
2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა მთლინად შეცვალა რეგიონში არსებული წესრიგი. სამხედრო თვალსაზრისით აზერბაიჯანმა მოახერხა და აწარმოა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური ომი, რის შედეგადაც მარტო დარჩენილი ყარაბაღში ბაზირებული სომხური არმიის ნაწილი გაანადგურა, ხოლო სამხედრო-ტექნიკის დანაკარგების თვალსაზრისით უმძიმესი, ორ მილიარდამდე დოლარის ზარალი მიაყენა. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიკავეს არამხოლოდ ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის სამხრეთ ნაწილი და მისი ისტორიული ცენტრი ქალაქი შუშა, არამედ აიღეს ყარაბაღის ირგვლივ არსბული ოთხი რაიონული ცენტრიც, რომლებიც 1994 წელს მათ ოფიცილაური ბაქოს მიერ აღარ კონტროლირდებოდა. აზერბაიჯანულ არმიას შესამჩნევი წინსვლა ჰქონდა ჩრდილოეთის მიმართულებითც, სადაც ორი მნიშვნელოვანი ქალაქის, წყალსაცავისა და მთიანი ზოლის აღებაც განხორციელდა. მიუხედავად აშკარა სამხრედრო უპირატესობისა 10 ნოემბერს ცეცხლი ყარაბაღში შეწყდა, რამაც ახალი რეალობა შექმნა.
დაზავების შედეგად ჩამოყალიბდა რუსეთის სამხედრო ნაწილებისაგან შემდგარი სამშვიდობო მისია, რომელმაც ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი დაიკავა, ცენტრით სტეფანაკერტში. მათ უპრყიათ ლაჩინის დერეფანიც, რომლითაც ყარაბაღის დანარჩენ სომხეთთან დაკავშირება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სომხური არმია ყარაბაღის ირგვლივ არსებული ყველა აზერბაიჯანული რაიონიდან დეკემბრამდე უნდა გავიდეს, მათი დარჩენა თავად სტეფანაკეტრსა და მის ირგვლივ არსებულ ქალაქბში სრულიად შესაძლებელია, რადგან ამ ტერიტორიების კონტროლზე პასუხისმგებელი რუსეთია, რომელსაც შეთანხმებების სრულად შესრულების კარგი ისტორია არ აქვს. როგორც არ უნდა გადაწყეს სომხური სამხედროების დარჩენა-გაყვანის საკითხი სტეფანაკერტსა და მის ირგვლივ, მაინც, საბოლოოდ შედეგით ვიღებთ რუსულ დიდ სამხედრო ბაზას დე იურე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მიუხედავად პროგრამა მინიმუმისა და 26 წლიანი სტატუს კვოს ცვლილებისა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის გარდა ყარაბაღის ირგვლივ ყველა რაიონის დაკავება მოჰყვება, მაინც, ოფიციალურმა ბაქომ ვერ მოახერხა ყარაბაღის ტერიტორიის სრული დაბრუნება და მასზე კონტროლი დე ფაქტოდ რუსეთსა და სომხეთს გადასცა. ეს კი თამაშის წესებს კიდევ უფრო ცვლის, რადგან რუსული სამხედრო ბაზები და შესაბამისად პოლიტიკური ბერკეტები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გვხდება: საქართველოში – ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სომხეთში – ქალაქ გიუმრიში, ხოლო აზერბაიჯანში ყარაბაღსა და ლაჩნში. შედეგად, რუსულ ზეგავლენა მთელს რეგიონზე იზრდება და ქმნის ე.წ. რუსულ მშვიდობას (Pax Russica), რაც რეალური მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობისაგან შორს მდგომი ტერმინია. რაც რეალური მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობისაგან შორს მდგომი ტერმინია. თუკი სომხეთი ან აზერბაიჯანი შეეცდება რუსეთისაგან დამოუკიდებელი საგრეო პოლიტიკა აწარმოოს ან/და განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც არ იქნება კრემლისათვის მისაღები, რუსეთმა მშვიდობისმყოფელის სტატუსის ფარგლებში, შესაძლოა, წამოიწყოს ისეთი სამხედრო-პოლიტიკური მანევრი, რითაც ან სომხეთის დე-ფაქტო კონტროლს სტეფანაკერტსა და დარჩენილ ყარაბაღზე ან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სტატუსს შექუმნის საფრთხეს.
