პოლონეთი: ქვეთავი ენერგო პოლიტიკის შესახებ

მთელი თავისი ისტორიის მანძილზე პოლონურ-რუსული ურთიერთობები არასდროს ყოფილა იდილიური.

ომები, სამხედრო ინტერვენციები, შემოსევები, რეპრესიები, ძირგამომთხრელი პროპაგანდისტული ოპერაციები და კრემლის მრავალი სხვა დესტრუქციული ქმედება უმთავრესი მოტივი გახდა, რომ ოფიციალურ ვარშავას კრემლთან მიმართებით უფრო წინდახედული და პრაგმატული საგარეო აერჩია -თავდაცვისუნარიანობის გაზრდა; პოლონეთის პოზიციის გაძლიერება ნატოსა და ევროკავშირში; აქტიური რეგიონალური პოლიტიკის გატარება.

აღნიშნულ მიმართულებათაგან ერთ-ერთი ქვეპუნქტი (თუმცა, არა თავისი ნაკლები მნიშვნელობის გამო) ენერგოუსაფრთხოებაა, როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

რატომ არის ენერგეტიკული უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი?

უკანასკნელი ორი ათწლეულის გაკვეთილებმა ცხადყო მრავალი დასავლელი ექსპერტის ჰიპოთეზა, რომ ენერგეტიკული უპირატესობა რუსეთს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინსტრუმენტებს აძლევს, რათა დააბრკოლოს ან საკუთარი გავლენა გაზარდოს სხვადასხვა საერთაშორისო სახელმწიფო აქტორებზე. ისტორია საუკეთესო ილუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცვლიდა კრემლი (ცალმხრივად) ფასებს და გაზის მიწოდების პირობებს თავისი პოლიტიკური სიმპათიებისა დაგანწყობების მიხედვით (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ.).

მას შემდეგ, რაც კითხვას – ”რატომ არის ენერგეტიკული უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი პოლონეთისთვის?” – მეტ-ნაკლებად ვუპასუხეთ, ვისაუბროთ არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე.

გრძელვადიანი ენერგომომარაგების ხელშეკრულება, რომელიც ამჟამად ვარშავას „გაზპრომთან“ აკავშირებს, 2022 წელს სრულდება. PiS-ის მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ სრულ ენერგო უსაფრთხოებას (ანუ დამოუკიდებლობას) ამ თარიღამდე მიაღწიოს (თვითწარმოებასა და დივერსიფიკაციაზე დაყრდნობით). სხვათა შორის, 2017 წელს აღნიშნული თანამშრომლობა პოლონეთის შიდა ენერგო მოთხოვნის 54%-ს აკმაყოფილებდა. 

ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიამ (POGC) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისტორიული შესყიდვების სერიული ხელშეკრულებები დადო შეერთებულ შტატებთან, ყატარსა და ნორვეგიასთან. გარდა ამისა, პოლონეთმა მოახერხა შვინოუიშჩე სთხევადი გაზის ტერმინალის მოცულობის გაზრდა წელიწადში 5-დან 7,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

2018-2019 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ხელშეკრულებები გაფორმდა American Venture Global Calcasieu Pass–სა და Venture Global Plaquemines LNG–სთან. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 20 წელია და აღნიშნული დოკუმენტი პოლონეთს გარანტიას მისცემს, რომ ყოველწლიურად 3 მილიონ 500 ათას ტონაზე მეტი თხევადი გაზი მიიღოს. 

თუმცა, პოლონური ენერგეტიკული სტრატეგიის ყველაზე ამბიციური პროექტია ბალტიის გაზსადენი. ობიექტი ჩრდილოეთ ზღვაში შეგროვებულ გაზს დანიის გავლით გადაიტანს. PiS–ის უმთავრესი გეგმა პოლონეთი რეგიონალურ ენერგეტიკულ კერად გადაქცევაა. ამ სატრანზიტო შესაძლებლობის წყალობით, ვიშეგრადის ქვეყნებს ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის  შეძენა შეეძლებათ. ეს შესაძლებლობები სკრუპულოზურად შეისწავლეს იმისთვის, რათა რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდეს.

2024 წლიდან POGC–ის მიერ ნორვეგიელებთან, ყატარელებთან და ამერიკელებთან მიღწეული შეთანხმებები შევა ძალაში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მინიმუმ 12.5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის რეგულარული ნაკადი მიიღოს. სხვათა შორის, ნორვეგიული, ამერიკული და ყატარული გაზი ეროვნულ მოთხოვნაზე გაცილებით მეტია. აღნიშნული რეზერვი კი მცირე ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად იქნება გამოყენებული, რუსული მონოპოლიისა და გაბერილი ფასების ჩასანაცვლებად.

ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივანის, რიკ პერის თქმით, შეერთებული შტატები მიზნად ისახავს ეტაპობრივად და მნიშვნელოვნად გაზარდოს თხევადი აირის საექსპორტო შესაძლებლობები ევროპის ქვეყნებში, როგორც ბებერ კონტინენტზე რუსული გავლენის შემცირების სტრატეგიის ნაწილი.

ამ კონტექსტში, პოლონეთთან, როგორც წამყვან სახელმწიფოსთან ბალტიისპირეთსა და ვიშეგრადის ალიანსში, თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც უპრეცედენტო ენერგეტიკული რევოლუციის წინმსწრები ნიშანია. ეს პოტენციური “რევოლუცია” კი ვაშინგტონს ევროპულ ბაზარზე გასვლის ბრწყინვალე პერსპექტივას აძლევს.

ამ მიზეზების გამო, პერიმ ამერიკულ ბუნებრივ აირს “თავისუფლების გაზი” უწოდა, რომელიც ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეს კიდევ ერთხელ გადაარჩენს. თუმცა, ამჯერად ევროპა არა ნაცისტურურ-ფაშისტურ ღერძსა და საბჭოთა იმპერიას, არამედ ვლადიმერ პუტინის რუსეთს ებრძვის.

შეჯამებისათვის უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ენერგეტიკული დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, პოლონეთი იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლება საერთო ევროპული პრეცედენტი გახდეს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე უდიდესი პოზიტიური გავლენა მოახდინოს, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებებით ევროპაში კრემლის გავლენა ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა, მაგავსი ნაბიჯები დიდ გამბედაობასა და პოლიტიკურ ნებას მოითხოვს …

გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s