მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება და მისი მნიშვნელობა დღეს

წინა პლანზე მარცხნიდან მარჯვნივ იოხიმ რიბენტროპი, იოსებ სტალინი და ვიაჩესლავ მოლოტოვი
წყარო -Radio Free Europe / Radio Liberty

1939 წლის 17 სექტემბერს, როდესაც გერმანული ვერმახტის შეტევისაგან დასუსტებული პოლონური არმია ლვოვისა და ბრესტის მიმართულებით სტრატეგიულ სიღრმეში გადაჯგუფებასა და თავდაცვის ზღუდეების შექმნას ცდილობდა აღმოსავლეთის მხრიდან შემოიჭრა საბჭოთა არმია, რომელიც მიზეზად პოლონეთის ხელისუფლების კოლაფსსა და უკრაინელი და ბელარუსი მოსახლეობის დაცვას ასახელებდა. მათ არამხოლოდ გაანადგურეს პოლონური ქალაქები, არამედ მოსპეს გერმაული ვერმახტის წინააღმდეგ არსებული პოტენციური წინააღმდეგობის ნებისმიერი კერა და გზა გაუხსნეს ნაცისტურ ოკუპაციას. როდესაც ბრესტში ვერმახტი გამოჩდა არავინ ელოდა, რომ მათ რამდენიმე საათში საბჭოთა არმია ჩაანაცვლებდა და თანაც ტყვიის გასროლის გარეშე. თუკი ზოგიერთი ბელარუსი ან უკრაინელი საბჭოთა არმიის შემოსვლას სიხარულით შეხვდა, ეს იყო მხოლოდ დროებითი მოვლენა – საბჭოელები არც მათ დანდობას აპირებდნენ. სამაგიეროდ დაყავი და იბატონეს პრინციპი არც მაშინ იყო უცხო. როგორც ისტორიკოსი რობერტ მურჰაუსი აღნიშნავს საბჭოთა ჯარები ლვოვსა და ბრესტში ეთნიკურად არაპოლონელ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ნუ გეშინიათ ჩვენ პოლონური ფაშიზმის წინააღდეგ ვართ აქ შემოსულები და თქვენ დასაცავადო. ამ სიტყვებს საქმეც მოჰყვა თან – საბჭოთა ძალებს დანებებული ათიათასობით სამხედრო თუ სამოქალაქო პოლონელი მოქალაქე მომდევნო წლის აპრილ-მასში კატინის ტყეში დავხრიტეს და თანაც ისე, რომ 1990-ან წლებამდე აღნიშნულ აქტს საერთოდ უარყოფდნენ და გერმანელებს აბრალებდნენ.

2019 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს საბჭოთა თავდასხმას პოლონეთის წინააღმდეგ და მეტიც, ომის დაწყებისას საუბარში პოლონეთისაკენ იშვერს ბრალმდებელის ხელს. მისი მტკიცებით ნაცისტურ  გერმანიასთან მხოლოდ საბჭოთა კავშირი არ თანამშრომლობდა და მას შემდეგ რაც ყველა დათანხმდა გერმანიასთან კავშირს საბჭოელებმაც იგივე გადაწყვიტეს. აღნიშნული მოვლენა არამხოლოდ მცდარია არამედ დაფუძნებულია მიზანმიმართულ ტყუილზე. გერმანულ-საბჭოთა თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1922 წელს დაიწყო, როდესაც გაფორმდა რაპალოს ხელშეკრულება, რომელიც მიზნად პირველი მსოფლიო ომის შემდეგომ საერთაშორისო წესრიგის უარყოფაზე იყო დაფუძნებული. ანუ პრაქტიკულად წარმოადგენდა დეკლარირებულ მზაობას ერთობლივ მოქმედებაზე არსებული პოლიტიკური რეალობის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა 1926 წლის ბერლინის შეთანხმება, რაც ხუთწლიან ნეიტრალიტეტსა და ურთიერთანამშრომლობას გულისხმობდა. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ უჭერდა მხარს რაპალოს ხელშეკრულების პრინციპებს. მარამ განსაკუთრებული ინტენსიური კავშირი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის 1920-ნი წლების ბოლოდან დაიწყო, რაც დაემთხვა საბჭოთა მხირდან მიზანმიმართულ შიმშილს უკრაინაში, სადაც ჰოლოდომორის – უკრაინელთა გენოციდის – პერიოდში რამდენიმე მილიონი ადამიანი შიმშილით იქნა მოკლული. რას გულისხმობდა აღნიშნული თანამშრომლობა? ის ხორბალი და ქერი, რომელიც უკრაინელებისათვის იყო განკუთვნილი გერმანელებს ეგზავნებოდათ. და ეს პროცესი ცვლაბადი ინტენსივობით, მაგრამ მაინც გაგრძელდა არა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე, არამედ მას შემდეგაც, მეტიც,1941 წლის 22 ივნისამდეც კი, სწორედ იმ დღემდე სანამ საბჭოთა კავშირს ნაცისტური გერმანია დაესხა თავს. მაგრამ ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საბჭოთა რესურსებით დატვირთული მატარებელი გერმანიის ტერიტორიაზე შევიდა.

