პოლონეთის ჩრდილოური ალიანსი

ბალტიის ზღვა ყოველთვის წარმოადგენდა ერთის მხრივ შესაძლო ურთიერთანამშრომლობის, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტის წყაროს. ისტორიულად ბალტიის ზღვის აუზი არამხოლოდ ქარვიზ უზარმაზარ დეპოზიტს უზიარებდა მკვიდრ მოსახლეობას, არამედ ქმნიდა სანაოსნო ვაჭრობისა თუ ინტელექტუალური იდეების გაცვლის შესაძლებლობას. აღნიშნული საზღვაო აკვატორიის ლოკალურ ტბად გადაქცევის მცდელობა შვედეთის, გერმანიისა და  რუსეთის იმპერიასაც არაერთხელ ჰქონია, თუმცა ყველა მათგანი მაინც საწყის პოზიციაზე დაბრუნებით დასრულდა. თუკი აკონტროლებ ბალტიის ზღვას არამხოლოდ სკანდინავიის დიდ ნაწილზე გაქვს კონტროლი, არამედ მთელს ჩრდილოეთ ევროპაზეც კი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა იმპერიის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა მოეპოვებინათ სრული კონტროლი ბალტიის ზღვარზე, მაინც იდეა დომინაციის შესახებ არსად გამქრალა.

ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრი სახელმწიფოები არ არიან. მიუხედავად დე-ფაქტო ნეიტრალიტეტისა რუსეთი მათ როგორც სუსტ რგოლს ისე აღიქვამს და მათ საჰაერო თუ საზღვაო სივრცესაც არღვევს. სტოკჰოლმთან რუსული წყალქვეშა ხომალდების გამოჩენა არამხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს, არამედ რამდენიმე წლის წინაც განხორციელდა. კრემლი ბალტიის ზღვას როგორც შესაძლებლობის ფანჯარას ისე აღიქვამს. სწორედ ამ სივრცეში ჩნდება პოლონეთი, რომლის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი მზარდია. ოფიციალურ ვარშავას არამხოლოდ აქვს შესაძლებლობების რიგი წყება არამედ ნება მათი გამოყენების შესახებ. სწორედ ამ ჭრილში ფინეთისა და შვედების ბუნებრივი დაახლოება პოლონეთთან ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

2018 წელს აშშ-ს ინიციატივით ვარშავაში გაიმართა სამმხირივი სამიტი ბალტიის ზღვის უსაფრთხოების შესახებ. სამიტზე ყველაზე მწვავედ სისწრაფის პრობლემა განიხილეს – რამდენად მობილურად შეუძლია ნატოს გასცეს პასუხი ბალტიის ზღვის ქვეყნებში რუსულ საფრთხეებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან, ხოლო ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მცირე სამხედრო კონტინგენტით გამოირჩევიან ნატოს უნდა შესწევდეს უნარი სწრაფად გადაისროლოს სამხედო დანაყოფები მათ დასაცავად. საკვანძო ქვეყანა სწორედ პოლონეთია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ უკანასკნელს არამხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ნებაც გააჩნია დაიცვას ნატოს აღმოსავლეთ საზღვრები თუ მოკავშირე სახელმწიფოები.

პოლონეთის როლი ევროკავშირის ბალტიის ზღვის ქვეყნების განვითარების სტრატეტიაში (EUSBSR) კრიტიკულია. დოკუმენტის მიხედვით მნიშვნელოვანია განხორცილედეს ინფრასტრუქტურილი და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ქვეყნების ეკონომოკურ ურთიერთდამოკიდებულებასა და სტაბილურობას გაზრდის. სტრატეგიის ფარგლებში თუ მის მიღმა პოლონეთი შვედეთთან როგორც ენერგოპოლიტიკის ისე სავაჭრო თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა არსებობს დანიასთან მიმართებითაც. მხოლოდ შვედეთთან ორმხრივი წლიური ვაჭრობა 9 მილიარდ ამერიკულ დოლარამდეა. ინტენსიურია ვაჭრობა ნორვეგიასთან მიმართებითაც, რომლიდანაც ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება. სკანდინავიასა და პოლონეთს შორის არსებობს სპეციალური სავაჭრო პალატაც (SPCC), რომელიც დიდწილად პასუხისმგებელია რეგიონულ დაახლოებასა და განვითარებაზე. პოლონეთის მზრდი ეკონომიკური როლი შეინიშნება ნორდიკულ-ბალტიუს ჯგუფშიც (Nordic–Baltic Cooperation), რომელშიც პოლონეთი, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის წევრი სახელმწიფოდან პერმანენტულად დამკვირვებლის როლშია წარმოადგენილი.  

თუმცა ევროკავშირის გაცხადებული მიზანი მხოლოდ ეკონომიკურით არ შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი ევროკავშირის უსაფრთხოების კომპონენტზეც, ნატოს მიღმა. ეს კი პოლონეთისათვის გარკვეულ შესაძლებლობაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ნატოს ალიანსის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წევრია, თუკი ევროკავშირს სურს სამხედრო კომპონენტის ჩამოყალიბება და გაძლიერება ეს არამხოლოდ საფრანგეთ-გერმანიის ხარჯზე არამედ პოლონეთის ინტენსიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს, რადგან ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მისი სამხედრო პოტენციალის როლი გამორჩეულია, მით უფრო ბალტიის ზღვის აუზში.

საგარეო თუ საშინაო გამოწვევების ფონზე სკანდინავიისა და პოლონეთის დაახლოება სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, რომელსაც სამომავლოდ კიდევ ერთი ორგანიზაცია – სამი ზღვის ინიციატივა – უმაგრებს ზურგს. ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნებსშორის თანამშრომლობის ღერძი სწორედ ოფიციალურ ვარშავაზე გადის, რომლის მხარდმჭერებიც ოფიციალურ ვაშინგტონშიც მრავლად არიან. ყოველივე ეს კი პოლონეთის ჩრდილოურ ალიანსს მძლავრსა და მაღალპოტენციურს ხდის.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s