
საგარეო პოლიტიკის საბჭოში ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1990 წლიდან დღემდე”.
ღონისძიების ფარგლებში, მსმენელთა წინაშე მოხსენებით წარდგნენ:
- საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი გიორგი მეძმარიაშვილი – “გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში”;
- საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი გიორგი ფიფია – “პოლიტიკური მოლოდინები: ბერლინი-თბილისი”;
- მწერალი ლევან ინაური – “ჩვენ მოვიპარეთ გერმანია”.