(თორნიკე ცირამუა)
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ხორვატიისა და ალბანეთის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციამ, რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის პრეცედენტი და სტიმული გააჩინა. სერბეთი, მაკედონიის რესპუბლიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რუსეთის გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი. მიუხედავად თვალსაჩინო პროგრესისა, აღნიშული ქვეყნები კვლავ შორს არიან ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებთან თავსებადობისგან. რეგიონში კანონის უზენაესობის დაცვა, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და სხვა პრობლემები ჭარბობს, რაშიც გარკვეულწილად ოფიციალური მოსკოვის ხელი ურევია.
PDF ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: