პროექტი მიზნად ისახავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთათვის ტერორიზმის ევოლუციის ეტაპების, ტერორისტული ორგანიზაციების მეთოდებისა და ანტიტერორისტული მიდგომების გაცნობას. კურსის მიმდინარეობისას, მსმენელი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ცვლილებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ მიიღებს ინფორმაციას. ლექციებისა და სემინარების მეშვეობით, სტუდენტები ტერორიზმის თანამედროვე ტენდენციებს გაეცნობიან, რაც ბრძოლის ისეთი მეთოდების ანალიზს გულისხმობს, როგორიცაა არატრადიციული იარაღებისა და ე.წ. “სწრაფი რეაგირების ჯგუფების” გამოყენება.
3-თვიანი პროექტი იმ ინტერდისციპლინარული ანალიზის უნარ-ჩვევათა განვითარებას უწყობს ხელს, რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კვლევების კუთხით სიღრმისეული კვლევების ჩასატარებლად.