პოლონეთის ინტერესები ბალტიის ზღვის აუზში

2020 წლის 10 თებერვალს 100 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც პოლონელმა გენერალმა, იოზეფ ჰალერმა ქალაქ პუცკთან ბეჭედი გადააგდო გაყინულ ბალტიის ზღვაში, როგორც პოლონეთის ზღვაზე დაბრუნების, ანუ ე.წ. „ქორწინების“ აღსანიშნავად.

1793 წელი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ტრაგიკულია პოლონეთისათვის. რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ იგი მეორედ გაიყვეს და დაუკარგეს ზღვაზე გასასვლელი, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის დასასრულის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. თალასოკრატია, ანუ საზღვაო ძლიერ სახელმწიფოდ არსებობა, ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ სახელმწიფოს თავისუფლად და სწრაფად შეუძლია აწარმოოს საერთაშორისო ვაჭრობა, ჰქონდეს სახმელეთო ბლოკადისაგან თავის დაღწევის საშუალება და რიგ შემთხვევაში, განიხილოს ზღვა, როგორც თავდაცვის საშუალებაც კი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი სახელმწიფოდ ერთ ღამეში არ შექმნილა. რიგი ზავების, შეთანხმებებისა და შედარებით მცირე მასშტაბის სამხედრო მოქმედებების შემდეგ პოლონეთმა არათუ ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა, არამედ შეძლო ძლიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოდ ფორმირება, რომელსაც ე.წ. „ზღვათაშორისი“ (პოლ. Międzymorze) გეოპოლიტიკური ხედვაც კი ჰქონდა. აღნიშნული იდეის მიზანი პოლონეთის რეგიონალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება იყო, რომელსაც უნდა დაებალანსებინა, როგორც გერმანული, ისე რუსული ამბიციები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთის გასასვლელი ბალტიის ზღვაზე კიდევ უფრო გაიზარდა. დღევანდელ რეალობაში ბალტიის ზღვის აუზი პოლონეთისათვის ერთდროულად უმთავრეს შესაძლებლობასაც წარმოადგენს და გამოწვევასაც. ახლაც შესაძლებელია ბალტიის ზღვის გავლით პოლონური პოლიტიკური ამბიციების რეალიზება, ან პირიქით, მისი გავლით მომავალი საფრთხეების დანახვა.

უმთავრესი შესაძლებლობა ენერგეტიკაა. ბალტიის ზღვის აუზი განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ადგილზე უკვე განხორციელებულია სამი სხვადასხვა პროექტი, რომლებიც Bałtyk I, II და III-ის სახელითაა ცნობილი. პროექტი სუფთა ელექტროენერგიის მისაღებად ქარის ენერგიას იყენებს, რაც ენერგოდამოუკიდებლობისათვისაც მნიშვნელოვანია და გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ეფექტურია. მეტიც, ლიეტუვაც გეგმავს პოლონეთთან ერთად განახორციელოს მსგავსი პროექტი ბალტიის ზღვის ქარის გამოყენებით, რისთვისაც პოლონეთის აკვატორიის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ეს შემთხვევითი სულაც არაა, რადგან ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ჯერ კიდევ არ არიან მიბმულნი ევროპის საერთო ენერგოქსელზე (UCTE), თუმცა პოლონეთი ევროკავშირთან ერთად ცდილობს, შეცვალოს აღნიშნული მდგომარეობა, რითვისაც უკვე აშენდა LitPol Link, რომლის შედეგადაც ლიეტუვა დაუკავშირდა პოლონეთის ენერგოქსელს.

მეორე უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დაკავშირებულია ნორვეგიასა და მისი გაზის რესურსებთან. თუკი ახლა პოლონეთი, უმეტესწილად,დამოკიდებულია რუსულ გაზსა და მის არცთუ ისე სამართლიანდამოკიდებულებაზე პოლონეთთან მიმართებით, რაც გაზის ტარიფების პოლიტირებაშიც გამოიხატება, 2022 წლის ბოლოსათვის ყოველივე ეს შეიცვლება. 2020 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იწყება სამუშაოები, რათა ნორვეგიული გაზი, დანიისა და ბალტიის ზღვის გავლით,პოლონეთს მიეწოდოს. აღნიშნული პროექტის დასრულება პოლონეთის ენერგოდამოუკიდებლობისაკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი იქნება, რაც რეგიონში კიდევ უფრო შეცვლის ძალთა ბალანსს.

