კუბა ფიდელ და რაულ კასტროების შემდეგ

შესავალი

რაულ კასტროს გადადგომის შემდეგ კუბაში ახალი დროება, ე.წ. პოსტკასტროული ხანა დაიწყება.კუნძულის ეკონომიკური კრიზისის, აშშ-ს მიერ სანქციების განახლებისა და კორანვირუსითგამოწვეული პანდემიის ფონზე მისი ხელისუფლებიდან წასვლა ძალიან რთულ დროს დაემთხვა. მაშასადამე, რა ელოდება კუბასპოლიტიკურ არენაზე კასტროების გარეშე?

1959 წლის 1 იანვარს ერნესტო ჩე გევარას მიმდევრები იღებენ ქალაქ სანტა კლარას და ფიდელ კასტრო, სიერა მაესტრას პარტიზანული დაჯგუფების ლიდერი, შედის სანტიაგო დე კუბაში. ფულხენსიო ბატისტა იხიზნება სანტო დომინგოში. რევოლუცია იმარჯვებს.

ეს იყო დასაწყისი იდეოლოგიისა, რომელიც დაფუძნებულია კლასობრივ თანასწორობაზე, საქონლის განაწილებისა და სამართლიანობის პრინციპებზე. 1975 წლიდან მოყოლებული კუბას მმართველი კომუნისტური პარტია პერიოდულად კონგრესს იწვევდა საბჭოთა კავშირის დროინდელი რიტუალების შენარჩუნების მიზნით. 2018 წელს კი რაულ კასტრომ პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადა და ძალაუფლება მის მიერ არჩეულ მიგელ დიაზ-კანელს გადასცა.

კუბას კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის,რაულ კასტროს გადადგომა წერტილს უსვამსკასტროების სამოცწლიან ძალაუფლებას, რომლებიცმთავრობაში შეიარაღებული რევოლუციის გზით მოვიდნენ. ფიდელ კასტრო აშშ-ს მზარდი მტრობის მიუხედავად მაინც დარჩა კუნძულის სათავეში 2006 წლამდე. ხოლო ავად გახდომიდან ორი წლის შემდეგ პარტია თავის ახალგაზრდა ძმას გადაბაარა. რაულიც1950-იან წლებში მის გვერდით იბრძოდა ფულხენსიო ბატისტას დიქტატურის წინააღმდეგ. ახალგაზრდა კასტროს მმართველობის ქვეშ კუბამ დაიწყო მოკლენაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ეკონომიკის გახსნისაკენ. ყოველთვის თავისი ძმის ჩრდილში მყოფი რაულ კასტრო ლიბერალიზაციის გაღმავებას შეუდგა. გაატარა აგრარული რეფორმა სასოფლო-სამეურნო სფეროში, ასევე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სწრაფი გაუმჯობესება. ამის ერთ-ერთი შედეგი იყო ბარაკ ობამას მიერ კუბას ეკონომიკაზე გარკვეული სანქციების შემსუბუქება და ჰავანაში პირადად მის მიერ ამერიკის საელჩოს გახსნა.

კასტროების შექმნილი დახურული სოციალისტური ეკონომიკა ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდა. კუბამ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ისტორიული თაობა ნელა მოქმედებდა ეკონომიკური კუთხით თაობების ზრდისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისაკენ, რაც სხვა კომუნისტურმა ქვეყნებმა ბევრად ადრეშეძლეს. (მაგ: ჩინეთი)

როგორც ყველა დიქტატორს, რაულსაც სურდა, დრო იმ მომენტზე გაჩერებულიყო, როცა კუბა შეიარაღებული რევოლუციის გზით ისტორიაში შევიდა. თუმცა შექმნილი მდგომარეობა მიუთითიებს, რომ რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია. უპირველეს ყოვლისა, წარუმატებლობის განცდა ფართოდ არის გავრცელებული. ვერც ერთი სქემა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მინიმალური ხარისხი განისაზღვრება, ვერ უძლებს მცირე კრიტიკასაც კი.არ არის მინიმალური საცხოვრებელი პირობები: ელექტროობა, საკვები, დასალევი წყალი, ტრანსპორტი. არც მატერიალურად და არც ემოციურად კუბაში ცხოვრება სასიამოვნო არ არის. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ადამიანები კუნძულს მასობრივად ტოვებენ.