ამასთან რუსეთმა შექმნა პრეცედენტი, რომ ნებისმიერი სტატუსის ცვლილება და ომის დაწყება, მიმდინარეობა და შეწყვეტა სამხრეთ კავკასიურ კონფლიქტებში საბოლოოდ მაინც მასზე გადის. მთელი ომის განმავლობაში რუსეთთან კავშირზე იყო როგორც სომხური ისე აზერბაიჯანული მხარეც. კონფლიქტის ერთ ღამეში შეწყვეტა კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ოფიციალურ ერევანს ისე ბაქოს ექვსივე საბრძოლო კვირის განმავლობაში ოფიციალურ მოსკოვთან ჰქონდათ არამხოლოდ ღია, არედ ფარული კომუნიკაციაცა და მოლაპარაკებები. მოვლენების ასეთი განვითარება კი რუსული პოლიტიკური წონის ზრდაზე მიუთითებს.
გამარჯვებული ომის მიუხეადავად აზერბაიჯანმა ვერ მოახერხა ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. სტატუს კვოს ცვლილებით აზერბაიჯანი მოკლე დროში შესამჩნევ უპირატესობას აღწევს და ახერხებს კიდეც 1990-ანი წლების დამარცხებულის სტატუსის მოშორებას. ასევე სავარაუდოა, რომ ოფიციალური ბაქო მალე დაიწყებს მის კონტროლირებად ტერიტორიებზე, 600 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესს. გარდა ამისა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალები რეგიონში წამყვანი და მოდერნული ძალის სტატუსს იძენს. მიუხედავად შესამჩნევი წარმატებებისა აზერბაიჯანის დე ფაქტო კონტროლი ყარაბაღის მთელს ტერიტორიაზე ვერ განხორცილედა, რასაც რუსეთის სამხედრო ბაზების გაჩენაც ემატება. აღნიშნული რეალობა, სტრატეგიული თვალსაზრისით, პრობლემა, გამოწვევა და საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის გარკვეულწილად შეზღუდვაა იმ ქვეყნისათვის, რომელმაც ომი მოიგო.
კიდევ ერთი შესამჩნევი შედეგი ილჰამ ალიევის მთავრობის მხრიდან პოზიციების გამყარება და პოლიტიკური კონსოლიდაციის მიაღწევაა. საუბარი აზერბაიჯანულ პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე ხანგრძლივი დროით სრულდება. ამასთან აზერბაიჯანის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გაიზრდება თურქული ზეგავლენაც, რაც, ბოლო წლებში საგრძნობლად მზარდი გახლდათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას და მას შემდეგ თურქეთის გაზრდილი როლი, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოვა რუსულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში და ეს კარგად იცის ყველა აქტორმა.
სამხედრო თვალსაზრისით სომხეთი დამარცხდა. ქვეყნის შიგნით არსებული შეხედულება სომხური არმიის უძლეველობის შესახებ იცვალება, რასაც ხალხის უკმაყოფილება და გაბრაზება მოსდევს. სომხური დიასპორის ინვესტიცია, რომელიც ყარაბაღის აღმშენებლობას ხმარდებოდა ექვს კვირაში განადგურდა, ხოლო სომხური მოსახლეობით დასახლებული ყარაბაღის ტერიტორიების ნაწილი კი უშალოდ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა. სომხეთის სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად შემცირებულია, ისევე როგორც საბრძოლო მოტივაცია. ქვეყანას აუცილებლად მოუწევს გადაფასების პროცესის გავლა და დაფიქრება იმაზე, თუ ვინ არის მისი რეალური მოკავშირე და რა უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ომის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის როგორც უმთავრესი მოკავშირის და მთავარი დასაყრდენი აქტორის არსებობა არცთუ საიმედო და გონიერი გადაწყვეტილებაა, მით უფრო მაშინ, როდესაც კრემლის ინტერესები სრულიადაც არ მოიაზრებს რომელიმე სახელმწიფოსათვის ბრძოლასა და მის დაცვას. რამდენად მოხდება სომხეთში ამ ყველაფრის გადააზრება ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია იცვლება ერევანშიც. თუკი ნიკოლ ფაშინიანის რევოლუციური გზით მოსული მთავრობა და მისი მოდერნიზაციისა და დემოკრატიის პროექტი, გარკვეულწილად, რუსეთისაგან დამოუკიდებელი თამაშის იდეას უშვებდა, ახლა მისი პოზიციები კრიტიკულადაა შესუსტებული. ჯერ კიდევ უცნობია საერთოდაც მოახერხებს თუ არა ფაშინიანის მთავრობა ძალაუფლებაში დარჩენას.
