პუტინის ვიზიტი სერბეთში: ენერგეტიკა და კოსოვო

61fb29ea-a815-4990-93bd-ceefd1e31f61

17 იანვარს, ვლადიმერ პუტინი სერბეთს ეწვია, ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში 2014 წლის და მეოთხე ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ლიდერი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩსა და მთავრობის წევრებს შეხვდა, სადაც განსახილველი საკითხები ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები იყო. ამავდროულად, პუტინი სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ეწვია, სადაც ათასობით სერბის წინაშე წარდგა.

პუტინის პოპულარობა სერბეთში დასავლეთ ბალკანეთის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია, რაც საერთო პოლიტიკურ, ისტორიულ-კულტურული და რელიგიური კავშირებით არის გამოწვეული. რუსეთი უკვე ორ ათწლეულზე მეტია წარმატებულად აშორებს  პროპაგანდის გზით ნატოსგან სერბეთს.

ბელგრადისა და პრიშტინას საკითხი

პუტინსა და ვუჩიჩის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პუტინმა კოსოვო დაადანაშაულა პროვოკაციულ ქმედებებში, რაც, მისი თქმით, მხარეებს შორის ურთიეთობების ნორმალიზებას უშლის ხელს. სერბეთმა კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს ნატოს სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დაკარგა, ხოლო ურთიერთობების ესკალაცია სათავეს კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან იღებს. ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა, რომ კოსოვოს მიერ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება არალეგიტიმურია.

„გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუცია 1244 (ავტ. რეზოლუციის მიზანი იყო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიისა და სხვა ალბანელთა შეიარაღებული ჯგუფების დემილიტარიზაცია) არ ცნობს კოსოვოს მიერ არმიის ჩამოყალიბებას.”

ჩვენ სრულად ვიზიარებთ სერბეთის შეშფოთებას, რაც ბალკანეთის რეგიონის არასტაბილურობას ახალისებს“, – განაცხადა პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პუტინმა თავის სერბ კოლეგას დაუდასტურა, რომ მზადაა ჩაერთოს ორმხრივ მოლაპარაკებებში, ვინაიდან ევროკავშირის მედიაცია არაეფექტური და უშედეგოა.  ვუჩიჩმა ხაზგასმით დაუდასტურა, რომ მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ახლო მომავალში საკითხის მოგვარების პერსპექტივას ვერ ხედავს.

თავისუფალი-ვაჭრობის სივრცე

 რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს მოაწერს. თანამშრომლობის ფარგლებში, მოსკოვი მზადაა, 1.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ინფრასტრუქტურაში, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს „თურქსტრიმის“ ნავთობსადენის პროექტის განხორციელებას სერბეთში.

შეგახსენებთ, რომ თურქსთრიმი არის რუსეთსა და თურქეთს შორის ნავთობსადენის პროექტი, რომელმაც სამხრეთ ნაკადის პროექტი ჩაანაცვლა.

პარარელურად, აშშ-მ კრემლი დაადანაშაულა რეგიონში ენერგო უსაფრთხოების კონტროლის დამყარების მცდელობაში. ენერგეტიკის მდივნის რიკ პერის განცხადებით,  რუსეთი ცდილობს ნავთობსადენის პროექტის მეშვეობით, ხელყოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

რუსეთის მცდელობა, მოიპოვოს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო დომინაცია, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ევროკავშირის ინვესტიციები სერბეთში 14-ჯერ დიდია ვიდრე რუსეთის, სერბეთისა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები თითქმის 11-ჯერ დიდია, რაც 25 მილიარდ ევროს შეადგენს.

პუტინის სერბეთში ვიზიტის კვალდაკვალ, ევროკავშირელები იმედოვნებენ, რომ ბელგრადის ევროპული ინტეგრაცია მყარი და შეუქცევადი იქნება და მასზე ნაკისრ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს.

როგორც ირკვევა, რუსეთი მისი მნიშვნელოვანი იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს, ესენია: ისტორია, რელიგია, ენერგეტიკა და პროპაგანდა. იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბალკანეთში მართვის სადავეები შეინარჩუნოს, ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში კი რუსეთი დიდ დასაყრდენს დაკარგავს ევროპაში წყლის ასამღვრევად. ამდენად, ევროკავშირის ქმედითი ნაბიჯები და სერბეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, გასაღები უნდა აღმოჩნდეს 2025 წელს კავშირში შესასვლელად.

 

თორნიკე ცირამუა

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s