უკრაინაში უკვე რამოდენიმე კვირაა ომი მიმდინარეობს. ყველა გაოცებულია უკრაინელების გმირობით. ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე მსოფლიოს სამაგალითო პრეზიდენტად იქცა. მედიაში აქტიურად იწერება დასავლეთ ქვეყნების დაკისრებულ სანქციებზე და სამომავლო გეგმებზე. საინტერესოა, ამ დროს დავსვათ კითხვა თუ როგორ პასუხობს ამ კრიზისს აღმოსავლეთი?
პირველ რიგში ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს ჩინეთის რეაქცია. უკვე დაიწერა და ითქვა რომ ჩინეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორებია. (არა მოკავშირეები) ორივეს საერთო მიზანი ამოძრავებთ და ეს შეერთებული შტატების უნიპოლარიზმის დასასრულია. ჩინეთისგან მოულოდნელი იქნებოდა სანქციების დაწესება რაც ტაქტიკურად ზურგში დანის ჩაცემას მოგვაგონებდა. ჯერჯერობით ჩინეთმა მოლოდინი გაამართლა.
სი ძინ პინი რამოდენიმე დღის უკან ესაუბრა გერმანიის კანცელრ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს. მისი მთავარი გზავნილი გახდლათ რომ სანქციები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს გლობალურ ეკონომიკას, რომელმაც პანდემიისგან უკვე მიიღო მძლავრი დარტყმები. სიმ მწუხარება გამოთქვა რომ ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტზე. მთავარი ჰუმანიტარული კატასტროფის შემსუბუქებაა და ჩინეთი მზად არის დაეხმაროს უკრაინას. საინტერესო გახლდათ მისი განცხადება, რომ სუვერენულობას და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ყველა სახელმწიფომ უნდა სცეს პატივი. მართალია ეს ირიბი კრიტიკაა რუსეთის, თუმცა ეს მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯია. და ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ვანგ იმ განაცხადა რომ ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობები მესამე ძალა გავლენას ვერ მოახდენს. თუ რუსეთში პოლიტიკური მმართველობა არ შეიცვალა ბუნებრივია უნდა ველოდოთ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას. შედგა სატელოფონო საუბარი ბაიდენსა და სი ძიპინს შორის, თუმცა ჩინეთის პოზიცია არ შეცვლილა.
აქვე დავძენ რომ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა სოციალურ სივრცეში. მათ შორის გახლდათ, რომ თითქოს ჩრდილოეთ კორეა ომს იწყებდა იაპონიის წინააღმდეგ. ნუ ლოგიკურობის ფარგლებში ალბათ ჩრდილოეთ კორეა ნომერ პირველი სამიზნე სამხრეთ კორეა და ალბათ შემდეგ შეუძლია, რომ იაპონიას გადაწვდეს და ცალკე საკითხია იაპონიასთან სამხედრო კონფრონტაცია რამდენად ლოგიკურია ან რეალური.
მეორე ეს გახლდათ , რომ თითქოს ჩინეთი თაივანში შესაჭრელად ემზადებოდა. პირიქით ექსპერტები უკვე საუბრობენ , რომ სამხედრო გზით თაივანის დაბრუნებამ კიდევ დიდი დროით გადაიწიარუსეთის ჯარის წარუმატებლობის ფონზე. ვინაიდან ჩინეთს უფრო რთული ამოცანა აკისრია სამხედრო კუთხით. ამფიბიური ოპერაცია უფრო რთული გახლავთ, თუმცა ეს სხვა საკითხია. ასევე, ჩინელებმა უარყვეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსებმა დასახმარებლად პეკინს მიმართეს.