მესამე აღსანიშნავი შესაძლებლობა დაკავშირებულია „სამი ზღვის ინიციატივასთან“, რომელშიც ევროკავშირის თორმეტი სახელმწიფოა გაწევრიანებული და სამი ზღვის: ბალტიის, შავი და ადრიატიკის – აკვატორიას მოიცავს. აღნიშნული ერთობა აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული ფინანსური, ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ სავაჭრო საკითხების ერთობლივ მოგვარებასა და კოოპერაციას გულისხმობს. 2017 წელს ვარშავის სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ესწრებოდა. ინიციატივის უმთავრესი პროექტები დაკავშირებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, რომელიც Via Carpathia-ს სახელითაა ცნობილი და თხევადი გაზის (LNG) ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი პირობების გამართვასაც მოიცავს.

ბალტიის ზღვა დაკავშირებულია გამოწვევებთანაც. რუსეთი, რომელიც 1946 წლიდან დე იურედაც აკონტროლებს ყოფილ გერმანულ ანკლავ კალინინგრადს (გერმ. კონიგსბერგს), უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის ბალტიის ზღვის ყველა სახელმწიფოს. ანკლავი, რომლის მოსახლეობა მილიონს აღწევს, მნიშვნელოვანი გასამხედროებული მხარეა ევროკავშირის ქვეყნებსა და ბალტიის ზღვას შორის. გარდა იმისა, რომ რეგიონში განთავსებულია ისკანდერის ტიპის სარაკეტო არსენალი და არსებული წყალქვეშა სანაოსნო ფლოტი ძალის დემონსტრირების მნიშვნელოვანი საშუალებაა, ყოველ ოთხ წელიწადში გამართული სამეხდრო წვრთნები, სახელად – „ზაპადი“, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო იღებს მონანწილეობას, კიდევ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბალტიის ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებას. მეტიც, თუკი აქამდე შვედეთი და ფინეთი მაქსიმალურად ცდილობდნენ დაბალანსებული ურთიერთობები შეენარჩუნებინათ ნატოსა და რუსეთს შორის, რუსული საფრთხის ზრდის, საჰაერო სივრცეების პერიოდული დარღვევისა და რუსული წყალქვეშა გემის სტოქლოლმის სანაპიროსთან გამოჩენის შემდეგ ორივე სახელმწიფო იაზრებს ბალტიის ზღვაში კრემლიდან მომავალ მუქარას. სწორედ ამიტომ, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორი სწორედ პოლონეთია, რომელსაც სამხედრო-პოლიტიკური რესურსები და საერთაშორისო კავშირები აქვს იმისათვის, რომ აირიდოს რუსული პოტენციური აგრესია.

დაბოლოს, რუსეთიდან მომავალი ჩრდილოეთის ნაკადი I და ჩრდილოეთის ნაკადი II, რომლებიც ბალტიის ზღვის გავლით უკავშირდება გერმანიას, უსაფრთხოების თვალსზრისით, როგორც პოლონეთის, ისე მეზობელი სხვა სახელმწიფოებისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან რეალპოლიტიკის მიხედვით, ენერგეტიკა და პოლიტიკა ერთმანეთისაგან კარდინალურად არ განსხვავდება და ეს კარგად ესმით მოსკოვშიცა და ვარშავარშიც. სწორედ ამიტომ, პოლონეთი ერთ-ერთი უმთავრესია, რომელიც არ ემხრობა რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულ ევროკაშირს და ცდილობს, ალტერნატიული ენერგიის წყაროები მოიძიოს, რომლებიც როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Polish Interests in the Baltic Sea Basin

On February 10, 2020, 100 years passed since Polish General Józef Haller threw a ring into the frozen Baltic Sea near the town of Puck as a Poland’s symbolic return to the sea. The event is also known and celebrated as “Marriage”.

