იგორ მატოვიჩის 100 დღე სლოვაკეთის ხელისუფლებაში

E9E38ECE-F891-410E-96EE-D5603D6704CB

ადაპტაციის პერიოდი მთავრდება და ახალ მთავრობაზე მოკრძალებული შეფასებების გაკეთება უკვე შეგვიძლია. რას მიაღწია და რა ვერ მოახერხა მმართველმა კოალიციამ უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში.
იგორ მატოვიჩი ამომრჩეველს ფუნდამენტურ ცვლილებებს დაპირდა ქვეყნის ფუნქციონირებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, მას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. სხვათა შორის, წარმატებით, მაგრამ მხოლოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
პრემიერის მიერ მიღებული მკაცრი ზომების წყალობით, რომლებმაც პრაქტიკულად გაყინეს საზოგადოებრივი ცხოვრება სლოვაკეთში, ძალიან კარგი შედეგები დადგა. სლოვაკეთი გახდა ქვეყანა, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. მაგრამ, ამ ყელაფერს მეორე მხარეც აქვს, მკაცრმა შემაკავებელმა ზომებმა სლოვაკური ეკონომიკა ძალან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა.
მატოვიჩის მთავრობა კრიტიკის ქარცხეცხლში აღმოჩნდა საზოგადოებისა და ბიზნესისათვის დროში გაწელილი, არაეფექტიანი და სუსტი ეკონომიკური პაკეტის შეთავაზების გამო. ამ მხრივ, ძალიან ბევრის მოლოდინი არ გამართლდა – მთავრობის მიდგომა ჩავარდა.
თუმცა ეს 100 დღე არ ყოფილა მხოლოდ მცდარი ეკონომიკური გადაწყვეტილებების პერიოდი. მაგალითად, მთავრობამ 114 მიკრო რეგულაციაში ცვლილება შეიტანა, რისი წყალობითაც ადგილობრივ მეწარმეებს საგრძნობლად გაუადვილდათ ცხოვრება. ამასთან ერთად, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მრავალი ათეული მილიონი ევრო დაიზოგა. გაუქმდა ან შემცირდება ჯარიმებისა და საურავების რაოდენობა; აღმოიფხვრა არაერთი ბიუროკრატიული მოსაკრებელი; გაქრა ე.წ. ჰიგიენური სტიკერის ტექნიკურ-ემისიურ ვალდებულებათა რიგი ჩამონათვალი.
ოპონენტები მკაცრად აკრიტიკებენ იგორ მატოვიჩს. ერთ-ერთი მიზეზი “პანდემიის საკითხის ინსტრუმენტალიზაციაა”. მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა პელეგრინიმ თავისი შემცველი არაეფექტურ მმართველად მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ ვერანაირ ცვლილებას ვერ ხედავს.

მაღალი ალბათობით, სლოვაკეთი – დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად – უახლოეს მომავალში უფრო სერიოზული და ყოვლისმომცველი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მდგრადობის ამ მძიმე ტესტის ჩაბარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება მატოვიჩის ეფექტიანობის შეფასებისას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s