იაპონია ამერიკის მხარდახარ
იაპონიის მწვავე პოზიცია გასაგებია, თუ პირველ რიგში ვიხელმძღვანელებთ იმ ფაქტით, რომ ის ამერიკის მოკავშირეა და იდეაში რუსეთ-ჩინეთის გეოპოლიტიკური მეტოქე. ოფიციალურმა ტოკიომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა შეიფაროს უკრაინელი ლტოლვილები, თუმცა რაოდენობა ჯერ არ არის განსაზღვრული. ასევე უკრაინა მიიღებს ჯავშანჟილეტებს. უკვე გამოიყო და გაიგზავნა 200 მილიონამდე დახმარება და რაც ყველაზე მთავარია იაპონია შეუერთდა სანქციებს რომლებიც შეეხო რუს ოლიგარქებს და ბანკებს. ამავდროულად, აღსანიშნავია რომ საქნცირებულთა სიაში მოხვდნენ ბელარუსელი მაღალჩინოსნებიც . რაც მნიშვნელოვანია 210,000 ტონა თხევადი გაზი გამოიყო ევროპისთვის თუ მოხდება რუსეთისგან გაზის პოტენციური შეჩერება. იაპონელთა დიპლომატიის სამიზნეს თუ ლონგთერმში განვიხილავთ საინტერესო სურათს მივიღებთ. ისინი აგზავნიან ღია მესიჯს თუ როგორ შეიძლება უპასუხოს აგრესიას საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა. ეს მესიჯი შესაძლოა ჩინეთისკენ იყოს მიმართული თუ ის გადაწყვეტს თაივანის სამხედრო გზით შემოერთებას, ასევე მეტად სავარაუდოა, რომ იაპონიამ გადახედოს თავისი უსაფრთხოების სტრატეგიებს და დოქტრინებს.
საინტერესოა, რომ იაპონიაში გამოკითხულთა 77 პროცენტი შიშობს რომ კონფლიქტი გავრცელდეს თაივანზე. აქვე აღსანიშნავია მოსახლეობის სოლიდარობა სანქციების მიმართ. 61 პროცენტის აზრით სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და იაპონია ამ შემთხვევაში უნდა იდგეს ამერიკელების და ევროპელების გვერდით. როგორც ექსპერტები საუბრობენ იაპონელები აქტიურად აკვირდებიან გერმანელებს, თუ როგორ მოერგებიან ისინი ახალ რეალობას. შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა უკვე დააანონსა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შეეხება თავდაცვის ბიუჯეტს და გერმანულ საგარეო პოლიტიკასაც.
ვინც მოვლენებს აკვირდებოდა იაპონიის დღევანდელი მიდგომა განსხვავდებოდა 2014 წლისგან, როდესაც ქვეყნის პრემიერი შინზო ა ძალიან სურდა კუნძულ ჰოკაიდოს დაბრუნება და ერიდებოდა ბილატერალური ურთიერთობების გაფუჭებას.
ჯერჯერობის შეზღუდვები არ ეხება ყველასათვის კარგად ნაცნობ გაზპრომს , სახალინ ენერჯი რომელიც კურირებს სახალინ-2 ის პროექტს იაპონიას თხევადი გაზის სახით თავისი წილის 60 პროცენტს აწვდის. იაპონიაში რუსეთის ელჩის განცხადებამ კითხვის ნიშნები დაგვიტოვა. განცხადების მიხედვით რუსეთი აუცილებლად უპასუხებს იაპონიის სანქციებს, თუმცა უცნობია ჯერ კონკრეტულად რას გულისხმობდა ის. ჯერჯერობით რუსებმა მხოლოდ სამხედრო წრთვნით შემოიფარგლენ ჰოკაიდოს ირგვლივ, რასაც იაპონიამ აღშფოთეება დიპლომატიურაი წყაროების მეშვეობით გამოხატა .
რაც შეეხება იაპონურ კომპანიებს Uniqlo, Hitachi, Mitsubishi, Japan Tobacco International, Toyota, Nissan , Sony არასრული ჩამოთვალია რომლებმაც გადაწყვიტეს შეეჩერებინათ ინვესტირება რუსულ ბაზარზე. ჯამში თებერვლისთვის 347 კომპანია ფიქსირდებოდა რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილი და აქედან თითქმის ნახევარი მანქანის წარმოებას ეხებოდა.