მიგელ დიაზ-კანელის რეფორმები

და მაინც, როდის დაიწყება რეჟიმის ცვლილება? პირველი ნაბიჯი სწორედ მიგელ დიაზ-კანელის ინაუგურაციაა, რომელიც რაულ კასტროს დაწყებულ რეფორმებს მიუყვება. მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, იგი იქნება კასტროების მემკვიდრეობის ერთგული, ქვეყნის ადმინისტრაციული გარემო და საზოგადოება ითხოვს ეფექტურ ტრანსფორმაციას. და რისგან შედგება ეს? არსებითად ეფექტურ ტრანსფორმაციაში მოიაზრება ერის პროდუქტიული ძალების გათავისუფლება, დოვლათის დასაგროვებლად მეწარმეებისთვის შესაძლებლობების მიცემა.

რაულ კასტროს გადადგომა ნიშნავს კონტროლის გადაცემას კომუნიზმის მომხრე ახალგაზრდა თაობისთვის. მას შემდეგ, რაც ძმები კასტროები აკონტროლებდნენ კუნძულის ყოველდღიური ცხოვრების ყველა დეტალს 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბევრი კუბელი ცვლილებებს ელოდება. სწორედ ამიტომ, დიაზ-კანელმა დაიწყო მოკლე ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება მიმართული იყო ორმაგი ვალუტის სისტემის დასრულებაზე, რომელიც კუნძულზე 26 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შედეგად, მან გააერთიანა ორი ვალუტა: კუბური პესო და კუკი, ანუ კონვერტირებადი პესო. თუმცა ამ ღონისძიებამ გაზარდა ინფლაციის შიში.

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ოთხწლიანი სტაგნაციისა და ეკონომიკის 11%-ით შემცირების შემდეგ, 2020 წელს მთავრობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა. სახელმწიფო კომპანიებს უფრო დიდი ავტონომია მიენიჭა ფულის გამომუშავებისა და უცხოური ვალუტის მოსაპოვებლად და პატარა, მცირე კომპანიებს რეგულაციები შეუმსუბუქდათ. ამან საშუალება მისცა კუბელებს, კანონიერად ემართათ თითქმის ყველა ავტონომიური ბიზნესი საკუთარი სახლებიდან. შეამცირა სუბსიდიები საჯარო სამსახურებზე და მოახდინა ფასების დეცენტრალიზაცია ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფასებსა და გაყიდვებზე. თუმცა ეს ცვლილელები ჯერ კიდევ არ ასახულა მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ბევრი ღონისძიება კვლავ დაბლოკილია მთავრობის შიგნით იდეოლოგიური ბრძოლის გამო. ჯონ კირკი, კუბის ექსპერტი, ამბობს, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ გათავისუფლდეს კერძო სექტორი, უცხოური საინვესტიციო არხები და სოფლის მეურნეობა. მისი შეფასებით: „კუბის მთავრობამ მხოლოდ მცირე ნაბიჯები გადადგა ყველა ამ სფეროში და აუცილებელია უფრო დიდი ინიციატივის გამოჩენა“.

კუბის მოსახლეობა

რევოლუციის ტრიუმფიდან 60 წლის შემდეგ, რამაც შეცვლა კუბის ისტორია, მოსახლეობა დაყოფილია. იდეოლოგიურად კომუნისტურ რეჟიმს ბევრი მოწინააღმდეგე და ბევრი მიმდევარიც ჰყავს. კლასობრივი დაყოფა კუბაში განსაკუთრებით გამოხატულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით და დღეს ორ განსაზღვრულ კატეგორიად იყოფა: ისინი ვისაც წვდომა აქვთ უცხოურ ვალუტასთან და პირიქით, ისინი, ვისაც ამ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ. უფრო კონკრეტულად, პირველი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში ან ჰყავთ ოჯახები საზღვარგარეთ, რომლებიც მათ უზრუნველყოფენ, ხოლო მეორე ჯგუფში არიან ისინი, რომლებსაც თავის რჩენა თავიანთი საქმიანობით უწევთ. სამსახური მათ საშუალოდ 408 კუბურ პესოს უტოვებს (12 ევროს ეკვივალენტი).