ნაცისტური პარტია და მისი ლიდერი ადოლფ ჰიტლერი დეკლარირებულად ანტიკომუნისტური ძალა იყო. მიუხედავად ამისა, ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თანამშრომლობა არასდროს შეწყვეტილა. გერმანული სამხედრო ძალების ნაწილის შეიარაღება, გადამზადება და აღჭურვა არამხოლოდ საბჭოთა კავშირის დახმარებით ხდებოდა, არამედ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც კი, სადაც შერეული წვრთნებიც კი ტარდებოდა.

1932 წელს საბჭოთა კავშირსა და პოლონეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მიერ იქნა დარღვეული სწორედ 1939 წლის 17 სექტემბერს. ეს ხელშრეკრულება იყო სწორედ ის, რასაც გაფორმების დღიდან უმიზნებდა როგორც ნაცისტური გერმანია, ისე საბჭოთა კავშირი. ეს უკანასკნელი პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ფინეთის დაკავებას რუსეთის იმპერიის დაშლის დღიდან ესწრაფვოდა და 1920 წელს უშუალოდაც სცადა, თუმცა პოლონელებმა არამხოლოდ მათი შეჩერება შეძლეს, არამედ ხანგრძლივი ზიანიც მიაყენეს საბჭოთა სამხედრო ძალებს.

ნაცისტური გერმანია პოლონეთს არანორმალურ წარმონაქმნად მიიჩნევდა და არამხოლოდ გერმანიის იმპერიის ტერიტორიის დაბრუნებას ესწრაფვოდა არამედ აღმოსავლეთისაკენ გაფართოების ოფიციალურ სურვილსაც გამოხატავდა. ადოლფ ჰიტლერი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხაზს უსვამდა აღმოსავლეთის პოლიტიკის აუცილებლობას.

ყველაფერი 1939 წლის 23 აგვისტოს დაგვირვინდა, მას შემდეგ რაც კონინგსბერგიდან აფრენილი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა. თვითმფრინავიდან გერმანული დელეგაცია გადმოვიდა, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოხიმ ფონ რიბენტროპი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებს საბჭოთა მხრიდან ვიაჩესლავ მოლოტოვი და თავად იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულება ფორმალურად თავდაუსხმელობას გულისხმობდა, თუმცა საიდუმლო მუხლები აღმოსავლეთ ევროპის დანაწილებას ისახავდა მიზნად – გერმანულ და საბჭოთა საოკუპაციო კონტროლის ზონებად. თუკი პოლონეთი შუაზე იყოფოდა, ბალტიისპირეთი და რუმინეთის ნაწილი საბჭოთა ხელში გადადიოდა. ასევე გზა იხსნებოდა საბჭოთა აგრესიისათვის ფინეთის წინააღდეგაც.

თავის მხრივ მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის განადგურებას ისახავდა მიზნად, არამედ ნაცისტური გერმანიის მხრიდან დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ გალაშქრებაზე თვალის დახუჭვასაც კი. სწორედ ეს შეთანხმება და 1939 წლის 28 სექტემბერს მისი დე-ფაქტო დაკავებული ტერიტორიების ფონზე შესწრება გახდა საფრუძველი ტოტალიტარული სახელმწიფოების მხრიდან განხორციელებული ტერორისა და ძალადობისა. ხელშეკრულების შემდეგ მხარეები არათუ განაგრძობდნენ ურთიერთანამშრომლობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ დონეზე, არამედ საბჭოთა NKVD და ნაცისტური გესტაპო პერიოდულად ხვდებოდა ერთმანეთს ინფორმაციის, ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გასაცვლელად, რამაც დაკავებულ ტერიტორიებზე ორმხირივი ტერორის საფუძველი შექმნა. მხარეებს შორის დაახლოება სამხედრო სფეროშიც შესამჩნევი იყო. 1941 წლის მაისში მოსკოვში გამართულ ღონისძიებებზე გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც კი ესწრებოდნენ და ინფორმაციის მიმოცვლით იყვნენ დაკავებულნი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღნიშნულ ხელშეკრულების მუხლებსა და აქტიურ ურთიერთანამშრომლობას საბჭოთა კავშირი მალავდა. 1990-ნი წლებიდან კი არქივები გაიხსნა და საბჭოთა კავშრის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებსა და ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობას ნათელი მოეფინა, თუმცა კრემლი დღემდე ცდილობს დაიტოვოს სივრცე ინტერპრეტაციისათვის. მეტიც, ვლადიმერ პუტინის აზრით გერმანიასთნ თანამშრომლობა „აუცილებელ ბოროტებას“ წარმოადგენდა, ხოლო პოლონეთი იყო არა მსხვერპლი, არამედ დამნაშვე, რომელმაც პროვოცირება მოახდინა როგორც საბჭოთა ისე გერმანული აგრესიისა. ყოველივე ამაზე საუბარი კი არამხოლოდ საშიში პრეცედენტია ისტორიისათვის, არმედ ქმნის საბჭოთა და ნაცისტრი აგრესიისათვის საფუძველს, რომელსაც დღემდე ჰყავს მხარდამჭერი იმ სახელმწიფოს სახით, რომელიც საკუთარ ახლო თუ შორეულ სამეზობლოში პერმანენტული აგრესიით გამოირჩევა.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s