
ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა, 44 დღეში, 10 ნოემბერს, აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ხელი მოაწერა ე.წ კაპიტულაციის აქტს, რომლის თანახმადაც ოფიციალურმა ბაქომ 26 წლის შემდეგ კონტროლი აღადგინა მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ 7 ოკუპირებულ აზერბაიჯანულ რაიონზე, აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტსა და ქალაქზე, როგორიცაა ჰადრუტი და შუშა. სამხედრო დაპირისპირებაში მიღწეული შედეგის თანახმად, აზერბაიჯანს შესაძლებლობა ექნება ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი იმ მიწებზე დააბრუნოს, სადაც ისინი 27-28 წლის წინ ცხოვრობდნენ.
ამ გამარჯვებით აზერბაიჯანმა …
ოთარ კონჯარია