რუსული პროპაგანდის ფაბრიკაციები

გრიგოლ ჯულუხიძის კვლევიდან

გამოსახულება 1: „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უტყუარ მტკიცებულას გვთავაზობს იმის შესახებ თუ როგორ უწევს ამერიკის შეერთხებული შტატები ფაქტიურ დახმარებას ისლამურ სახელმწიფოს, მისი აღდგენისა და რეგიონში ამერიკის ინტერესების გატარების მიზნით“.
წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითერის ოფიციალური გვერდი.

გამოსახულება 1-ზე ის ფაბრიკაციაა მოცემული, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. რუსული ნარატივის თანახმად, თავდაცვის უწყებამ „უტყუარი“ მტკიცებულება მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ოპერაციის შესახებ. აღნიშნული სამხედრო ინტერვენციის მიზანს სირიის სამთავრობო ძალების განადაგურება და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთათვის კორიდორის შექმნა წარმოადგენდა. სინამდვილეში, წარმოდგენილი კადრები მობილური თამაშის, AC-130 Gunshot Stimulator-ის პრომო ვიდეო აღმოჩნდა.

გამოსახულება 2: „16 მარტს ჩვენ ვირჩევთ …“.
წყარო: http://moderndiplomacy.eu/media/k2/items/cache/dd9b4b0a80eff28fc65a7f105431f022_L.jpg

გამოსახულება 2-ზე ის მეტა-ნარატივია, რომელიც „კრემლმა“ ყირიმის რეფერენდუმის წინ, ბანერებზე გამოიყენა. ერთი მხრივ, ნაცისტური სიმბოლიკა, რომელიც „არასწორი“ არჩევანის შემთხვევაში, ყირიმის მომავალთან იქნებოდა ასოცირებული, მეორე მხრივ – რუსეთის ფედერაციის დროშა.

გამოსახულება 3: რუსეთის 120 ტყუილი უკრაინის შესახებ.
http://www.russialies.com/russias-top-120-lies-about-ukraine/
გამოსახულება 4: „რუსული პროპაგანდის უკანასკნელი ფაბრიკაციები, ედუარდ სნოუდენი და ადოლფ ჰიტლერი“.
წყარო: http://www.juliadavisnews.com/articles-about-russian-propaganda/russias-latest-propaganda-fabrications-involve-adolf-hitler-edward-snowden/

კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ გაავრცელა, უკრაინას ეხება. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ტელევიზიამ (Россия 1) რეპორტაჟი მოამზადა –  სიუჟეტში საუბარი იყო პარტია „სვობოდას“ ინიციატივაზე, რომელიც უკრაინულ გრივნაზე ადოლფ ჰიტლერის გამოსახულებას გულისხმობდა. სინამდვილეში, არც აღნიშნული პარტიის არცერთ წევრს და არც არავის უკრაინული პოლიტიკური სპექტრიდან მსგავსი მოსაზრება არ გამოუთქვამს.

გამოსახულება 5: „ექსპერტები: ერდოღანის შვილი ბიზნესისა და ისლამური სახელმწიფოს ნავთობისათვის იბრძვის“.
წყარო: http://www.russialies.com/russias-top-200-lies-international-edition/

რუსულ-თურქული პოლიტიკური დაპირისპირების ყველაზე მწვავე ეტაპზე, 2015 წლის ნოემბერში რუსულმა Life.ru-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტის შვილი, ბილალ ერდოღანი ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან მართავდა ბიზნეს შეხვედრებს. სინამდვილეში, მე-5 გამოსახულებაზე მოცემული ფოტო რესტორან „ჯიგერის“ მფლობელებთანაა გადაღებული (სხვათა შორის, აღნიშნული კვებითი ობიექტის დამფუძნებლები ყველა ცნობად სახესთან ერთად იღებენ მსგავს ფოტოებს). 

შედეგად, კრემლმა არამხოლოდ რუსეთის მოსახლეობის ინდოქტრინაცია, არამედ დასავლურ სახელმწიფოეშიც კი პოლიტიკური ბზარების გაჩენა მოახერხა. რიგ შემთხვევაში, ეს ევროსკეპტიციზმის ზრდით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებითა და ცალკეული საზოგადოებების ნეიტრალური პოზიციით ვლინდება. იოზეფ გებელსის პრინციპი კი „რაც უფრო მწარე და დაუჯერებელია ტყუილი, მით მეტია დაჯერების შანსი“, 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს პრაქტიკულ აქტუალობას.  

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s