კვირის ანალიზი

მომავალი კვირიდან 2015 წლის ატომურ შეთანხმებას ირანიც დაარღვევს.

ირანი დაიწყებს ურანის გამდიდრებას, დაარღვევს რა დაწესებულ ლიმიტს, რომელიც დაუწესდა 2015 წლის შეთახმებით, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ. მისი თქმით, იგეგმება არაკის მძიმე წყალზე მომუშავე რეაქტორის აღდგენა, რომელიც შეთანხმებისამებრ არ ფუნქციონირებდა. მიუხედავად ტრამპის გაფრთხილებისა, რომ ყურადღებით მოეკიდონ არსებულ საფრთხეებს, ირანის პრეზიდენტმა გადაჭრით განაცხადა, რომ ქვეყანა მიიღებს იმდენ ურანს, რამდენიც სურს.

სანქციები, რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, 2017 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტიან ზრდას მომავალი წლის სამ პროცენტიანი დეფიციტი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ წელს დაიწყო ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა, 2019-ში კი ნიშნულმა 6 პროცენტს მიაღწია. უდავოა, რომ ტრამპის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა ხისტია და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ირანთან მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას ითვალისწინებს, თუმცა, მსგავსი ქმედებები სამხედრო კონფლიქტის ალბათობას უფრო ზრდის, ვიდრე პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ( დონალდ ტრამპმა ბოლო წუთს გადაიფიქრა ირანზე სამხედრო თავდასხმა, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდგომ). 

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირანს შეუძლია ატომური ბომბის შექმნა, მაგრამ პრეზიდენტის განცხადება უფრო ევროპელი ლიდერების ძველ შეთანხმებაზე დაბრუნება და სანქციების მოხსნისკენ კარგად გათვლილი ნაბიჯი უფროა, ვიდრე რეალურად ბომბის დამზადება.

ავღანეთში ტერაქტები გრძელდება

კვირას ქალაქ ღაზნში მანქანაში დამონტაჟებულმა ბომბმა 8 უსაფრთხოების თანამშრომელი შეიწირა. აფეთქება სკოლასთან ახლოს მოხდა, რასაც მოსწავლეების დაშავება მოჰყვა , გარდაიცვალა ოთხი სამოქალაქო პირი. ღაზნის რეგიონში, რომლის დედაქალაქიც იმავე სახელს ატარებს,განხორციელებული ტერაქტი ნეგატიურად აისახება დოჰაში გასამართ მოლაპარაკებაზე, სადაც თალიბანის წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე აიღეს ტერაქტზე პასუხისმგებლობა, შეეცდებიან თავიანთი გეგმა წარადგინონ ავღანური სახელმწიფოს მომავალთან დაკავშირებით. შეერთებულიშტატების ზალმაი ხალიზადის განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და უკვე შეიძლება გარკვეულ პროგრესზეც საუბარი. სასაუბრო თემები ძირითადად მოიცავს:ანტიტერორისტულ ოპერაციებს, ჯარის გაყვანას, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგსადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

რაც მეტი დრო გადის უპირატესობა თალიბანის მხარეს გადადის. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია უკვე მიიღებს საერთაშორისო აღიარებას და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის კონტროლს შეძლებს, საპირისპირო შემთხვევაში,ავღანეთში დაუსრულებელი ომი გაგრძელდება. 2018 წლის იმედის ნაპერწკალი, რომელიც გამოიწვია სამ დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ, მოვლენამ, რომელმაც დაგვარწმუნა,რომ ავღანეთში მშვიდობის დამყარება რეალურად შესაძლებელია. ყატარში დაგეგმილ მოლაპარაკების შემდგომი ეტაპი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ჰონგ-კონგის მოთხოვნები იზრდება

12 ივნისის დილა განსხვავებულად დაიწყო მიტანის სერვისში მომუშავე პერსონალისთვის, ნაცვლად სამსახურისა ისინი აქციაზე გამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის მეწარმეთა უმრავლესობა კონსერვატიული ფრთხილი ხასიათით გამოირჩევა, აქციას რესტორნებისა და მაღაზიების მეპატრონეებიც უერთდებიან. ყველა ერთხმად აპროტესტებს კანონს. ძირითადად საზოგადოების შიში ჩინეთის სასამართლოში მოხვედრაა, რასაც ახალი კანონი ლეგალურად შესაძლებელს ხდის. პროტესტი გრძელდება, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ჭარბობენ და შესაბამისად მოთხოვნათა დინამიკაც იცვლება. უკვე შეიმჩნევა დროშები, რომლებიც ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობას მიანიშნებენ.დემონსტრატები რკინიგზის სადგურისკენ გაემართნენ, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ და გააგებინონ იმ ადამიანებს , რომლებიც ჩინეთში მოგზაურობენ, თუ რას აპროტესტებენ.პროტესტის მონაწილეების განცხადებით, საჭიროა ობიექტური გამოძიების ჩატარება, ვინაიდან, მათი აზრით, სწორედ 12 ივნისს მოხდა ძალის გადამეტება ხელისუფლების მიერ, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.ჯერჯერობით ოფიციალური პეკინი თავს იკავებს ექსტრემალური ზომების მიღებისგან, თუმცა, არ უნდა გაგვიკვირდეს მოვლენების სხვა სცენარით განვითარება. ფაქტი კი ერთია, ჰონგ-კონგის წარმომადგენლობას მომავალში მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემთხვევაში.

დიპლომატიური სკანდალი ორ მოკავშირეს შორის. ბრიტანეთის ელჩმა დონალდ ტრამპს არაკომპეტენტური უწოდა. მემოს, რომელსაც Daily Mail ავრცელებს, ელჩი არ გამორიცხავს ტრამპისკარიერის სამარცხვინოდ დასრულებას, ჯერჯერობით უცნობია თეთრი სახლის პასუხი.

თეირანის რეაქცია დაკავებულ გემზე: თუ არ გაათავისუფლებთ ჩვენ სახმელეთო ხომალდს, იძულებული ვიქნებით , მივიღოთ ადეკვატური ზომები, რაც თქვენი გემის დაკავებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ირანზე დაწესებული სანქციების აღსრულებისას ბრიტანელებმა შეაჩერეს ირანული ხომალდი,რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა. სავარაუდოდ ის სირიისკენ მიემართებოდა.

50-საათიანი მოლაპარაკების დასასრული ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად კრისტიან ლაგარდის დანიშვნა აღმოჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოო შეთანხმება მნიშვნელოვანია , რადგან ის არ ყოფს ევროპას არც პოლიტიკურად და არც გეოგრაფიულად, ეს გახლავთ ახალი პროცესი ევროპისთვის, განახლებული გუნდითა და ახალი სახეებით.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s