პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის მიმოხილვა

მიმდინარე წლის 12 მაისს პრეზიდენტმა დუდამ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მოაწერა ხელი. დოკუმენტი არამარტო არსებულ, არამედ პოტენციურ გამოწვევებსაც მიმოიხილავს და განსაზღვრავს. 

საქართველოში აღნიშნული დოკუმენტი ყურადღების ცენტრში ორი მიზეზის გამო მოხვდა: პირველი მოტივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ღია მხარდაჭერა იყო, ხოლო მეორე – რუსეთის უმთავრეს საგარეო საფრთხედ განსაზღვრა.

მიუხედავად აღნიშნული საკითხების ძალიან დიდი მნიშვნელობისა, ყურადღებას იმსახურებს ის მიმართულებებიც, რომელთა შესახებაც ქართულ მედიას არ უსაუბრია. უცილობლივ ხაზგასასმელია, რადგან პოლონეთი საქართველოს სტარტეგიული პარტნიორი, ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერი და რეგიონული უსაფრთხოების (იგულისხმება აღმოსავლეთ ევროპა) ერთ-ერთი მთავარი გარანტორია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დოკუმენტის წინა ვერსია პოლონეთში კრიტიკის საგანი გახდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა – ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ყირიმის ანექსიამდე გამოიცა და მთავარ გამოწვევებს საკმარისი დოზით ვერ ფარავდა.  

როგორც აღვნიშნე, დოკუმენტის 2020 წლის ვერსიაში მთავარ საგარეო საფრთხედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა განსაზღვრული. შესაბამისად, ხაზგასმითაა აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში. გარდა ამისა, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება ალიანსს ამერიკის შეეთებულ შტატებთან.

ცალკე პუნქტი ეძღვნება პეკინისა და ვაშინგტონის გლობალურ კონკურენციას, რადგან აღნიშნული საკიხი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დასავლეთის ერთიანობას. “ჩვენი რეგიონის სახელმწიფოებს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ საკითხთქნ მიმსრთებაში,” – ნათქვამია დოკუმენტში.

ხაზგასმულია სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაც, რადგან ეროვნული უსაფრთხოების საკითხები არ ეხება მხოლოდ თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. აღნიშნული ფენომენი არის საერთო გამოწვევა, რომელიც საჭიროებს ურთიერთკოორდინირებულ მოქმედებას სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების დონეზე – კორონა კრიზისი ამის საუკეთესო ილუსტრატორია. 

გარდა ტრადიციულისა, განსაკუთრებული დატვირთვა მიენიჭა პოტენციური საფრთხეების ანალიზს. დოკუმენტის თანახმად, იქამდე უნდა მოხდეს პოტენციური გამოწვევების იდენტიფიცირება, ვიდრე ამის წინაშე ქვეყანა აღმოჩნდება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 2020 ასევე განიხილავს კიბერუსაფრთხოებას და რეკომენდაციას იძლევა უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებაზე ამ კუთხით. ასევე, მიმოხილულია “ტერიტორიული თავდაცვის ძალების” (იგივე რეზერვი) 70 000-იანი კონტიგენტის ოპერაციულობის ხარისხი და პანდემიის დროს აქტიური რეაგირების მექანიზმები. 

ერთი სიტყვით, პოლონეთი აქტიურად აგრძელებს როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ისე არსებული საფრთხეების ადეკვატურ ანალიზს. ამ ფაქტებზე თუნდაც ის თანმიმდევრული პოლიტიკა მეტყველებს, რომელსაც ეს ქვეყანა უკანასკნელი 30 წლის მანძიკზე ატარებს. მიუხედავად ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის აზრთა სხვადასხვაობისა, ვარშავაში არასდროს არავინ კამათობდა იმაზე თუ ვინ წარმოადგენს საფრთხეს და ვინ არის სტრატეგიული პარტნიორი.

გრიგოლ ჯულუხიძე

უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s