The year 1793 is the politically tragic date for Poland. Russia, Prussia and Austria split it a second time and lost access to the sea, which could be considered the beginning of the end for any state. Thalassocracy, or the existence of a strong naval state, is a kind of guarantee that the state can trade internationally freely and quickly, which has the means to escape the land blockade, and in some cases, even considers the sea as a means of defence.

After World War I, Poland’s state and borders were not created overnight. After a series of truces, agreements and relatively small-scale military operations, Poland not only gained access to the sea but also managed to form a strong Central and Eastern European state, which had a policy to de facto control corridor between Baltic and Black sea region or of Intermarium (Międzymorze in Polish). The aim behind the idea was to establish Poland as a regional state, which was to balance both German and Russian ambitions.

After World War II, Poland’s access to the Baltic Sea increased even more significantly. In today’s reality, the Baltic Sea Basin is both a major opportunity and a challenge for Poland. It is still possible to realize Polish political aspirations across the Baltic Sea, or, conversely, to see future threats through it.

The main opportunity for Poland is energy. The Baltic Sea Basin is one of the major sources of renewable energy. Three different projects known as Bałtyk I, II and III have already been implemented on site. The project uses wind energy to get clean electricity, which is important for energy independence and in terms of environmental protection. Moreover, Lithuania plans to implement a similar project with Poland using the Polish Baltic Sea shores, significantly increases cooperation between the states. This is not a coincidence at all, as Lithuania, Latvia and Estonia are not yet fully connected to the Synchronous grid of Continental Europe (UCTE), although Poland is working with the EU to change the above-mentioned situation. Hence, LitPol Link has already been built in order to connect Lithuania to the Polish energy network.

The second important possibility is related to Norway and its natural gas resources. If currently Poland, for the most part, depends on Russian gas and its not-so-fair attitude towards official Warsaw, which is also reflected in the politicization of tariffs, by the end of 2022 all this will change. Under an agreement reached in 2020, work will begin to supply Norwegian gas to Poland via Denmark and the Baltic Sea. Completion of this project will be a giant step towards Poland’s energy independence from Russia, which will further change the balance of power in the region in favor to Warsaw.

The third notable possibility is the “Three Seas Initiative”, which includes twelve EU member states and covers three seas: the Baltic, the Black and the Adriatic. This unity implies the joint resolution and cooperation of financial, energy, economic or trade issues facing the countries of Eastern, Central and Southern Europe. US President Donald Trump also attended the 2017 Warsaw Summit. The main projects of the initiative are related to the arrangement of road infrastructure, known as Via Carpathia, and also include the maintenance of the necessary conditions for the transportation of liquefied natural gas (LNG).

The Baltic Sea is associated with challenges as well. Russia, which has had de jure control overthe former German enclave of Kaliningrad (königsberg in German) since 1946, poses significant security challenges to all Baltic states. The enclave, with a population of one million, is an important paramilitary site between EU countries and the Baltic Sea. In addition to the Iskander-type missile arsenal deployed in the region and the existing submarine navy, it is an important means of demonstrating force. Moreover, if so far Sweden and Finland have tried their best to maintain a balanced relationship between NATO and Russia, now both countries are considering a growing threat from the Kremlin in the Baltic Sea after periodic violations of their airspace and the appearance of a Russian submarine off the coast of Stockholm. That is why one of their closest and most reliable partners is Poland, which has the military and political resources and international ties to avert potential Russian aggression.

Finally, the Russo-German gas pipelines (the North Stream I and the North Stream II), which lieunder the Baltic Sea, may supply 110 billion cubic meters of gas to EU in the foreseeable future. It poses a serious security threat to both Poland and other neighbouring states. For the Kremlin, energy and politics are not different spheres of operation, and ways to achieve goals often depend on the exploitation of energy resources. This is well understood in Moscow and Warsaw as well. That is why Poland is one of the leading countries trying to reduce Russia’s energy influence in the EU and find alternative energy sources that will be vital for both Eastern and Western Europe.

Giorgi Koberidze
Senior Fellow

The opinions and conclusions expressed are those of the author and do not necessarily reflect the views of The Embassy of the Republic of Poland in Tbilisi or The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s