საპრეზიდენტო არჩევნები სლოვაკეთში

slovakfeature

2019 წლის 16 მარტს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. პირველ ტურში კორუფციასთან მებრძოლმა აქტივისტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა 40,5%-ით. მეორე ადგილი მმართველი გუნდის, სმერ-ის კანდიდატმა მაროშ სეფჩოვიჩმა დაიკავა 18,7%-ით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზუზანა ჩაპუტოვას არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში და მისი სახელი ანტიკორუფციულ კამპანიებთანაა დაკავშირებული. თავისი ხედვებით იგი მკვეთრად პროდასავლურ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება და არასაპარლამენტო პარტია „პროგრესულ სლოვაკეთს“ წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლება-მოსილება შეზღუდულია, უმაღლეს მთავარსარდალს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს გენერალური პროკურორისა და მოსამართლეების დანიშვნის კუთხით. ასევე ძალიან მნიშნელოვანია პრეზიდენტის როლი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

სხვათა შორის, სიტყვა „კორუფციას“ უკანასკნელ პერიოდში ხშირად ახსენებენ სლოვაკეთში. ამ თვალსაზრისით ყველაფერი 2018 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ჟურნალისტი იან კუციაკი მოკლეს თავის საცოლესთან ერთად. კუციაკი საგამომძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და სხვადასხვა კორუფციულ სქემებეს იკვლევდა. ერთ-ერთი ასეთი გამოძება ცნობილი სლოვაკი ბიზნესმენის, მარიან კოჩნერის მხილებით დასრულდა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია კუციაკის მკვლელობის საქმეში. ჟურნალისტის მკვლლელობას სლოვაკეთში მასობრივი დემონსტაციები მოჰყვა, რაც პრემიერ რობერტ ფიცოს გადადგომით დასრულდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 მარტსაა დაგეგმილი და მაღალი ალბათობით მასში გამარჯვებას სლოვაკი ლიბერალების ფავორიტი, ზუზანა ჩაპუტოვა მოიპოვებს.    

 

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s