მიუხედავად ომში მარცხისა სომხეთი მაინც ახერხებს და ინარჩუნებს მყიფე, მაგრამ გარკვეულ დე ფაქტო კონროლს ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ნაწილზე – ცენტრით სტეფანაკერტში. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე უარესი სცენარი სომხეთმა თავიდან აიცილა, რაც აზერბაიჯანში არსებული სომხური დასახლებული ტერიტორიების სრულად დაკარგვას მოასწავებდა. თუმცა ისიც ნათელია, რომ ომის შედეგად სომხეთის საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გახდება რუსეთზე დაქვემდებარებული. რა თქმა უნდა, 1990-ან წლებში გამარჯვებული ომის შემდეგ სამხედრო მარცხის აღიარება და გააზრება არცთუ ადვილი იქნება და შესაძლოა რევანშისტული ძალების კონსოლიდაციაც მოხდეს, მაგრამ ეს სცენარი მხოლოდ ქვეყნის შემდგომ დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი სომხეთის სიუნიქის პროვინციის გავლით ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა. თუკი ეს პუნქტი განხორციელდა და აზერბაიჯანმა დიდი ინევსტიციები ჩადო აღნიშნული გზის პროექტში მაშინ ამით ნახიჩივანამდე და შემდგომ თურქეთში მიმავალი გზა სიუნიქზე გაივლის, რაც საქართველოსათვის, როგორც ტრანზიტული სტატუსის მქონე სახელმწიფოსათვის, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით არასასურველი იქნება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნახიჩევანიდან თურქეთისაკენ მიმავალი ბეტონ-ასფალტის მაღალი გამტარობის გზა უკვე არსებობს და მისი გაფართოებაც შესაძლებელი იქნება, ეს კი სიუნიქზე გამავალი გზის მშენებლობის მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ და რა ფორმით გააკონტროლებს გზას ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის და იქნება თუ არა საბაჟოები მასზე, მაგრამ ფაქტია, რომ გზის სრული მასშტაბით დატვირთვა საქართველოს ინტერესებში ნაკლებად შევა.
თურქული პროდუქციის იმპორტი აზერბაიჯანში 2019 წლის მონამაცემების 1.65 მილიარდს აღწევს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება საქართველოს სახმელეთო თუ საჰაერო დერეფნით ხდებოდა. თუკი ამის დივერსიფიცირება მოხდა ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ წონას შეამიცრებს, თუმცა სრულიად ვერ შეცვლის და ვერც არსებულ გაზსადენსა თუ ნავთობსადენს შეუქმნის საფრთხეს, რომლებიც ევროპის ენერგო უსაფრთხოების ერთ-ერთ არტერიას წარმოადგენს.
ომის შემდგომ რეგიონში მხოლოდ საქართველოა ერთადერთი სახელმწიფო რომელსაც უცვლელად აქვს პრო-დასავლური და რუსეთისაგან დამოუკიდებელი კურსი. ის რაც რუსეთმა შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანში, ვერ გამოუვიდა საქართველოში – მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომისა კრემლმა ვერ შეძლო შავი ზღვის ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან ჩამოშორება. ეს საქართველოს რეგიონში დასავლურ შუქურად ქცევის პოტენციალზე მიუთითებს. ახლა ევროკაშირის სახელმწიფოებისა და აშშ-ს გააქტიურებაც მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში რუსული პოზიციების ზრდასთან ერთად საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა კიდევ უფრო საჭირო და ღირებული ხდება.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი