კასპიის ზღვის ახალი სტატუსი და რუსეთის ინტერესები

C84C370F-C1CA-4F4B-9071-49CAB82A9FF5

კასპიის ზღვა – ეს ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რეგიონი საუკუნეების მანძილზე მის გარშემო განლაგებული სახელმწიფოებისა თუ იმპერიების მუდმივი დავის საგანი ხდებოდა. ჯერ იყო რუსეთის იმპერია და სპარსეთი ეცილებდნენ გავლენას, შემდგომ, საბჭოთა კავშირი და ირანი. კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ კი კასპიის ზღვის საკითხი აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის დღის წესრიგის აქტიური ელემენტი.

შესაძლოა, მე-18 საუკენში სულაც არ იცოდნენ, მაგრამ დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კასპიის ზღვა – ეს არის სპარესეთის ყურის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონი ბუნებრივი წიაღისეულით. შესაბამისად, არც მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღებაა გასაკვირი იქ განვითარებული მოვლენების მიმართ.

არსებულ ინტერესს ერთი-ორად ამძაფრებს რეგიონში რუსეთის ფაქტორი. მსოფლიო „ცივი ომის“ შემდეგ, რამდენად პოლარულია ეს სხვა თემაა, თუმცა ის, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ახლა უკვე ჩინეთისთვის, რუსეთის გავლენა კასპიის ზღვის რეგიონზე უმნიშვნელო საკითხი არ არის.

ამგვარი ზოგადი საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობისა და კასპიის მდიდარი წიაღისეულის გამო, დღიდან მოლაპარაკებების დაწყებისა, მსოფლიო ყურადღებას იმსახურებს.

1996 წელს დაწყებულ მოლაპარაკებას წერტილი 2018 წლის 12 აგვისტოს დაესვა. ამ დღეს ყაზახეთის საპორტო ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა კონვენციას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. არაერთი ექსპერტის აზრით, კონვენციამ ბევრი საკითხი გადაუჭრელი დატოვა, მიღებული გადაწყვეტილებები კი – ბუნდოვანი.

როგორც ლიდერების განცხადებები მეტყველებს, ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილია. აზერბაიჯანის ლიდერი საუბრობს თავისი ქვეყნისთვის უნიკალურ შესაძლებლობაზე ნავთობის ექსპორტის კუთხით. თურქმენეთის ხელისიფლებისთვის კი კონვენცია მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე ახალი შესაძლებლობების მატარებელია. კმაყოფილია ყაზახეთიც, მაგრამ იქ, სადაც რუსული ინტერესებია, სხვა პარალელური პროცესებიც მიმდინარეობს. ამიტომც, განვიხილოთ ის შედეგები, რაც კონვენციის შედეგად მივიღეთ:

პირველ რიგში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს საბოლოოდ გაირკვა, რომ კასპიის ზღვა არც ტბაა და არც ზღვა. იმ შემთხვევაში, თუ ის გამოცხადდებოდა ტბად მის რესურსებს ყველა მოსაზღვრე ქვეყანა თანაბრად გაიყოფდა. იმ შემთხვევაში თუ ის ზღვის სტატუსს მიიღებდა, მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს მასზე წვდომა/ძალაუფლება მხოლოდ ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრზე ექნებოდათ, დანარჩენ შემთხვევაში კი სტანდარტული საზღვაო პროტოკოლი გავრცელდებოდა.

ასეთი გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას ყველა ქვეყნისთვის მისაღები იყო. ამით სახელმწიფოებმა ნათლად დაანახეს დანარჩენ აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ კასპიის ზღვა მხოლოდ და მხოლოდ მათი საქმეა და მასში ჩარევას არავის დაანებებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებების წევრი ვერცერთი სახელმწიფო დემოკრატიის საშუალოზე დაბალი ხარისხითაც ვერ დაიკვეხნის, ასბოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

კასპიის ზღვის ტერიტორიების გადანაწილების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რისი გადაჭრაც მოლაპრაკებების გაჭიანურების საფუძველი გახდა. ირანი, დღიდან მოლაპრაკებების დაწყებისა პირადაპირ ითხოვდა, რომ ტერიტორიები თანაბრად 20-20% განაწილებულიყო. მაშინ, როდესაც რუსეთს სურდა 10 საზღვაო მილი ყოფილიყო თითოეული ქვეყნის აკვატორია. საბოლოო ჯამში, მიღებულ იქნა, ასე თუ ისე, ყველასათვის მისაღები გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თითოეული ქვეყანა ფლობს საკუთარი სანაპიროდან 25 საზღვაო მილს. გარდა ამისა, ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი რადიუსის ფარგლებში მოახდინონ ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება. რაც შეეხება ნეიტრალურ ტერიტორიას, ამ მიდამოებში აღმოჩენილი წიაღისეული ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად განიკარგება. ამგვარი შეთანხმება ირანის მმართველისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, განსაკუთრებით ბუნდოვანია პუნქტი წყალქვეშა საზღვრების შესახებ. 

