შეტევა ტრიპოლიზე და პოლიტიკური ქაოსი ლიბიაში

USD

2019 წლის აპრილში გენერალ ხალიფ ჰაფტარის ლიბიის ნაციონალურმა არმიამ (LNA) დედაქალაქ ტრიპოლიზე დაიწყო შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ ტრიპოლიში ბაზირებული მთავრობის წინააღმდეგობა საკმაოდ მძლავრია, გენერალ ჰაფთარის პოპულარობაც საკმაოდ მასშტაბურია. საერთაშორისო აქტორების ნაწილმა ლიბიის ნაციონალური არმიის (LNA) დედაქალაქზე იერიში დაგმო, თუმცა გენერალ ჰაფთარის ისეთი სახელმწიფოები უჭერენ მხარს, როგორებიცაა რუსეთი და ეგვიპტე, რომლებიც პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით უშუალოდ არიან ჩაბმულნი მიმდინარე პროცესებში.

ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოამარ კადაფის მმართველობა დაემხო და არჩენების გზით ხელისუფლება ნაციონალურმა კონგრესმა (GNC) გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებით ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ძალებმა ხელისუფლების სათავეში მოსვლა ლეგიტიმურად ვერ მოახერხეს, მათ მხარდაჭერა ყატარმა და თურქეთმა მაინც გამოუცხადეს, რასაც მათი მხრიდან საზღვაო ქალაქ მისტირას ხელში ჩაგდება მოჰყვა. ისლამისტი ფუნდამენტალისტებისათვის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ლიბიის ახალი ხელისუფლების მხრიდან 2011 ელ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეებისათვის ფულადი სარგო გადახდა იყო. შედეგად, ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი სწორედ ფუნდამენტალისტებმა ნახეს. 2012 წლიდან ისლამურმა ფრთამ ეტაპობრივად ხელისუფლებაში შეღწევაც შეძლო და ისეთი სამთავრობო უწყების ხელში ჩაგდება მოახერხა, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო. ამით დაიწყო ლიბიის სეკულარულ და ფუნდამენტალისტურ სამხედროებს შორის გაუცხოება. რადიკალების ხელში მოექცა ქალაქი ბენგაზიც, სადაც 2012 წლის 11 სექტემბერს აშშ ელჩი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები მოკლეს. მოგვიანებით კი რადიკალებმა ისლამურ სახელმწიფოს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

2014 წელს ლიბიაში მეორედ ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ისლამურმა რადიკალებმა გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხეს, თუმცა მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოებას არ მოერიდნენ. არჩეული პარლამენტი ტრიპოლიდან ქალაქ ტობრუკში გადავიდა, სადაც მათ სამხედრო ძალების ხელმძღვანელად გენერალი ხალიფ ჰაფტარი აირჩიეს. ეს უკანასკნელი კადაფის დროინდელი გენერალი გახლდათ, რომელმაც კადაფისთქნ დაპირისპირების გამო ჯერ კიდევ რევოლუციამდე – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მხარდაჭერით – ადრეულ 1990-ან წლებში დატოვა ქვეყანა და აშშში დაიდო ბინა, თუმცა რევოლუციის პერიოდში იგი კვლავ ბრუნდება ლიბიაში და  კადაფის წინაამდეგ ბრძოლაში იღებს მონაწილეობას.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ტრიპოლიში კონფლიქტურ მხარეებს შორის შედგა შეთანხმება და გაეროს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა მთავრობა ნაციონალური აკორდის (GNA) სახელით, სტაბილურობა მაინც ვერ იქნა მიღწეული. ახლა უკვე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად რამდენიმე განსხვავებული ფრაქცია და ძალა იბრძოდა. თავდაპირველად კონფლიქტი ტრიპოლიში მყოფი ნაციონალური აკორდის ახალ მთავრობასა (GNA) და წინა მთავრობის, ნაციონალურ კონგრესის (GNC) ყოფილ წევრებს შორის დაიწყორომელთაც ცალკე მოძრაობა .. ეროვნული ხსნის მთავრობა ჩამოაყალიბეს, რომელთაც სხვადასხვა მცირე, ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებიც მიუერთდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძალა ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირებაში არ შესულა, მათი არსებობა ნაციონალური აკორდის მთავრობისათვის სერიოზული გამოწვევაა. მეორე მხრივ, ძალიან აქტიურია ტობრუკში 2014 წელს გაქცეული პარლამენტის მიერ დანიშნული გენერალ ჰაფთარი სამხედრო ძალები, სახელად  ლიბიის ნაციონალურ არმია (LNA), რომლებიც არ აღიარებდნენ ტრიპოლის მთავრობის ლეგიტიმურობას. ტობრუკისა და ტრიპოლის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ისლამური სახელმწიფოს ძალები, რომელთაც ხელში ქალაქი სირტე და ბენგაზი იგდეს.

