სამი ზღვის ინიციატივა ენერგო პოლიტიკის პრიზმაში

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს ფინანსური დახმარება გაუწიოს სამი ზღვის ინიციატივის სახელმწიფოების მიერ მომზადებულ ენერგეტიკულ პროექტებს. ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისაუბრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

აშშ-ის მიზანს ენერგეტიკის სექტორში იმ რეგიონული ინვესტიციების წახალისება წარმოადგენს, რომელიც ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს მოიცავს. ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანეს დახმარებას გაუწევს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს რუსეთისაგან ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

– საუბარია გაზის მიწოდების სიმძლავრის ზრდაზე, რაც, როგორც სამი ზღვის ინიციატივის სახელმწიფოთა უსაფრთხოებისთვის, ისე უკრაინისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, თავის მხრივ, Nord Stream 2 გაზსადენი გააკრიტიკა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით შენდება. ამ გაზსადენის მეშვეობით, რუსული გაზით გერმანია მომარაგდება. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი საზიანოა და არ უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპასა და კიდევ უფრო მეტად უკრაინაში.”
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას, მაიკ პომპეომაც კრიტიკულად ისაუბრა Nord Stream 2-ზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s