ტერიტორიების განაწილების ნაწილში, ყურადღებას იმსახურებს რუსეთის ფაქტორი. აღნიშნულ მოლაპარაკებებში დღის წესრიგში იდგა, თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის ამოღებისა და შემდგომ უკვე ტრანპორტირების საკითხი. მანამდე არსებული მდგომარეობით კასპიის ზღვაში მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირებაზე ხუთივე სახელმწიფოს თანხმობა იყო საჭირო, გამომდინარე იქედან, რომ მილსადენს უნდა გაევლო თავისუფალი წყლები. ეს კი თურქმენეთსა და ყაზახეთს უშლიდა ხელს საკუთარ აკვატორიებში აღმოჩენილი წიაღისეულის ექსპორტში.

ცხადია, ნავთობისა და გაზის ბაზარზე რუსეთის ფედერაციას არ აწყობს ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რომლებიც ევროპაში ისედაც უკვე არაპოპულარულ რუსულ ნავთობს კონკურენციას გაუწევენ. ამას ემატება ისიც, რომ ევროპა დიდი ყურადღებით ეძებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციის და ძველ პარტნიორზე დამოკიდებულების შემცირების ახალ გზებს. ამ კონტექსტში კასპიის რეგიონი უნიკალური შესაძლებლობაა.

მიუხედავად ამგვარი კონტექსტისა, კონვენციაში რუსეთმა დიდწილად დათმო საკუთრი ბერკეტები, მაგრამ არა ბოლომდე. შეთანხმებაში აისახა, რომ ხუთი ქვეყნიდან რომელიმე თუ აღმოაჩენს საკუთარ ტერიტორიაზე წიაღისეულს, მას შეუძლია ტრანსპორტირება მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების გზით, რომელსაც ექსპორტისთვის საჭირო ტერიტორიული მდებარეობა გააჩნია. ამგვარი მოცემულობით, თურქმენეთსა და ყაზახეთს მილსადენების გაყვანა კასპიის ზღვის ქვეშ და აზერბაიჯანის გავლით ძალუძთ. ამ შემთხვევაში, რუსეთისა და ირანის თანხომა საჭირო აღარ იქნება.

რა თქმა უნდა, რუსეთის ამგვარი ქმედება სასწორის მეორე მხარეს მდგარმა საკითხმა განაპირობა, კრემლის ერთპიროვნული გავლენა კასპიის ზღვაზე. თურქმენეთისთვის გარკვეული იმედის მიცემის სანაცვლოდ მან დანარჩენ 4 ქვეყანასთან მოლაპარაკების გზით მიაღწია იმას, რომ კასპიის ზღვაში, გარდა მოსაზღვრე 5 სახელმწიფოსი, სხვა ვერც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთები ვერ განლაგდება. ცხადია, ამგვარი ქმედება გამიზნული იყო აშშ-ს წინააღმდეგ, რომელსაც აზერბაიჯანთან გარკვეული სახის ურთიერთობები აქვს, მათ შორის სამხედრო კუთხით. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა თავად ირანისთვისაც, რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკის მოსისხლე მტერია. ამავე გადაწყვეტილებით რუსეთმა მნიშვნელოვნად შეარყია აშშ-სა და ჩინეთის გავლენა კასპიის გარშემო მდებარე დანარჩენ 4 სახელმწიფოში, რითაც კარგი წინაპირობა შეიქმნა მათთან ახლო მეზობლური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. მით უმეტეს, კონვენციის დანარჩენი პუნქტებიც სწორედ ამგვარ მოცემულობას უწყობენ ხელს, მაგალითად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და რაც არ უნდა საინტერესო იყოს, შეუზღუდავი სამხედო გადაადგილება კასპიის ზღვაზე.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია კასპიის ზღვის ახალი შეთანხმება რუსეთის ინტერესების გამარჯვებად მოვნათლოთ. მან რეგიონში სამხედრო ჰეგემონია მოიპოვა აშშ-თან და ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში, სანაცვლოდ კი მოსაზღვრე ქვეყნებზე გავლენის ბერკეტები არ დათმო. ყველა ქვეყანა კმაყოფილია.

რუსეთის ინტერესების ამგვარი გამარჯვების არაერთი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ეს გამოიწვია დანარჩენ 4 სახელმწიფოში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ამ ქვეყნებში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტებიც კი სანთლით საძებნელია. შესაბამისად, მაღალია კორუფცია. მათი ლიდერები და მთავრობები მნიშვნელონად არიან დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, მათ შორის ფინანსურად. ამას ემატება, ირანის ფაქტორი, რომელსაც მვეთრი ისტორიული ანტაგონიზმი აქვს აშშ-თან.

კასპიის ზღვის ახალმა შეთანხმებამ ნათლად აჩვენა, რომ ნატო გამოთიშული აღმოჩნდა ამ პროცესებიდან. ნათელია, რომ ამ სუპრანაციონალირი აქტორის ქმედებები არაეფექტურია აღნიშნულ რეგიონში. რაც არანაკლებ სამწუხაროა, გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების უსუსურობაც რუსულ გავლენასთან მიმართებაში. ისე გადაინაწილა ხუთმა სახელმწიფომ მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალსატევი, საერთაშორისო ორგანიზაციები არავის გახსენებია.  

დავით გელაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s