ისტორიული პირველი იანვრიდან 50 წლის შემდეგ, კუბელები მუდმივ პარადოქსში ცხოვრობენ განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისაგან. კუნძულზე სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია (77 წელი), რაც განპირობებულია საკმაოდ კარგიჯანდაცვის სისტემით. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. ყოველ წელს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი 45000-ს უტოლდება, რაც ხშირ შემთხვევაში პროპაგანდის საგანი ხდება. კუბის ბევრ ხანდაზმულ მაცხოვრებელს ახსოვს სიღარიბე და უთანასწორობა კასტროების ხელისუფლებაში მოსვლამდე. შესაბამისად, ისინი, მიუხედავად ათწლეულობით განსაცდელში ცხოვრებისა, მაინც რევოლუციის ერთგულები რჩებიან. თუმცა, ახალგაზრდა თაობა, რომელიც სოციალისტური მიღწევებით გაიზარდა, როგორიცაა უნივერსალური განათლება და ჯანდაცვის სისტემა, უარყოფითად არის განწყობილი რეჟიმის მიმართ და მთავრობისგან ნაკლებ კონტროლს და მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას ითხოვს.

კუბა, მისი ეკონომიკა და კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბას მკაცრი სანქციები დაუწესა, და ამას დაემატა კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, რის გამოც ქვეყნის ტურიზმი საგრძნობლად შემცირდა, კუნძულის ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგოამრეობაში აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი საათობით პურის რიგში დგას. ქვეყნის სანაქებო ჯანდაცვის სისტემა გაიცვითა, რასაც მოსახლეობის ემიგრაცია მოჰყვა. კუნძულის მაცხოვრებლების არც თუ ისე მცირე რაოდენობა ქვეყნის დატოვებას ცდილობს, თუმცა ეს გადინების რიცხვი მაინც ნაკლებია 1980-90-იან წლებთან შედარებით.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კუბამ, ყველასათვის გასაკვირად, კორონავირუსითგამოწვეულ პანდემიას საკმაოდ კარგად გაუძლო. ოფიციალური მონაცემებით 11 მილიონი მოსახლეობიდან  591 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ რეგულაციებმა და შეზღუდვებმა ქვეყანას დიდი ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. შედეგად, კუნძულის მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საკვები, მედიკამენტები და ცხოვრებისთვის აუცილებელიპირობები, რაც მოსახლეობას კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს. ბევრ ადამიანს უწევს ყოველდღიურად ბრძოლა დღიდან დღემდე თავის გასატანად. 2021 წლის აპრილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობამ გამოაცხადა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო რეფორმები, გააუქმა ათწლეულების წინ შემუშავებული კანონები. მაგალითად, ზოგიერთი რეგულაციების მიხედვით ხალხს ეკრძალებოდა საკუთარი პირუტყვის დაკვლადა ძროხისა და რძის ნაწარმის გაყიდვა სახელმწიფო ნებართვის გარეშე. მაგრამ ახალი რეფორმების ფონზე ნაყოფიერი მიწების 50% მაინცდაუმუშავებელია და ქვეყნის საკვების 80% იმპორტით შემოდის.  

არსებული პრობლემების მიუხედავად, კუბას ბიოფარმაცევტული ინდუსტრია ფინალურ ფაზაში შევიდა, (ვაქცინებს პატრიოტული სახელები დაარქვეს. მაგალითად, მამბისა – პარტიზანული ჯგუფის საპატივცემულოდ, რომელიც იბრძოდა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლადმე-19 საუკუნეში). მთავრობას დიდი იმედი აქვს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 2021 წლის შემოდგომისთვის აცრილი იქნება და წლის ბოლოს ვაქცინის ექსპორტსაც დაიწყებს. თუ შემუშავებული პროგრამა წარმატებული გამოდგა, და ამის დიდი ალბათობაც არსებობს, რადგან მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ჯანდაცვის სისტემასა და ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, კუბა ლათინური ამერიკის რეგიონში ყველა სხვა მეზობელ ქვეყანას გადაუსწრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს მართავენ ვაქცინების მწარმოებლებთან ჩინეთსა და რუსეთში, ან დოზები შემოწირულობის სახით სხვადასხვა ქვეყნიდანმიიღეს. კუბას აქვს დიდი პერსპექტივა, მოიპოვოს რეგიონის მხსნელის სახელი და გამოიმუშავოს ფული კომერციული ვაქცინების ბაზრიდან.

