ხუთი პარტია პოლონეთის პარლამენტში …

1016123523Stimator-ის მიერ, DoRzeczy.pl-ისთვის ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ ცხადჰყო, რომ პოლონეთის მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” (Prawo i Sprawiedliwość) გამოკითხულთა 39.7%-ის მხარდაჭერით სარგებლობს.

ამავე კვლევის თანახმად, “ხვალ რომ არჩევნები იყოს,” 5 სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება შევიდოდა რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში:

1. “კანონი და სამართლიანობა” (PiS) – 39,7% (224 მანდატი). ანუ ამ შედეგით იაროსუავ კაჩინსკის პარტია დამოუკიდებელ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს (საჭიროა 231 მანდატი).

2. სამოქალაქო პლატფორმა (PO), რომელსაც გამოკითხულთა 28.2% უჭერს მხარს (157 მანდატი).

3. რამდენიმე დღის წინ, რობერტ ბიედრონის მიერ დაფუძნებული პარტია Wiosna (“გაზაფხული”) – 8,6% (31 მანდატი).

4. მოძრაობა Kukiz’15 – 7.4% (27 მანდატი).

5. PSL – 5.9 პროცენტი (20 ადგილი).

კვლევა 2019 წლის 5-7 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

აღნიშნული კვლევა კიდევ უფრო დრამატულს ხდის ბრძოლას 2 უმნიშნელოვანესი არჩევნებისათვის, რომელიც პოლონეთში უნდა მიმდინარე წლის მაისსა და ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ერთი მხრივ, მმართველი გუნდი ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, მეორე მხრივ, ახალი ევროპული ალიანსი (PO-ს ხელმძღვანელობით) – კაჩინსკის გუნდის ჩანაცვლებას.

 

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s