
ვინ იყო ვიტოლდ პილეცკი? ჯარისკაცი და პოლონეთში ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგობრივი მოძრაობის წევრი. პილეცკი პოლონეთისა და ევროპის ისტორიაში შევიდა, რადგან მან წარმოუდგენლად რთულ დავალებას გაართვა თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SS-ის ნებაყოფლობითი ტყვე გახდა, ნაცისტების მიერ მართულ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში შეაღწია და ინფორმაცია მოიპოვა იქ არსებული ვითარების შესახებ.
პილეცკი მაშინვე მიხვდა, რომ აუშვიცი ჩვეულებრივი ციხე არ იყო. “საბოლოო გადაწყვეტის” საშინელი აქტის მიღება (ებრაული მოსახლეობის სისტემური განადგურების კონცეფცია, რომელიც მესამე რაიხმა 1941 წელს შეიმუშავა) მას არაორდინალური ქმედებებისაკენ უბიძგა: გაქცევა, დასავლეთ ევროპაში ჩასვლა და მოკავშირეთა ინფორმირება იმ ადგილას ჩადენილი დანაშაულებების შესახებ.
ხანგრძლივი კვლევებისა და არქივში ჩაკარგული საიდუმლო დოკუმენტების საშუალებით, ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯეკ ფეირვეზერმა თავის ისტორიულ რომანში – “მოხალისე: აუშვიცში შეღწეული გმირის ნამდვილი ამბავი” – პილეცკის ცხოვრების აღწერით II მსოფლიო ომის ერთერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენა გაგვახსენა. თუმცა, პილეცკის მისიის ტრაგიკული დასასრული აუშვიცში არ დამდგარა …
1940 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელობის ნებართვით, პილეცკიმ გესტაპოს დააპატიმრებინა თავი. იგი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანს, სადაც მან წინააღმდეგობის ქსელი შექმნა და ყოვლისმომცველი ანგარიში მოამზადა ბანაკში არსებული ვითარების შესახებ. კაპიტანმა ვიტოლდ პილეცკიმ იქ თითქმის 10000 დღე გაატარა.
1943 წლის 26-27 აპრილის ღამეს მან ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. შემოდგომაზე მან ლონდონში გაგზავნა დეტალური ანგარიში იმ ყველაფრის შესახებ, რაც იქ ნახა (Report W ან Teren S) და აღწერა იძულებითი შრომა, შიმშილი, სადისტური დასჯის მეთოდები ებრაელთა დევნა, არაადამიანური პირობები … მაგრამ პილეცკის ეს მოხსენება ბრიტანეთის მთავრობის ყურადღების მიღმა დარჩა.
1944 წლიდან, პილეცკი უკვე ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა. ომის ბოლოს კი იტალიაში დისლოცირებულ გენერალ ვლადისლავ ანდერსს შეუერთდა, რომელიც ნახევარკუნძულის გათავისუფლებისას, პოლონურ სამხედრო კორპუსს ხელმძღვანელობდა, ბრიტანელ და ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად. ამის შემდეგ, პილეცკის შესახებ ინფორმაცია ქრება ოფიციალური წყაროებიდან.
მხოლოდ 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავაში სახელმწიფო არქივის გახსნის წყალობით, აკადემიკოსი ადამ ცირა და ვიტოლდის ვაჟი – ანდჟეი წვდომის მოპოვებას ახერხებენ იმ მასალებზე, რომელშიც პილეცკის შესახებ უამრავი მოხსენება ინახებოდა: მისი ყოფა 1943–1944 წლებში, ცხოვრების პირველი წლების ბიოგრაფია, დამატებითი შენიშვნები, დაკითხვების ოქმები და დაშიფრული ცნობების გაშიფვრის ძირითადი გასაღები. ამრიგად, ცირამ კაპიტან პილეცკის პირველი ბიოგრაფია გამოაქვეყნა, რისი წყალობითაც, უკვე მთელმა პოლონურმა საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, თუ რა გააკეთა ამ ადამიანმა. ძალიან მალევე პოლონეთის სახელმწიფომ პილეცკის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვიტოლდ პილეცკის ცხოვრების შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი ჯეკ ფეირვეზერს ეკუთვნის. მან არამარტო გააცნო ეს ადამიანი მსოფლიო საზოგადოებას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ხაზი გაუსვა აუშვიცის როლს ჰოლოკოსტის კუთხით, რომელიც “ადამიანთა მიერ ჩადენილი საშინელებების უდიდეს სცენას წარმოადგენდა”.
ერთი ტოტალიტარიზმიდან მეორეში. პილეცკი მუდამ თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ნაცისტური უღლისგან გათავისუფლებაში შეუწყო ხელი, უყოყმანოდ დაბრუნდა პოლონეთში – ქვეყანაში, რომელიც უკვე საბჭოთა კავშირის ძალადობრივ მარწუხებში იყო მოქცეული და მიუხედავად პატრიოტული მოძრაობის წევრთა სისტემური დევნისა, Armia Krajowa-ს შეუერთდა (ეროვნული არმია, ან პოლონეთის მთავარი წინააღმდეგობრივი მოძრაობა), რათა ქვეყანაში კომუნისტური დიქტატისათვის შეეშალა ხელი.
უსაფრთხოების სამსახურებში შეღწევის შემდეგ, მან ლეგიტიმურ, დევნილობაში მყოფ მთავრობას რამდენიმე ანგარიში გაუგზავნა. როდესაც მისი ვინაობა დაადგინეს, იტალიაში შესთავაზეს გაქცევა. მაგრამ პოლონეთში მას მეუღლე და ორი შვილი ანდჟეი და ზოფია ჰყავდა.
