
2020 წლის 17–20 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივი სამიტი გაიმართა. ეს იყო ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების პირველი უშუალო შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. სახელმწიფოები 2021–2027 წლების ბიუჯეტსა და COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტს ამტკიცებდნენ.
ეკონომიკური სტიმულირების გეგმის დამტკიცებაზე დისკუსია დღემდე აქტუალურია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან კონკრეტულ საკითხებზე, რის გამოც გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გადანაწილების პროცესი ჭიანურდება. ამ სტატიის მიზანია აღნიშნული პაკეტის ციფრობრივი მიმოხილვა და იმ პოტენციური ღირებულებითი წილის ანალიზი, რომელსაც პოლონეთი ევროკავშირისგან მიიღებს.
ისტორიული სამიტის დასაწყისში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, 1,075 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი წარადგინა, რაც გასული წლების ბიუჯეტზე ბევრად ნაკლები იყო. ამის მიზეზი უმსხვილესი შემომტანის, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება გახდა.
ევროპული გაერთიანება, და ზოგადად ევროპა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ვარდნამ რთული გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დააყენა. სამიტზე ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, მათ მიერ დამტკიცებული ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ისე გადანაწილებულიყო, რომ ევროპის ქვეყნები შედარებით „უმტკივნეულოდ“ გამოეყვანა კრიზისიდან. სწორედ ამიტომ, რეგულარული ბიუჯეტის გარდა, შექმნეს აღდგენა–დახმარების ფონდი 750 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა ვირუსით ძლიერ დაზარალებული სახელმწიფოებისთვის.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 750 მილიარდიანი ფონდიდან 390 მილიარდი ევრო გრანტებს უნდა მოხმარებოდა, ხოლო 360 მილიარდი ევრო კრედიტების სახით გაიცემოდა ევროპული სახელმწიფოებისთვის. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევდა დავალიანების უფრო მეტად გაზრდას და მორიგ ფინანსურ კრიზისს დაუდებდა სათავეს.
პრობლემის სიღრმისეულად გაანალიზებისა და ევროსაბჭოს წამომადგენლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 1,8 ტრილიონი ევროს ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც წამყვანი ქვეყნების მოთხოვნით, კორონავირუსთან ბრძოლის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისცემას. იგულისხმება: სასამართლოს თავისუფლება, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვა.
სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოსა და რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში, დაახლოებით 139 მილიარდ ევროს სუბსიდიების, ხოლო 34 მილიარდ ევროს სესხის სახით მიიღებდა პოსტპანდემიის აღდგენა–დახმარების ეკონომიკური პაკეტიდან.
პოლონეთის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის გამოთვლით, თუ ეს მთლიანი თანხა კონვერტირდება პოლონური ფულის ერთეულში– ზლოტებში – მივიღებთ შემდეგ მაჩვენებლებს– 776 მილიარდი ზლოტი, მათ შორის 523 მილიარდი ზლოტი სუბსიდიების, ხოლო 153 მილიარდი ზლოტი დაბალპროცენტიანი სესხების სახით.
მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით პოლონეთი 124 მილიარდ ევროზე მეტ სუბსიდიას მიიღებს 160 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებთან ერთად მიმდინარე კურსის გათვალისწინებით.
პოლონეთი ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ყველაზე დიდი ბენეფიციარი გახდება და 66.8 მილიარდ ევროს მიიღებს. სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განკუთვნილი თანხებიდან პოლონეთს დამატებით 28.5 მილიარდ ევროს გადასცემენ. ის ასევე გარდამავლი ფონდის უმსხვილესი ბენეფიციარის სტატუსით ისარგებლებს და საერთო თანხიდან 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს.
