სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი: უსაფრთხოების მარადიული გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის

B3D7874F-DA09-4613-9302-9296DD42B9E8

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი მნიშვნელოვნად გამწვავდა. 12 ივლისის ღამით განვითარებულ სასაზღვრო შეტაკება ორივე მხრიდან მსხვერპლი მოყვა. საგულისხმოა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება არა უშუალოდ ყარაბაღში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანის ქალაქ თოუზსა და სომხეთის ტავუშის რაიონთან ახლოს მოხდა. რა ფაქტორებმა განაპირობა კონფლიქტის გააქტიურება? რატომ მოხდა შეტაკება საზღვარზე და არა ყარაბაღში? რა მიზნები ამოძრავებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მმართველ პოლიტიკურ ელიტებს? როგორია დაინტერსებული გარე აქტორების (რუსეთი, თურქეთი) საგარეო პოლიტიკა სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით? არსებობს თუ არა სასაზღვრო ინციდენტის ესკალაციისა და სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის შესაძლებლობა? სტატიაში შევეცდები, პასუხი გავცე ზემოხსენებულ კითხვებს.

სომხეთისა და ზერბაიჯანის დაპირისპირება პიკს 1980-იანი წლების ბოლოს მიაღწია, როდესაც სსრკ უკიდურესად დასუსტდა და საბჭოთა იმპერიის პერიფერიაში წარმოქმნილი ეთნონაციონალისტური კონფლიქტის აღკვეთა ვეღარ შეძლო. 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რომელიც 6 წელი გაგრძელდაომი 1994 წელს სომხეთის გამარჯვებით და მთიან ყარაბაღზე დე ფაქტო კონტროლის დამყარებით დასრულდა. აქედან მოყოლებული, სახელმწიფოებს შორის სასაზღვრო დაპირისპირება თითქმის ყოველწლიურად ხდება. ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული სამხედრო შეტაკება 2016 წლის აპრილში მოხდა, როდესაც მთიანი ყარაბაღის საზღვარზე განვითარებულ ბრძოლებს ორივე მხრიდან ჯამში 350 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა ილოზორული სიმშვიდის შეგრძნება, თუმცა, ორივე სახელმწიფოში არსებულმა პრობლემებმა ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებს დაპირისპირების კიდევ ერთხელ ესკალაციისკენ უბიძგა.

კონფლიქტის ესკალაციის გამომწვევი ფაქტორები

2016 წლის აპრილისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ძალთა ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლა სცადა, მიმდინარე სასაზღვრო დაპირისპირებას საფუძვლად სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტები მიერ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან საგარეო საკითხებზე მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობა დაედო.

სომხეთის მოქმედი ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად შემცირდა 2020 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის უკონტროლო გავცელება დაიწყო. ფაშინიანის ხელისუფლებამ ვერ შეძლო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. 17 ივლისის მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 34 000- გადააჭარბა. გარდაცვლილია 620 ადამიანი. კოვიდ კრიზისმაეკონომიკური რეცესიის პარალელურად, სომხეთის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები გამოავლინა, რამაც მოქმედი ხელისუფლებისადმი მოქალაქეთა ნდობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

აზერბაიჯანს ამ მხრივ სომხეთზე ოდნავ უკეთესი შედეგი ჰქონდა (26 000 ინფიცირებული, 330 გარდაცვლილი), თუმცა, ქვეყნის მმართველობის ავტორიტარული მოდელისა და კორუფციის უდიდესი მასშტაბის გამო საერთაშორისო ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები გაყალბებულია და რეალურ სტატისტიკას ხელისუფლება გამიზნულად მალავს. პანდემიისგან გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, ხელშესახებია ეკონომიკური ზიანიც. პანდემიისგან გამოწვეულმა კრიზისმა და ბუნებრივ რესურსებზე გლობალური მოთხოვნის შემცირებამ ნავთობის ფასი უკანასკნელი 15 წლის მინიმუმამდე დაიყვანა. 17 ივლისის მონაცემებით, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 40 ამერიკული დოლარი იყო, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება 55 დოლარზე მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები აზერბაიჯანის ეკონომიკის 20%- შეადგენს, ენერგო რესურსების გლობალური ბაზრის ჩავარდნამ მძიმე დარტყმა მიაყენ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს. ეკონომიკური რეცესიის პარალელურად, მმართველი ხელისუფლების მისამართით გაიზარდა გადასახადის გადამხდელთა უკმაყოფილება.

