კვირის ანალიზი

ოსაკა და დიდი ოცეული

დიდი ოცეულის შეხვედრას იაპონიამ უმასპინძლა. აღსანიშნავია დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. შეგახსენებთ, წინა შეხვედრა სწორედ ტრამპის მიერ გაუქმდა, უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გამო. პრეზიდენტის დღის განრიგში სი ზიპინთან შეხვედრაც შედის. დიდი ოცეულის შეხვედრა მულტიპოლარულ სამყაროში უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან სწორედ ის გახლავთ ადგილისადაც ლიდერები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს და თანხმდებიან რიგ საკითხებზე. Zero G world – სიტუაციასადაც არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს მსოფლიო ლიდერის სტატუსი (ბიპოლარიზმისა და უნიპოლარიზმის დასასრული), მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია.  საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს აქსიომა, რომელიც გვეუბნება: როდესაც არსებობს ძალის მრავალი ცენტრი, სისტემა მეტად არასტაბილურია. დასასრულისკენ,  ლიდერებმა ასევე ირანის საკითხიც განიხილეს.

ახალი ფურცელი ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდაშეხვედრის თემა არ შეცვლილა: ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის შეჩერება. ივნისის დასაწყისში ლიდერებმა წერილები გაცვალეს, რაც გარკვეულწილად შეხვედრის მიმანიშნებელი გახლდათ. ჰანოიში გამართული მოლაპარაკება წარუმატებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინაიდან მას არანაირი შედეგი არ მოყოლია.  ვფიქრობ, ამჯერად პოზიტიური განწყობა უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნის ლიდერები არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩევიან, ეს მათი პირველი შეხვედრა არაა, შესაბამისად, პირველი კონტაქტის შემდეგ გარკვეული შეხედულებები აუცილებლად შეიცვლებოდა, თუმცა ლოგიკურია კითხვა თუ რისი შეთავაზება შეუძლია ორ გამორჩეულ ლიდერს ერთმანეთისთვის. ჯერჯერობით ტექნიკური მხარე მოიცავს იონბიონის ატომური სადგურის განიარაღებას და შტატების მხრიდან სანქციების შერბილებას, მაგრამ არარეალურია იმის თქმა, რომ ჩრდილოეთ კორეა საერთოდ შეწყვეტს თავის ბირთვულ პროგრამას.

ტრამპის პასუხი ირანს

ამერიკული დრონის ჩამოგდების შემდგომ, დონალდ ტრამპის პასუხი კიბერშეტევა გახლდათ. ორშაბათს ირანის კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, შეერთებულმა შტატების შეტევამ კრახი განიცადა და მსგავსი ქმედებები ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ირანის პრეზიდენტი 25 ივნისს მიცემულ ინტერვიუში თეთრ სახლს მენტალურ აშლილობაში სდებს ბრალს, მისი განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში მსგავი სიტუაცია არასდროს ყოფილა, როდესაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უბრალოდ არ იცის რა უნდა გააკეთოს. მათი დაბნეულობა არაადეკვატური ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა დრონის ჩამოგდების დროს გამოყენებული ტექნიკის ირანულ წარმომავლობას და დაამატარომ მათი მიზანი არ გახლავთ რომელიმე სახელმწიფოს დამცირება, თუმცა, არც საპირისპიროს გაკეთების უფლებას მისცემენ ვინმეს.

ასევე, გამოსაყოფია ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრა ოსაკაში. შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და შტატებს შორის ეგრეთ წოდებული სარაკეტო კრიზისი მიმდინარეობს. უკანასკნელმა, თურქი პილოტების გადასამზადებელი პროგრამა შეწყვიტა.

ბაჰრეინში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა ისრაელპალესტინის სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელიც 50-მილიარდიან ინვესტიციას ითვალისწინებს, თუმცა პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ილუზიაა, რაზეც პალესტინური წარმომადგენლობის არგამოცხადება მოწმობს.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s