ოპეკის ფენომენი

ათწლეულები გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანკლინ დელანო რუზველტმა საუდის არაბეთი მოკავშირედ გამოაცხადა და ფინანსურ მხარდაჭერასაც დაჰპირდა. მომავალი თანამშრომლობის გასაღრმავებლად ის პირადად შეხვდა საუდის არაბეთის მეფე აბდულ აზიზს. ძნელი გამოსაცნობი არ გახლდათ, რომ ამერიკელების ასეთი დაინტერესება აღნიშნულ ქვეყანაში აღმოჩენილმა ნავთობის უზარმაზარმა მარაგმა გამოიწვია. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობები წლების მანძილზე უფრო და უფრო მტკიცდებოდა (გამონაკლისი 1967 და 1973). ოთხშაბათს რესპუბლიკელმა სენატორმა, დენ სულივანმა, ისტორიულ მოკავშირეს დროულად გამოფხიზლება ურჩია. შეახსენა, რომ სწორედ ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ სპარსეთის ყურის ომში, როდესაც სადამ ჰუსეინი მათ ქვეყანაში შეჭრას აპირებდა. სენატორები, რომლებმაც წერილი გაუგზავნეს საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, მხარს უჭერენ სტრატეგიულ პარტნიორობას, თუმცა მსგავსი მიდგომა შეიძლება მალე შეიცვალოს. ოთახი, სადაც მანევრირება თითქმის შეუძლებელია  ასე შეიძლება ვუწოდოთ სიტუაციას,რომელშიც აღმოჩნდა საუდის არაბეთი. კორონავირუსის ფონზე, როდესაც გლობალური ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდის, სავალალო შედეგები ნავთობის მოთხოვნაზეც აისახა. ნაკლებმა მოთხოვნამ ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ბაზრის დასარეგულირებლად OPEC-ის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად შეემცირებინათ. თუმცა, ფასების დასარეგულირებლად საჭირო გახლდათ, რომ ბაზრის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც დათანხმებულიყვნენ თამაშის ახალ წესებს. სწორედ მსგავსი კრიზისების ეფექტიანად მართვისათვის 2017 წელს „OPEC+“ შეიქმნა. ის აერთიანებს 24 ნავთობმომპოვებელ ქვეყანას, საიდანაც 14 უშუალოდ OPEC-ის წევრია. დარჩენილ ათ ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კალიბრის  მოთამაშე რუსეთია, რომელიც აქტიურად ცდილობსჩაანაცვლოს ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ეტაპობრივი გასვლით შექმნილი ვაკუუმი. OPEC-ის ნომინალურილიდერი კი საუდის არაბეთია. აღნიშნული ორი ქვეყნის ურთიერთობები ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. 2007 წელს ვლადიმერ პუტინი გახლდათ პირველი პრეზიდენტი, რომელიც საუდის არაბეთს ეწვია. აღსანიშნავია,ასევე, პრინცისა და მეფის ვიზიტები რუსეთში, რომელსაც მოჰყვა 14 პუნქტიან შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რომელიც სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობდა. საუდის სამეფოს ელჩმა რუსეთში ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას ყველაზე უფრო მჭიდრო უწოდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.                                                                                                                                                                                                                                                                                        

სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, წარსულში დამყარებული კეთილგანწყობა უმალვე იწევს უკანა პლანზე. ლიდერები უპირველესად ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ ადგილს მსოფლიო რუკაზე. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ხშირია მაგალითები, როდესაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები აქტიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ხდება. სწორედ მსგავსმა პრეცენდენტებმა იჩინა თავი გასულ თვეს, როდესაც დაიწყო ფასობრივი ომი საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის.

ნავთობის ფასების დრამატული ვარდნის შესამცირებლად OPEC-ის ქვეყნებმა “OPEC+”ფორმატში გადაწყვიტეს ნავთობის მოპოვების ტემპის დაგდება, რაც ხელს შეუწყობდა ფასების მატებასა და შემდგომში მათ სტაბილიზაციას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთი, რომელსაც მარტივი გათვლების თანახმად, უნდა აწყობდეს ნავთობის მაღალი ფასი, მსგავსი ინიციატივის წინააღმდეგი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველას გასაოცრად, 6 მარტს ისინი ვერ შეთანხმდნენ და ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

რადიკალურ გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები არა მარტო დასავლეთში, არამედ თავად რუსეთშიც მოჰყვა. “ლუკოილის” ერთ-ერთი მფლობელის,ლეონიდ ფედუნის განცხადებითეს გახლავთ მოულოდნელი და ირაციონალური გადაწყვეტილება და ამით რუსეთი დღეში დაახლოებით 150-მდე მილიონით დაზარალდება.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის გადაწყვეტილების მიზეზი, შესაძლოა, ამერიკასთან წარმოჩენილი ეკონომიკური უსამართლობის განცდა იყოს. მაშინ, როდესაც რუსები ნავთობის მოპოვების ტემპებს ამცირებდნენ, ამერიკელები დაუბრკოლებლივ ყიდნენ მილიონებით ბარელს. ამ თეორიის თანახმად, დარტყმის კონკრეტულ ობიექტსამერიკული ფიქალის ნავთობის ინდუსტრია წარმოადგენს. “როსნეფტის” პრესმდივანი, მიხეილ ლეონტიევი, ერთ-ერთი მოტივის ასახსნელად რიტორიკულ კითხვას სვამს, თუ რას მოიმოქმედებს ამერიკული ფიქალი ნავთობის ინდუსტრია  უკვე არსებულ ეკონომიკურ პირობებში.

ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთმასამაგიერო გადაუხადა შეერთებულ შტატებს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”- ზე სანქციების დაწესების გამო. მარშაიმერი დიდი ალბათობით დაეთანხმებოდა მსგავს მოსაზრებას, რაც ამყარებს მის არგუმენტს, რომ დიადი ქვეყნები იქცევიან რადიკალურად, როცა თავიანთი გავლენის სფეროში სხვა დიდი სახელმწიფო ერევა. ამ შემთხვევაში,რუსეთის კონტრნაბიჯი შეიძლება გაგებულ იქნას უკრაინისა და ბელორუსიის შეცვლილი სანავთობო პოლიტიკის ფონზე, როდესაც ტრადიციულად რუსული ენერგო რესურსების მომხმარებელი ქვეყნები ცდილობენ ამერიკული ალტერნატივით ჩანაცვლებას. ასევე, სპეკულაციები ეხებოდა ვლადიმერ პუტინისა და სანავთობო კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრას, სადაც იგორ სეჩინის არგუმენტმა გამოიწვია მოლაპარაკების ჩაშლა, რადგან არსებულ მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საფრთხედ აფასებდა. რა თქმა უნდა, ასეთ მოსაზრებებს აქვთ არსებობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობაზე ყურადღების ხაზგასმა. მაშინროდესაც საუდის არაბეთს სწრაფად შეუძლია მოპოვების ტემპის დაგდება, მსგავსი ქმედებით რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურა პირდაპირ ზიანს განიცდის.

დაპირისპირების არა უშუალო მონაწილე, მაგრამ მის შედეგებზე დამოკიდებული ერთ-ერთი ქვეყანა – შეერთებული შტატებია. საყურადღებოა, ამერიკის პოზიციის ტრანსფორმაცია მსოფლიო ბაზარზე. ჯერ კიდევ სექტემბერში, შეერთებულმა შტატებმა 89,000 ბარელის ექსპორტირება შეძლო, რაც აჭარბებდა იმპორტის ოდენობას. EIA-ის (Energy Information Administration) განცხადებით, 1940 წლის შემდეგ, ეს გახლდათ პირველი პოზიტიური ბალანსის მაჩვენებელი ექსპორტ-იმპორტის მიმართებისა. თუმცა, დომინანტური პოზიცია არასდროს გახლავთ მუდმივი. იგივე EIA მიხედვით, ნავთობის წარმოება შემცირდება 0,5 მლნ ბარელი/დღეში და 2021 წელს ნიშნული მიაღწევს 0,5 მლნ ბარელ/დღეში. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, საერთაშორისო ბაზარი და მისი პრინციპები აიძულებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინდუსტრიას, “OPEC+”-ის მოთხოვნისა და ფედერალური მთავრობის ჩარევის გარეშეც შეამციროს წარმოება. ენერგო დეპარტამენტის განცხადებით, ვარაუდობენ, დაახლოებით 2 მილიონბარელი/ დღეში შემცირებას. თუმცა, შეერთებული შტატები არ არის ამ თამაშში მარტო. 

პირველი, ვისაც მოუწია კომერციული ბაზრის იმპერატივებზე შეგუება, საუდის არაბეთი გახლდათ.  ვინაიდან ნავთობის ფასები ეცემოდა, საუდის არაბეთმა წამოაყენა ინიციატივა, რომ „ოპეკ+“ფორმატის ქვეყნებს შეემცირებინათ დამატებით 1.5 მილიონი ბარელი და ვინაიდან რუსეთი მხოლოდ არსებული ქვოტების შენარჩუნებას ითხოვდა ,რომელიც მხოლოდ 1.2 მილიონ ბარელი/დღეში  ითვალისწინებდა, საუდის არაბეთი, ამ სცენარის მიხედვით, გარდაუვლად წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა, ვინაიდან კორონავირუსის გამო დღითიდღე მცირდებოდა ნავთობზე მოთხოვნა.თუ 2017 წელს განხორციელებულმა სტრატეგიამ გაამართლა და ფასებმა 10 %-ით მოიმატა, ლოგიკური იქნებოდა, OPEC-ის წარმომადგენლებს წარმოება შეემცირებინათ. ამ შემთხვევაში კი ცალსახად, როგორც მინიმუმ მოკლე ვადაში მაინც, რუსული მხარე დარჩებოდა მოგებული. ასე რომ, რადგან არაბებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება, პირიქით-გაეზარდათ პროდუქცია, რაც ავტომატურად კიდევ უფრო შეამცირებდა ნავთობის ფასს. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული ქმედება მიმართული გახლდათ რუსეთის წინააღმდეგ, რათა იძულებული გამხდარიყო და მოლაპარაკების მაგიდასდაბრუნებოდა. ამგვარად მსოფლიომ მიიღო ფასობრივი ომი, რომლის ერთადერთი გამარჯვებული მხარე მომხმარებელია, ვინაიდან ფასების ვარდნა ავტომატურად იწვევს ფასების შემცირებას საწვავზე. 

ორივე მხარის გათვლა ემყარებოდა საერთაშორისო რეზერვების ფონდს. რუსეთის კონსერვატიულიფისკალური ეკონომიკური კურსი, რომლის ძირითადი აქცენტი მაკროეკონომიკის სტაბილიზაციაში მდგომარეობდა, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებში 200 მილიარდი დოლარის ზრდის წინაპირობა გახლდათ. ხოლო 2008 წელს შექმნილი რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდი, რომელიც ძირითადად ნავთობის გაყიდვებიდან მიღებული ფულით ფინანსდება, 125 მილიარდი დოლარით შეივსო. ზოგადად, რუსული ეკონომიკა აღარ განიცდის მძაფრ რყევებს ნავთობის დაბალი ფასების მიმართ.ბიუჯეტი ბალანსირდება, როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $40 შეადგენს, ხოლო ეს გათვლა მართებულია, როცა რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 75-ის ნიშნულს აღწევს. მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ექსპერტები რუსული ეკონომიკის შეგუებას 6 წლამდე ვარაუდობდნენ. არსებობდა მოსაზრება, რომ რეალურად ხანგრძლივობა 18 თვემდეც შეიძლება დაყვანილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ,სახელმწიფოები პოლიტიკურ არენაზე რაციონალურ მოთამაშეებს წარმოადგენენ და უპირველესად საუდის არაბეთი, რომელსაც ბიუჯეტის ბალანსისთვის ერთი ბარელის ღირებულება $82-მდე ჭირდება, განიცდიდა დიპლომატიურ ზეწოლას. 

ეკონომიკური ჰარაკირი დიდხანს არ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ორივე მხარეს მოუწოდა გონივრული ნაბიჯების გადადგმისაკენ და ამავდროულად, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობაზე, ისტორიული შეთანხმება შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ოპეკი და სხვა ქვეყნები, რუსეთისა და მექსიკის ჩათვლით, ივნისსა და მაისში შეამცირებენ მოპოვებას 9.7 მლნ ბარელი დღე/ღამეში.შეთანხმებას წინ უძღვოდა G20 სამიტი. მიუხედავად დონალდ ტრამპის უამრავი დიპლომატიური კრახისა, მან თავისი წვლილი შეიტანა ისტორიულ შეთანხმებაში.  მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც თავდაპირველად წინააღმდეგი გახლდათ წამოყენებული პირობებისა, მექსიკა მზად იყო შეემცირებინა მოპოვება 100,000 ბარელი დღეში, რაც რეალურად მცირე მაჩვენებელია. მექსიკური დაბალი მაჩვენებლის კომპენსირება შეერთებული შტატების მიერ განხორციელდა, რომელიც 250,000 ბარელი დღეში შეამცირებს მოპოვებას. აღნიშნული შეთანხმების ვადა 2022 წლის აპრილამდეა.

ორშაბათს უკვე ნავთობის ფასმა მცირედით აიწია, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.  “GoldmanSachs”-ის განცხადებით, ფასები მაინც განაგრძობს ვარდნას. ამ აზრს ეთანხმება ასევე “Morgan Stanley”და მოთხოვნის 14 მილიონი ბარელით დღე/ღამეში შემცირებას პროგნოზირებს.

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ერთი რამ უკვე ცხადია, OPEC უკვე ვეღარ კარნახობს საერთაშორისო ბაზარს თავის პირობებს, არამედ-პირიქით.

შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s