სასაზღვრო დაპირისპირების განახლებამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შიდა პრობლემებიდან საგარეო პოლიტიკაზე ყურადღების გადატანისა (.. Scapegoating) და ნაციონალისტური ტალღის წახალისებით ელექტორატის მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობა მისცა. შეტაკება არა ყარაბაღში, არამედ უშუალოდ საზღვარზეძირითადად, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის მობილიზაციის მოტივით მოხდა. აზერბაიჯანი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მას არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, არამედ სომხეთთან სრულმასშტაბიან ომში გამარჯვება შეუძლია. თავის მხრივ, საზღვარზე განვითარებული შეტაკება სომხეთისთვის არის შანსი, მიიპყროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) და განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის ყურადღება, რათა ამოქმედდეს ხელშეკრულების მეოთხე მუხლი, რომელიც რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ორგანიზაციის სხვა წევრებს მის დაცვას ავალდებულებს.

გარე აქტორთა ინტერესები სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტში

სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტში დაინტერესებულ გარე ძალები, ძირითადად, რუსეთი და თურქეთი არიან. რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია პრივილეგირებული ინტერესის ზონაა, ამიტომ კრემლი ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების ერთადერთი და შეუცვლელი მედიატორია. ამავდროულად, საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის გაძლიერებასთან ერთად, სამხრეთ კავკასია სულუ ფრო მეტად ექცევა ანკარის ინტერესებში. აზერბაიჯანთან ეთნიკური, კულტურული და ენობრივი სიახლოვის გათვალისწინებით (ერთი ერიორი სახელმწიფოს კონცეფცია), თურქეთის მიზანია ბაქოს გაძლიერება, რაც არსებული სტატუსვოს დაძლევასა და რუსული პოზიციების შესუსტებას გამოიწვევს. 1988-1994 წლების ყარაბაღის ომში სომხეთისადმი რუსეთის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში თურქული პოზიციების გაძლიერებისა და თურქეთაზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ღერძის ჩამოყალიბების შიშმა განაპირობა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულია. მოსკოვის ინტერესებში შედის რეგიონში სტატუსვოს შენარჩუნება, რისთვისაც ის ურყევ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთს და საჭიროების შემთხვევაში, მისი დაცვის ვალდებულებაც აქვს აღებული. სომხეთის შენარჩუნების მცდელობის პარალელურად, უკანასკნელ ხანებში სულ უფრო შესამჩნევი ხდება მოსკოვისა და ბაქოს ფლირტი. რუსეთი ცდილობსდაიყოლიოს აზერბაიჯანი, რომ გაწევრიანდეს კოლექტიური საფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (CSTO) და ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში (EEU). მოცემული მიზნის მისაღწევად კრემლი ბაქოს შეიარაღებას საკმაოდ შეღავათიან ფასში აწვდის. რუსეთს სტატუს-ვოს შესანარჩუნებლად დელიკატური ბალანსის დაცვა უხდება ერთი მხრივ, მისთვის მნიშვნელოვანია სომხეთი საკუთარ ორბიტაზე დატოვება,(გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიზნები), მეორე მხრივ, ის ცდილობს აზერბაიჯანთან მეტ ინტეგრაციას და ბაქოს დარწმუნებას, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გასაღები კრემლში.

მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი

სომხეთაზერბაიჯანის სასაზღვრო შეტაკების სრულმასშტაბიან ომში გადაზრდა ნაკლებად სავარაუდოა ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. უდიდესი ალბათობით, აზერბაიჯანი ვერ გარისკავს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რასაც შეიძლება მოყვეს პასუხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რუსეთს გიუმრის ბაზაზე დისლოცირებული ჰყავს 3000მდე ჯარისკაცი და განთავსებული აქვს S-300 სარაკეტო სისტემა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სომხეთის დასაცავად გამოიყენებს; 2. სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში მასში ირიბად ჩაერევიან დაინტერესებული გარე აქტორები, რომლებიც ერთმანეთთან პირისპირ შეტაკებას მესამე ძალის ხელით ომს (Proxy War) ამჯობინებენ. ვითარების ესკალაცია არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში შედის. რუსეთი და თურქეთი უკვე ჩართულია სირიისა დ ლიბიის სამოქალაქო ომში. გარდა ამისა, უსეთიუკვე მეექვსე წელია აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის. გლობალური პანდემიის პირობებში ახალი ფრონტის გახსნა რუსეთისა და თურქეთისთვის არასასურველი და ნაკლებად მომგებიანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s