვიფრებითა და მწუხარებით შეხვდნენ. გამოვარჩევდი ინდოეთის ნარენდრა მოდის განცხადებას, რომელშიც იგი აღნიშნავს: “მთელი ინდოეთი გლოვობს”. ეს ნამდვილად არ გახლავთ ფორმალური განცხადება. აბეს წვლილი უდიდესია იაპონია-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავებაში და ეს მისი მიღწევების ჩამონათვალში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

როგორც ვიცით შინზო აბემ პრემიერის პოსტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა, თუმცა ის აქტიურად აგრძელებდა საჯარო გამოსვლებს, სწორედ ამას აკეთებდა ის ქალაქ ნარაში, როდესაც გასროლის ხმა გაისმა. ტეტსუია იამაგამ იაპონიის ყოფილი პრემიერი ახლო მანძილიდან გასრილით მოკლა. თუ ეს აქტი ისტორიაში შესვლის მცდელობაა, ყველა ჰეროსტრატეს, კენედის ან შვედეთის პრემიერის, ულოფ პალმეს მკვლელობებს გაიხსენებს.

დასასრულს კი ვიტყვი იმას, რომ იაპონიამ დაკარგა ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი, თუმცა შინზო აბემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამომავალი მზის ქვეყანა ათწლეულების მანძილზე იყოს წარმატების მაგალითი სახელმწიფოდ.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s