ხალიფატის დასასრული? „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია

AE5A2ED0-E873-4E86-A9E1-78893DDEE8B6.jpeg

სირიის დემოკრატიული ძალების განცხადებით, 23 მარტს, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი პუნქტის, ბაღუზის გათავისუფლების შემდეგ, ISIS სირიაში საბოლოოდა დამარცხებულია. თავის დროზე, აშშ-ის წინამძღოლობით შექმნილი კოალიცია – რომელში ქურთული, არაბული სამხედრო ნაწილები და ფრანგულ-ბრიტანული სპეციალური დანაყოფები შედიოდნენ – აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ არსებობს და აღმოსავლეთ სირიაზე სრული კონტროლი არის მოპოვებული.

„ისლამური სახელმწიფო“, არსებობის ხუთწლიანი პერიოდის მანძილზე, არაერთგვაროვნად ვითარდებოდა. საწყის წლებში ტერორისტულმა გაერთიანებამ მნიშვნელოვნად ვრცელ ტერიტორიებზე და ბუნებრივ სიმდიდრეებზე დაამყარა კონტროლი. თუმცა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შექმნილ სამხედრო კოალიციაში რამდენიმე ქვეყანა ჩაერთო, დაიწყო ISIS-ის ეტაპობრივი დაღმასვლა. ბოლო თვეებში ვრცელდებოდა განცხადებები ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შესახებ და მართლაც უკანასკნელ ხანებში, აღნიშნულმა გაერთიანებას რეალური ძალა დაკარგა. დღეს კი დიდი ბრიტანთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერები „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების ფაქტს ადასტურებენ. დონალდ ტრამპის განცხადებით ISIS-ზე გამარჯვების მიუხედავად, აშშ ფხიზლად უნდა იყოსსანამ არ მოხდება ტერორისტული ორგანიზაციის სრული განადგურება არ მოხდება მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე, მან დასძინა, რომ “ამერიკა დაიცავს საკუთარ ინტერესებს ყველგან და ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება შეიქმნება”.

მიუხედავად იმისა, რომ სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ISIS ფიზიკურად განადგურებულია, ეს სულაც არ ნიშნავს საფრთხის არარსებობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლები და მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ. მაგალითისათვის ლიბია გამოდგება, სადაც არსებული ქაოსის პირობებში, ისლამური სახელმწიფოს ყოფილი წევრები თავისუფლად აგრძელებენ მოქმედებას. 

გიორგი ფიფია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s