დასავლეთ ბალკანეთი – 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

2018 წელი დასავლეთ ბალკანეთისთვის მნიშვნელოვანი და დინამიური აღმოჩნდა. საგარეო პოლიტიკის საბჭო გთავაზობთ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მომხდარ იმ მოვლენების ანალიზს, რომელთაც ძირეულად შეცვალეს რეგიონის სახელმწოფოთა ევროპული ინტეგრაციის მომავალი.

გაფართოების სტრატეგიის გამოქვეყნება

6 თებერვალს ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისა და გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტი ერთის მხრივ, რეგიონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის რეცეპტებს მოიცავს და ამავდროულად, საპასუხო ქმედებებს განიხილავს რუსეთთან, თურქეთთან და ჩინეთთან მიმართებაში.

დოკუმენტი მოიცავს 4 ძირითად განზომილებას: კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები, ეკონომიკის გაძლიერება, ევროკავშირის წესებისა და სტანდარტების გაზიარება და კარგი სამეზობლო და რეგიონული ურთიერთობები.

დოკუმენტის მნიშვნელოვან ნაწილს სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოდგენს, სადაც ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ქვეყნები 2025 წლისთვის ევროკავშირის წევრები გახდებიან.

 

ევროკომისიის ანგარიში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ანგარიშში ასახულია დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფოს მიერ მიღწეული შედეგები და რეკომენდაციები. ალბანეთისთვის და მაკედონიისთვის მეტად მართებული აღმოჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, ვინაიდან რეკომენდაცია გაიცა მოლაპარეკებების ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტი ისეთი სახის რეკომენდაციებს მოიცავს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცება და ა.შ.

 

სოფიის სამიტი

სოფიის სამიტი, რომელიც 17 მაისს შედგა, თავისი დატვირთვიდან გამომდინარე, წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახლდათ. დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირის სამიტი მოიცავდა რეგიონისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის გაძლიერებას და გარდა ამისა, განხილულ იქნა ისეთი სენსიტიური საკითხები, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში არსებულ ეთნო-ტერიტორიალურ დავებს უკავშირდება.

მაკედონიასა და საბერძნეთს შორის მიღწეული შეთანხმება

ეს ფაქტი არამხოლოდ ბალკანეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ღირშესანიშნავი მოვლენაა. ათენმა და სკოპიემ თითქმის 30 წლიანი დავა დაასრულეს, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. 17 ივნისს, მაკედონიისა და საბერძნეთის პირველმა დიპლომატებმა, ნიკოლა დიმიტროვმა და ნიკოს კოციასმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის თანახმადაც, მაკედონიას მომავალში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ამით საბერძნეთმა სკოპიეს მოუხსნა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის დადებული ვეტო და ხელი შეუწყო ბრიუსელს ქმედით ნაბიჯები გადაედგა მაკედონიასთან დაკავშირებით.

ევროპულმა საბჭომ მოლაპარაკებების დაწყება გადადო ალბანეთთან და მაკედონიასთან

ტირანასა და სკოპიეს მიერ მიღწეული შედეგებისა და ბრიუსელის დაპირებების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2018 წლის ნაცვლად, 2019 წლისთვის გადაიდო.

 

კოსოვოს ვიზა ლიბერალიზაცია: წარმატება და წარუმატებლობა

კოსოვომ 18 ივლისისთვის მასზე ნაკისრი ვალდებულები შეასრულა და მზად იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად, თუმცა ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ პროცესის დასრულება 2020 წლისთვის მოხდება.

 

ბოსნია-ჰერცეგოვინას არჩევნები

7 ოქტომბერს, ბოსნიაში გამართულ ტრიპარტიულ საპრეზიდენტო არჩევნებში შემდეგი შედეგები დაიქსირდა: ბოსნიაში შეფიკ ჯაფეროვიჩმა მოიგო, რესპუბლიკა სრსპკაში კვლავ მილორად დოდიკმა, ხოლო ხორვატული-ბოსნიის მხარეში – ჟელკო კომშიჩმა.

ბოსნია-ჰერცეგოვინას პოლიტიკური არენა კვლავ ჩამოყალიბების სტადიაშია.

Image result for bosnia elections

ბელგრადისა და პრიშტინას მოლაპარაკებები

ფედერიკა მოგერინის მედიაციით, სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა არც 2018 წელს ჩაუვლია დაძაბულობის გარეშე.

ჩრდილოეთ კოსოვოს მხარეში სერბი პოლიტიკოსის ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობამ მოლაპარაკებები კიდევ უფრო დაძაბა.

ცალსახაა, რომ 2019 წელი ამ კუთხით საინტერესო და მრავლისმომცემი იქნება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და გულისყურით გავაგრძელოთ პროცესებზე დაკვირვება.

 

თორნიკე ცირამუა

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s