ცოტა ხნის შემდეგ იგი დააპატიმრეს და იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გაასამართლეს და წინასწარ დაწერილი განაჩენი გამოუტანეს – დახვრეტა. ვიტოლდ პილეცკი ვარშავის ციხის საკანში, 1948 წლის 25 მაისს მოკლეს კომუნისტებმა. ცხედარი საიდუმლო ადგილას დაკრძალეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ მისი სახელი დავიწყებას მისცემოდა. 1948-1989 წლებში, პილეცკის ხსენება ციხით, დევნითა და არაერთი მძიმე სამართლებრივი სანქციით ისჯებოდა.
საბედნიეროდ, 1990 წელს ვიტოლდ პილეცკი სრული რეაბილიტაცია მოხდა და ისტორიაში მისი სახელი ჯეროვნად დაფიქსირდა.
ამ მნიშვნელოვან დღეს პილეცკის მეუღლე და ორივე შვილი მოესწრნენ.
“ევროპარლამენტის 2019 წლის 19 სექტემბრის რეზოლუცია ევროპული ხსოვნის მნიშვნელობის შესახებ” თითოეულ წევრ სახელმწიფოს რეკომენდაციას უწევს, რომ პილეცკის ხსოვნის დღე – 25 მაისი – ტოტალიტარიანიზმთან მებრძოლ გმირთა დღედ აღნიშნონ.
პაულო ბენტუ
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.
Witold Pilecki – Voluntary Inmate of Auschwitz

Who was Witold Pilecki? He was a soldier and a member of the Resistance to the Nazi occupation of Poland. He went down in history for having accomplished an extraordinary feat: having volunteered for a very high-risk mission. In other words, he was captured by the SS (Schutzstaffel) for entering the infamous Nazi concentration camp of Auschwitz, and gathering as much information as he could about what was going on there.
Once, inside the camp, Pilecki realizes that this is no ordinary prison. The horror of the Final Solution (the systematic extermination of the Jewish population decided by the Third Reich in 1941) pushedhim to try everything: to escape, reach Western Europe and inform the Allies of the monstrosities that took place in that place.
Through journals, testimonies and documents long secreted, the English journalist Jack Fairweather in the historical novel “The Volunteer: The True Story of the Resistance Hero Who Infiltrated Auschwitz” has reconstructed one of the most shocking events of the Second World War. However, the tragic end of Pilecki’s mission was not decided at Auschwitz, but …
In September 1940, with the permission of his superiors, Pilecki was arrested by the Gestapo and was interned in the Auschwitz concentration camp to organize a resistance network there and send a report on the situation in the camp. He stayed there for almost a thousand days.
On the night of 26/27 April, 1943, he adventurously managed to escape. In the autumn he sent a detailed report to London on everything he had seen (Report W or Report Teren S). He talked about forced labor, insufficient food, sadistic punishment, and persecution of Jews. However, the British government did not move.
In 1944 Pilecki participated in the Warsaw Uprising. At the end of the war, in 1945, he joined General Wladysław Anders (the protagonist of the liberation in the peninsula together with the British and American armies) in Italy who commanded the Polish Corps.
Only in 1989, with the collapse of the Soviet Union and the reopening of the State Archives in Warsaw, did academician Adam Cyra and Witold’s son – Andrzej (60 years old) gain access to the leather briefcase that contained all the reports of Pilecki, written in 1943-1944, the biography of his first years of life, the additional notes, the interrogations, and the fundamental key to decrypt the encrypted references. Thus, it was that Adam Cyra published Witold’s first biography and the public opinion of his country. It was known what he had done and Poland awarded him posthumous recognition as a national hero.
As I mentioned above, another work dedicated to the life of Witold Pilecki was written by Jack Fairweather. He not only made known the story of this hero but above all, it helped to better understand the role played by Auschwitz in the Holocaust “and for having been the scene of the greatest horrors ever perpetrated by man”.
From one totalitarianism to another. Pilecki was always the fighter for the freedom and independence of his country, he was never afraid to fight, at any cost. After having helped to free his country from the Nazi yoke, he did not hesitate to return to Poland, subjected to a violent process of Sovietization, with systematic arrests, imprisonment, shootings, and deportations of the Polish resisters of the various patriotic movements, and above all of the adherents to the Armia Krajowa (the National Army, or the main Polish resistance movement to the occupation of Nazi Germany) as a volunteer to avoid the dismantling of the resistance which, already anti-Nazi, had now become anti-communist.
After infiltrating the security services, he sent several reports to the legitimate government. When his fictitious identities were discovered he was ordered to return to Italy. But in Poland he had his wife and two children Andrzej and Zofia: He asked for permission to stay in the country and obtained it.
He was arrested shortly after and tried in a mock trial, manipulated and with the outcome already written: the sentence was a death sentence. He was executed with a shot in the back of the head in a Warsaw prison cell on May 25, 1948: his body was buried in a secret place.
From 1948 to 1989, information regarding Witold Pilecki’s activity was censored.
After the fall of the Berlin Wall, Pilecki was rehabilitated in 1990. Luckily, his wife and 2 kids had the privilege to see Witold’s rehabilitation personally.
The “European Parliament Resolution of 19 September 2019 on the importance of European remembrance for the future of Europe” asks all member states to celebrate the memory of Pilecki, a hero who opposed all kinds of totalitarianism, on 25th May every year.
Paulo Bentu
The opinions and conclusions expressed are those of the author and do not necessarily reflect the views of The Embassy of the Republic of Poland in Tbilisi or The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.