ახალი სანქციები შეეხეხა რამოდენიმე სახმედრო კომპონენტის მწარმოებლებსაც და ასევევე იაპონელების პარლამენტს ვოლოდიმერ ზელენსკი მიმართავს შემდეგ კვირას.
და ბოლოს იაპონია უერთდება სანქციებს, რომლებიც გულისხმობს მიკროჩპების ექსპორტს. გადაწყვეტილება ძალაში 18 მარტიდან შევიდა და 270 მიკროჩიპს შეეხება, რომლებიც ბირთვულ რეაქტორებზე, ელექტრონულ მოწყობილიბებზე და საკომუნიკაციოდ გამოიყენებოდა.
რადგან მიკროჩიპები ვახსენე შეუძლებელია არ ვახსენოთ თაივანის პოზიცია.
თაივანზე სტრატეგიულად საუბრისას პირველი რაც გვახსენდება ეს მიკროჩიოებია. TSMC მსოფლიოს მსოფლიოში უდიდესი კონტრაქტორი კომპანიაა, რომლის ღიებულებაც 600 მილიარდემდეა. დიდწილად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს გლობალური ეკონომიკის ქსელი მიკროჩიპებზე სწორედ აღნიშნული კუნძულის კომპანიაზეა დამოკიდებული. თაივანის პოზიცია გასაგებია , ვინაიდან პარალელის გავლება უკრაინასთან შეიძლება, როდესაც ერთ დღეს შესაძლოა მეორე როგორც პირველი განსხვავებული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე,სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდეს.
სანქციებს უერთდება სინგაპურიც რომელმაც მსგავსი რამ ბოლოს 1978 წელს გააკეთა როდესაც ვიეტნამი თავს დაესხა კამბოჯას.
ასევე საინტერესოა ინდოეთის პოზიციაც, რომელმაც შეიძლება გაგვახსენოს მიუმხრომლობის პოლიტიკა ცივი ომის დროს ან უფრო უკეთ ,როგორც ინდოეთის ყოფილმა ელჩმა დაწერა ვისკენ არის ინდიეთი ის საკუთარი თავისკენაა.“ სტრატეგიული პოზიციიდან ინდოეთის პოზიცია აიხსნება მისი მჭიდრო კავშირით რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობით, რაც ჩინეთის შეკავების გარანტია.
დასკვნა
სახელმწიფო ინტერესები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას და ეს კარგად გამოჩნდა აზიის მაგალითზეც. მაგალითად, თუ სამხრეთ კორეა უერთდება სანქციებს და პაკისტანი არა, მსგავს მოქმდებას შეიძლება სხვადასხვა ახსნა მოვუძებნოთ. თუ სამხრეთ კორეა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას დასავლურ სამყაროსთან ავლენს, პაკისტანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აქვე გვაქვს მოკავშირე/არ მოკავშირეს დიქოტომია, სადაც ერთი უპირობო ამერიკის მოკავშირეა ხოლო მეორე, ცალკე საკითხია უსაფრთხოების სფერო.
დასასრულისკენ კი შეგახსენებთ, რომ ქვეყნებმა რომლებმაც სანქციები დაუწესეს რუსეთს მათი ვაჭრობის მაჩვენებელი რვა პროცენტია , უფრო მტკიცნეული იქნებოდა რუსეთისთვის ჩინეთის და ინდოეთის სანქციებზე შემოერთება, რომლებიც ვაჭრობის 18 პროცენტს ქმნიან, თუმცა სამწუხაროდ როგორც უკვე გამოიკვეთა აზიური პოზიცია სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე განსხვავებულია.
და ბოლოს რუსეთი გახდა ყველაზე სანქცირებული ქქვეყანა როდესაც მან გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და ირანი.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი