კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს საერთაშორისო და ადგილობრივი პოლიტიკური მეცნიერების ძირითადი მიმართულებები, გამოწვევები, მიდგომები და მეთოდები. პროგრამა ორიენტირებულია განსაზღვროს პოლიტიკური მონაწილეობის ძირითადი სახეები, ტიპები, საერთაშრისო გამოცდილება და რეგიონული მიდგომები. პროექტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ავტორიტარიზმი, დემოკრატია, ტოტალიტრიზმი, პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი ზეგავლენა თანამედროვე პოლიტიკის წარმოებაზე.
კურსის დასრულებისას მონაწილე ფლობს ცოდნასსაერთაშორისო პოლიტიკის წარმოების, ფუნქციონირება და მიზნების შესახებ, როგორც ზოგად, თეორიულ დონეზე, ისე საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დარყნობით. ასევე მონაწილე იცნობს იმ გამოწვევებს რომლებიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში იქმნება სხვადასხვა რეჟიმის, უსაფრთხოების დილემებისა და ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე. მონაწილე ეცნობა საერთაშორისო კრიზისების მიმდინარეობას და მათი დარეგულების სამართლებრივ თუ სამხედრო მხარეებს.
პროექტი განკუთვნილია საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების, მკვლევარებისა და ასევე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
პროექტის იმპლემენტაცია ჩვეულ ფორმატში იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ-19-ის სწრაფმა გავრცელებამ პროგრამის დღის წესრიგში კორექტივები შეიტანა და ამიტომაც სასემინარო შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
2-კვირიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე პროფესორები და წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ინტერაქტიულ ფორმატში გაუძღვებიან დიდაქტიკურ დისკუსიებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და რეგიონული გამოწვევების შესახებ.
პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
- Europass CV;
- 300-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის ან რეგიონულ კვლევით ორგანიზაციასთან აფილირების ან რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ.
საბუთების მიღება წარმოებს 16 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: foreignpolicycouncil@aol.com
გთხოვთ, მეილის subject-ში დაურთოთ პროექტის სახელწოდება.