სამიტზე ამ და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. დღის წესრიგში დგას მრავალი პრობლემის განხილვა, თუმცა ანგელა მერკელის მითითებით, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა და შემდეგ სხვა რიგ დეტალებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. გარკვეულწილად, ამ პოზიციის დაფიქსირებით ევროპის წამყვანი ქვეყნები აცხადებენ მზაობას, დროებით გვერდზე გადადონ პოლიტიკური საკითხები, ფოკუსირდნენ ეკონომიკურ კრიზისზე და შეინარჩუნონ ერთიანობა.
ევროკავშირის ივლისის სამიტზე ყურადღების მიღმა არც საგარეო პოლიტიკის საკითხები დარჩენილა. მიღებული გადაწყვეტილებით, მათ დასახმარებლად 120 მილიარდი ევრო გამოიყოფა. აქედან, 13 მილიარდი ბალკანეთის ქვეყნებზე გაიცემა. დაახლოებით 10–15 მილიარდი გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის , ხოლო მთელი თანხის უდიდესი ნაწილი ჩაიდება ეკონომიკურ პაკეტში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაზე საჭიროების შესაბამისად გადანაწილდება.
ანა მიქაია
უმცროსი მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.
EU Summit: COVID-19 Recovery Package for Poland

The longest EU summit was held in Brussels on July 17-20, 2020. It was the first in-person meeting of the leaders of European states during COVID-19 pandemic. They have reached a breakthrough agreement on a massive joint recovery package to cushion the economic fallout from the coronavirus pandemic.
The discussions on approving the economic stimulus plan is still relevant. EU members are unable to agree on specific issues, which delays the redistribution process. The purpose of this article is to provide a digital overview of this recovery package and to analyze the potential expectations that Poland will receive from the EU.
Initially, President of the European Council Charles Michel presented a budget of 1,075 trillion euro which was less than the budget of the previous years.
After the bitter discussions over the seven-year plan of EU “marathon”, leaders reached a landmark 1,82 trillion euro budget and COVID-19 recovery package, which includes jointly borrowing a 750 billion euro recovery fund to be shared as grants and loans.
The recovery plan includes 390 billion euro worth of grants and 360 billion euro worth of loans due to a compromise with the so-called frugal five countries – Austria, Finland, Sweden, Denmark and the Netherlands.
Furthermore, the main requirement with the EU countries was to uphold and follow the principles of the Rule of Law: the independence of the judiciary, protection of democratic values, fundamental human rights and freedom of the media.
According to the agreement, Poland will be able to receive from the EU budget, i.e. under the Multiannual Financial Framework and the European Facility for Reconstruction, approximately EUR 139 billion in the form of subsidies and EUR 34 billion in loans.
Converted into PLN – as the Prime Minister’s Office calculates – this means that Poland will be able to benefit from over PLN 776 billion in support (in current prices), including PLN 523 billion in the form of subsidies and PLN 153 billion in the form of low-interest loans.
According to Mateusz Morawiecki, the EU agreement gives Poland over EUR 124 billion as direct subsidies, and together with privileged loans, EUR 160 billion in current prices.
As the Chancellery of the Prime Minister also noted Poland will be the largest beneficiary of the Cohesion Policy in the EU and will receive EUR 66.8 billion. Additional funds from the cohesion policy in response to the crisis are estimated at EUR 3 billion, and funds from the Common Agricultural Policy for Poland amount to EUR 28.5 billion. According to the Chancellery of the Prime Minister, Poland will also be the largest beneficiary of the Just Transition Fund and will receive EUR 3.5 billion on this account.
The summit talks concerned the negotiations of the European Union’s multi-annual budget for 2021-2027 and the European Facility for Reconstruction.
In the last meeting, Angela Merkel restated that the EU’s priority is to reach an agreement on the budget and then to solve problems related to the politics. European countries declared their readiness to temporarily put aside political issues and focus on the economic crisis and maintain unity.
Ana Mikaia
Junior Fellow
The opinions and conclusions expressed are those of the author and do not necessarily reflect the views of The Embassy of the Republic of Poland in Tbilisi or The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.