სხვა გამოწვევები

გარდა პანდემიისა და ეკონომიკური პრობლემებისა, კუბა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეცდგას, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება მის ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ ბაიდენი შეცვლის ტრამპის პოლიტიკურ კურსს ჰავანასთან მიმართებაში და ნაწილობრივ მაინც განაახლებს ობამას წამოწყებულ ინიციატივას ვაშინგტონისა და ჰავანას ისტორიული დაახლოების შესახებ, რომელიც სავაჭრო ემბარგოს შემსუბუქებასა და ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების გააქტიურებასგულისხმობს, (ხსენებული შეზღუდვები უკავშირდება ტრამპის მიერ კუნძულის დადანაშაულებას ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერაში), ბაიდენმაშესაძლოა ამ საკითხში ბევრად უფრო დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს, ვიდრე ვარაუდობენ:

2021 წლის 16 აპრილს გამართულ კონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ კუბის მიმართ პოლიტიკის შეცვლა და დამატებითი ნაბიჯების გადადგმა არ არის პრეზიდენტის ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სიაში. მისი თქმით, პირველი გამოწვევა პანდემიასთან ბრძოლა, მიგრაცია და პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობების გამოსწორებაა. ახლა როცა ცივი ომი მიმდინაროებს ჩინეთთან, რასაც თან ახლავს რუსეთის მტრული დამოკიდებულება, პრიორიტეტი კუბას არ ენიჭება. დასავლეთ ნახევარსფეროში მთავარი გადასაჭრელი საკითხები მექსიკას, ჰონდურასს, ელ სალვადორსა და გვატემალას ეხება, ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების პირველწყაროს წარმოადგენენ სამხრეთ საზღვარზე; ასევე ბრაზილიას, ამაზონის აუზში წარმოქმნილი კლიმატური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ბაიდენის უპირველესი საქმეების ჩამონათვალში შედის.

შესაბამისად, ახალი გეოსტრაგეგიული დაძაბულობის წყაროები ჩნდება, რომელიც კუბას არ მოიცავს. ძმები კასტროები მსოფლიო ყურადღების ასპარეზს გამოეთიშნენ. კუნძულზე რევოლუციური მოძრაობა აღარ მიმდინარეობს. კუბა იქცა ქვეყნად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნულ გამოწვევებთან გამკლავება და არა – ყოფილ მისწრაფებებზე ფიქრი. კომუნისტური პარტიის ლოზუნგი, რომლითაც რაული კონგრესს დაემშვიდობა იყო „Somos continuidad” (ჩვენ ვართუწყვეტობა) და მართლაც, დღეს კუბა კვლავ ერთპარტიული სოციალისტური სახელმწიფოა, რომელიც უარს არ ამბობს რევოლუციურ პრინციპებსა და სოციალიზმზე. ის რჩება იმ სახელმწიფოთა სიაში, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს, თუმცასაბჭოთა კავშირის მფარველობის გარეშე არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-სა და მისიმოკავშირეებისთვის.

დასკვნა

მიგელ დიაზ-კანელის მიმართ შექმნილი დადებითი მოლოდინების მიუხედავად, დიდი ცვლილებები მისი ქვეყნის სათავეში მოსვლას არ მოჰყოლია. თუმცა ფაქტი, რომ უკვე რეჟიმის სათავეში კასტრო აღარარის, დიაზ-კანელს უფრო მეტი მანევრირების საშუალებას აძლევს. ფაქტობრივად, თაობების ცვლილებამ მმართველი პარტია განაახლა, რადგან კასტროს გვერდით მებრძოლმა რევოლუციონერებმა პარტია დატოვეს. თუ ამ რთულ სიტუაციას, რომელშიც კუბა იმყოფება, დავუმატებთ პანდემიით გამოწვეულ შედარებით დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, სხვა გამოსავალი არ არის, გარდა ცვილებების იმპლემენტაციისა. კუნძული საჭირო მარაგის ნაკლებობას განიცდის. ამასთანავე, პანდემია ხელს უშლის ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებლის მიღებას. თუ რაულ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის დროს რეფორმები მიმართული იყო რეჟიმის გაგრძელებისაკენ, ამჟამინდელი ცვლილებების განხორციელება საჭიროა რეჟიმის შესანარჩუნებლად. დღემდე კუბის მმართველი პარტია რეალობას მოკლებული იყო და სტრატეგიული გზებით სხვადასხვა საშუალებებს პოულობდა გადასარჩენად. დილემა გადაიჭრება სწორედ ამ რეალობის მართებულად გააზრებით. ეს კი აუცილებლად გულისხმობს დაგეგმილ ეკონომიკაზე უარის თქმას და ბაზრის გახსნას, რაც დემოკრატიულ განვითარებას მოიტანს. მაშასადამე, ჯერ კიდევ უცნობია, როგორ გაუმკლავდება ახალი თაობა ასეთ ცვლილებებს, რის გამოც კუბა კვლავ გაურკვეველი მომავლის წინაშე იმყოფება.

თეკლა ბერიანიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s