კვირას, 21 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტოარჩევნების პირველი ტური გაიმართა. ქვეყნის საპრეზიდენტოარჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ: სოციალ–დემოკრატიულიკავშირის კანდიდატი –სტევო პენდაროვსკი, ოპოზიციური პარტიისლიდერი (VMRO-DPMNE)– გორდანა სილიანკოვსკა–დავკოვა დადამოუკიდებელი კანდიდატი, ეთნიკურად ალბანელი– ბლერიმ რეკა.
წინასაარჩევნო ყველა გამოკითხვის მიხედვით 45%-ით პენდაროვსკილიდერობდა.
ცოტა რამ კანდიდატების შესახებ
ჩრდილოეთ მაკედონიის მმართველი პარტიის სოციალ–დემოკრატიული კავშირის კანდიდატი სტევო პენდაროვსკი, 56 წლის,პროფესიით პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტია, რომელიცსხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყოფილიპრეზიდენტის ბორის ტრაიაკოვსკის ადმინისტრაციაში საგარეოპოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა. პენდაროვსკი 2014 წელს ქვეყნისსაპრეზიდენტო არჩევნებში სოციალ–დემოკრატიული პარტიისკანდიდატი გახლდათ.
მაკედონიის უნივერსიტეტის პროფესორი და იურისტი, 63 წლისგორდანა სილიანკოვსკა–დავკოვა – სხვადასხვა დროს აკადემიურითანამდებობები ეკავა, ხოლო 1992-1994 წლებში ბრანკოცრვენკოვსკის პირველი მთავრობის უპორტფელო მინისტრი იყო. იგიარის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კონსტიტუციურისამართლისა და პოლიტიკური სისტემის საკითხებში. დავკოვაშესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს ქვეყნის ისტორიაში.

ეთნიკურად ალბანელი, დამოუკიდებელი კანდიდატი 58 წლის ბლერიმ რეკა გახლდათ, რომელიც ევროკავშირში სკოპიეს ელჩი იყო.

შედეგები
პირველი ტურის შედეგების მიხედვით პენდაროვსკიმ 323,846 ხმამიიღო, რაც ხმათა 42.85 %-ია, მისი სლოგანია “წინ ერთად”, რომელიცმხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასა დასაბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული დავისმხარდამჭერია. სილიანოვსკამ კი 319,240 ხმა, ანუ 42.24% მიიღო. იგიპარტიასთან ერთად მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა სკოპიესა და ათენსშორის შეთანხმებას. ეთნიკურად ალბანელმა ბლერიმ რეკამ კიმხოლოდ 11 პროცენტი აიღო, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვისბრძოლას გამოეთიშა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობა მხოლოდ 41.82 პროცენტი დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალიმაჩვენებელია.
ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებისმიხედვით, არჩევნები დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში გაიმართა.
ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აქვს. იგი ნიშნავს ელჩებს და არის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისმთავარსარდალი.
არჩევნების მეორე ტური 5 მაისს გაიმართება.
თორნიკე ცირამუა
საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი