POLEXIT არ იქნება

9956406

უკანასკნელ პერიოდში პოლონურ პოლიტიკურ წრეებში, გარკვეული ძალების მიერ აქტიურად მუსირებს სპეკულაცია ე.წ. POLEXIT-ის შესახებ, თუმცა გაზეთ Rzeczpospolita-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ პოლონელთა აბსოლუტურ უმრავლესობას პოლონეთისა და ევროკავშირის განქორწინების იდეა არ ხიბლავს.

მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 84% ქვეყნის ევროგაერთიანებაში დარჩენას უჭერს მხარს და მხოლოდ 8,1% მიაჩნია, რომ ევროკავშირის დატოვება უკეთესი იქნება პოლონეთისთვის.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც კვლევის ფარგლებში დაისვა, შესაძლო რეფერენდუმის შემთხვევაში, მოსახლეობის მონაწილეობის მზაობას ეხებოდა. გამოკითხულთა 90% განაცხადა, რომ BREXIT-ის მსგავსი რეფერენდუმის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას.

აღნიშნული შედეგი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რომ პოლონური საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე „ევროოპტიმისტური“ და ევროპის ერთიანობის ერთ-ერთ უმთავრესი მხარდამჭერია რეგიონში.

 

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s