თავდაპირველად გენერალ ჰაფთარისა და ლიბიის მთავრობის ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ ჩქარობდნენ. ჰაფთარის ლიბიის ნაციონალურმა არმიამ (LNA) შეტევა ბენგაზიზე წამოიწყო, ხოლო სამთავრობო ძალებმა სირტე მოაქციეს ალყაში. ორივე სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა: 2016 წელს სირტე განთავისუფლდახოლო 2017 წელს ბენგაზი, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ლიბიაში. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ გენერალ ჰაფთარის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა.

საერთო საფრთხის განადგურების შემდეგ გენერალ ჰაფთარსა და ტრიპოლიში მყოფ გაეროს მხარდაჭერილ მთავრობას შორის ურთიერთობა გამწვავდა. ამას დაემატა საერთაშორისო ძალების გააქტიურებაც: რუსეთი და ეგვიპტე გენერალ ხალიფ ჰაფთარს უჭერსმხარს და აიარაღებენ კიდეც მას. ჰაფთარის არმია შედარებით უფრო სეკულარული, გამოცდილი და ორგანიზებულია, ვიდრე სხვა დანარჩენი ძალები ლიბიაში. მეორე მხრივ, გაეროსა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნაციონალური აკორდის (GNA) მთავრობა ტრიპოლიში საკმაოდ სუსტია. გარდა იმისა, რომ მათი სამხედრო ძალები შედარებით გამოუცდელები არიან, მთავრობის ერთერთი უმთავრესი გამოწვევა შიდა ფრაქციონიზმი და დაპირისპირებებია.

მიუხედავად საერთაშორისო აქტორთა მხრიდან ლიბიის მთავრობისადმი დეკლარირებული მხარდაჭერისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოწოდებისა, ჰაფთარის გამარჯვების შემთხვევაშისავარაუდოა, რომ დასავლეთი მზად იქნება მასთან მოლაპარაკებების წარმოებისათვის. ის პირობები, რაც დღეს ლიბიას უდგას, რასაც ნაციონალური აკორდის მთავრობის ფრაქციონიზმი და ჰაფთარის ძალების არსებობა ქმნის, არახელსაყრელია მთავარი საერთაშორისო აქტორებისათვის, რომელთაც რამდენიმე განსხვავებულ ძალასთან დამოუკიდებელი მოლპარაკებების წარმოება უწევთ, რომლის შედეგებსაც საპირისპირო ძალები იშვიათად თუ აღიარებენ. თუმცა საფიქრებელია, თავად რა საგარეო პოლიტიკურ კურსს აირჩევს ჰაფთარი, რომელიც მოცემულ მომენტში რუსეთისაგან მხარდაჭერილი ძალაა, თუმცა, წარსულში ახლო კავშირები ქონდა აშშსთან.

ცვალებადი ინტენსივობით ლიბიაში სამხედრო მოქმედბები 2011 წლიდან მიმდინარეობს. რა შედეგით დასრულდება ნავთობით მდიდარი სახელმწიფოს ხელისუფლებისათვის ბრძოლა უცნობია, თუმცა, ამ ეტაპზე ნათელია, რომ დემოკრატიული არჩევნების შედეგები ლიბიის ფრაქციული ძალებისათვის კონსესუსის მიღწევისათვის ეფექტურ საშულება ჯერაც ვერ იქცა.

გიორგი კობერიძე

უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s