კვირის ანალიზი

დიპლომატიური სკანდალი გრძელდება 

დონალდ ტრამპის პასუხი სერ კიმ დაროკის მიმართ ჩვეულ სტილში შეურაცხმყოფელი გახლდათ. თუმცა, საკითხი არა სიტყვებში, არამედ დაძაბულ დიპლომატიურ ვითარებაშია, რომელიც საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა. აზრთა განსხვავებულობა შეინიშნებოდა ბრიტანეთში, სადაც თუ ტერეზა მეის ადმინისტრაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა დაროკს, იმავეს ვერ ვიტყვით, დიდი ალბათობით, გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე. სწორედ ბოლო ქმედება გახლდათ შედეგი იმისა, რომ ბრიტანეთს შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ეყოლება. ადამიანირომელიც რამდენიმე კვირის წინ მასპინძლობდა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს, თავისი მოვალეობის შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს არსებულ გარემოში. ინფორმაციის გაჟონვის აქტი შეფასდა, როგორც მესამე პირის განზრახვა, რათა ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობები დაიძაბოს და ჩიხში შევიდეს, თუმცა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა პირველ რიგში, ხაზი გაუსვეს იმას, რომ აღნიშნული პრეცენდენტი გავლენას ვერ მოახდენს შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის დამყარებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. თუმცა, საკითხი საინტერესოა სხვა კუთხიდან. რამდენად უსაფრთხოა კომუნიკაციის საშუალებები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ადმინისტრაციაზე გამოთქმულ აზრებს. პირველი საკითხი უსაფრთხოების სამსახურის საქმეა, როცა მეორე სერიოზულ კითხვას ბადებს თუ რამდენად შეიძლება ვიყოთ გულწრფელნი თუ აზრს გამოვთქვამთ. ბაროკის პრეცენდენტმა შესაძლოა შექმნას ვითარება, რომ ინდივიდები აღარ იქნებიან დარწმუნებულები პირველი  ინფორმაციის უსაფრთხოებაში და მეორე  თავიანთი ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერაში. საქმე იმაშია, რომ  მიმოწერები მნიშვნელოვანია, რადგან საგარეო უწყებაში მომუშავე პერსონალმა იცოდეს თუ რას ფიქრობს ქვეყნის წარმომადგენელი ამა თუ იმ მოვლენაზე. დაროკი უკვე წარსულია, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ  დიპლომატები უკვე მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ მემოების წერისას. 

თურქეთი აგრძელებს მანევრირებას.

პირველი მკაცრი პასუხი ვაშინგტონისგან, გაფრთხილებების გარდათურქი პილოტების გადასამზადებელი პროგრამის შეჩერება გახლდათ არიზონაში, როდესაც პროგრამა მთლიანად დაიხურება და F-35ის მომავალ პილოტებს სახლში დაბრუნება მოუწიათ. თურქეთის ადმინისტრაცია კვლავ განაგრძობს სახიფათო თამაშს, რომელიც რუსული რაკეტების ტიპის C-400ის შეძენას გულისხმობს, რაც პირდაპირი საფრთხეა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ოსაკას სამიტი მნიშვნელოვანი მრავალი თვალსაზრისით იყო; ერთ-ერთი ელემენტი დონალდ ტრამპის და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა გახლდათ, სადაც ორი ქვეყნის ლიდერმა არსებულ კრიზისზე ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ობამას ადმინსტრაცია, როგორც მთავარი დამნაშავე არსებული გაუგებრობისა. როგორც მან აღნიშნა, ერთ დღეს ამერიკული სარაკეტო სისტემის მიყიდვაზე წინადადების დაბლოკვა და მეორე დღეს თანხმობა არ გახლავთ ბიზნესის ტრენდი. აღსანიშნავია, რომ სწორედ თურქულმა მხარემ შეიყვანა მოლაპარაკება ჩიხში, როდესაც ამერიკულ მხარეს “პატრიოტების” ტრანსპორტირება მოსთხოვა. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ტრამპთან დამყარებული ურთიერთობის საფუძველზე მოახერხებს სანქციებისგან თავის არიდებას, ვინაიდან მას ნამდვილად არ უდგას კარგი დრო. (შეგახსენებთ, თურქეთში მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ფიასკო განიცადა სტამბულის მერის არჩევნებში და ასევე საგანგაშო გახდება თურქული ლირის მდგომარეობა სანქციების დაწესების შემთხვევაში). თურქეთი სახიფათო თამაშს აგრძელებს, თუმცა,მსოფლიოში არსებული მოვლენების საფუძველზე, ურთიერთობების უკიდურეს დაძაბვას არ უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, თვეები დასჭირდებაალტერნატიული ბაზრის პოვნას, თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ფ35 ის გაყიდვების საბოლოო შეჩერებას, ბელგია იაპონია და სინგაპური გახლავთ ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე შეუკვეთეს აღნიშნული ხომალდები. სამხედრო შესყიდვების თამაშში დაკარგვით თურქეთი უფრო დაზარალდება, ვიდრე შეერთებული შტატების ეკონომიკა, თუმცა, ფაქტია,მიუხედავად უამრავი გაფრთხილებებისა, პარასკევს თურქეთმა უკვე მიიღო რუსული სარაკეტო სისტემის პირველი ნაწილები.

