არჩევნები სლოვაკეთში: პროდასავლური ძალების გამარჯვება

“რიგითი ხალხის პარტიამ (OLANO) სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა! პარტიის უმთავრეს ნარატივს და სავიზიტო ბარათს აგრესიული ანტიკორუფციული პოლიტიკა წარმოადგენდა. 

ხმათა დათვლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა ძალამ ხმათა თითქმის 25% მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “რიგითი ხალხის პარტიის” პოპულარობა უკანაკსნელი 4 თვის მანძილზე გაიზარდა მკვეთრად, რისი მიზეზიც, ისევ და ისევ, წინასაარჩევნო კამპანიაში ანტიკორუფციული ნარატივის “ფრონტის” წინა ხაზზე წამოწევა და 2018 წელს მოკლული ცნობილი სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუციაკის საქმის ობიექტურად გამოძიების პირობა იყო.

ამ ყველაფრის შედეგად, მმართველი გუნდი SMER, ხმათა 18%-იანი მაჩვენებლით, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე პირველად დამარცხდა არჩევნებში. მოქმედმა პრემიერმა პეტერ პელეგრინიმ უკვე აღიარა მარცხი და ოპონენტებს გამარჯვება მიულოცა.

OLAN-ს ლიდერი ბიზნესმენი და მულტიმილიონერი, იგორ მატოვიჩია, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით მემარჯვენე ძალთა კოალიციის ლიდერი და სლოვაკეთის პრემიერი გახდება – საკონსტიტუციო უმრავლესობით.

არ გამართლდა საზოგადოებრივ გამოკითხვათა პროცენტული პროგნოზები და ნეონაცისტურმა პარტია “ჩვენი სლოვაკეთი – მარიან კოტლება”-მ იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებში. მიუხედავად ამისა, “რთული საპარლამენტო ალგებრის” (BBC News) გამო, 17 საპარლამენტო მანდატი (3-ით მეტი) მოიპოვა, ვიდრე უწინ. 

ხმათ 8,3% მოიპოვა ოპოზიციურმა პარტია SME Rodina-მ. ასევე, პარლამენტში მოხვდნენ ლიბერალური იდეოლოგიური ხაზის მატარებელი პარტიები Svoboda a Solidarita და Za Ludi.

ერთი სიტყვით, სამთავრობო ძალების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, არჩევნებში გამარჯვება მაინც მკვეთრად პროდასავლურმა ძალება მოიპოვეს და, როგორც The New York Times-მა აღნიშნა: “სლოვაკეთმა გამოღვიძება დაიწყო!” 

გრიგოლ ჯულუხიძე

უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s