ჩინეთი ეთნიკური უმცირესობის უფლებებს არღვევს

ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მოუწოდა ჩინეთს თავი შეიკავოს უიგურის წარმომადგენელთა დაკავებისაგან. როგორც გაეროს ექსპერტები აცხადებენ, სხვა მუსლიმანებთან ერთად ისინი დაკავებულნი არიან, როგორც ჩინური მხარე აცხადებს  გადასამზადებლ ცენტრებში, რათა მოხდეს სამომავლო ექსტრემიზმის აღკვეთა და ამასთანავე ამ ადამიანებმა შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები. წერილს ხელი 22 ქვეყნის ელჩმა მოაწერა, რომელთა შორისაა იაპონიის, კანადისა და ავსტრალიის წარმომადგენლები მათ ევროპელ კოლეგებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვერ შევხვდებით შეერთებული შტატების ელჩის ხელმოწერას, ვინაიდან ქვეყანამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ერთი წლის წინ დატოვა. 

როგორც დიპლომატები აცხადებენ, ეს გახლავთ პირველი კოლექტიური ქმედება და ერთგვარი სიგნალიც კი პეკინის წინააღმდეგ და დოკუმენტი ატარებს გლობალურ ხასიათს, ვინაიდან გაერო არ დაუშვებს არანაირ გამონაკლისს, როდესაც საქმე ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება. 

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება, თუმცა, არსებულ ვითარებაში მოვლენების მსგავსი განვითარება ნაკლებადაასავარაუდო.

ჩინეთის ელჩმა გაეროში წერილი უარყოფითად შეაფასა, რადგან მასში უგულვებელყოფილიარეალური ფაქტები, რომლებიც სინამდვილეში ხდება. ჩინეთი აქტიურად ებრძვის ტერორიზმს და მსგავსი ტიპის ქმედებები მიმართულია ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რაც ადამიანების სოციალიზაციას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე, ჩინეთი გააგრძელებს არჩეულ კურსს, თუმცა, პირველი საერთო მოწოდება შესაძლოა მკაცრ ტონალობაში გადაიზარდოს.

ასევე აღსანიშნავია,  დონალდ ტრამპი ირანს სანქციების გამკაცრებით ემუქრება, როდესაც ევროპელი ლიდერები ფიქრობენ თუ როგორ მოაგვარონ კრიზისი, ერთ-ერთი ალტერნატივა რუსეთზე და ჩინეთზე გადის, რომლებიც ავსებენ იმ ვაკუუმს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შექმნა. 

ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ვერ ახერხებს საბოლოო გამარჯვების მოპოვებას, ვინაიდან აჯანყებულები, რომლებიც აკონტროლებენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას, თურქული დახმარებით სარგებლობენ. იდლიბის პროვინციის აღება  დღემდე ვერ ხერხდება, მიუხედავად რუსების პირდაპირი მხარდაჭერისა.

წინა კვირის პროგნოზი დღეს უკვე რეალობად იქცა, როდესაც ირანულმა გემებმა ბრიტანული ტანკერის ბლოკირება სცადეს. ეს გახლდათ პირდაპირი პასუხი გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც ირანული ტანკერი დააკავეს. 

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s