1918 წლის 11 ნოემბერს პოლონეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას პოლონეთის სუვერენიტეტი და საუკეთესო ნაწილი შეეწირა, პოლონელებს არასდროს შეუწყვიტავთ ბრძოლა თავისუფლებისათვის.
მაშინაც და ახლაც პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რისი დასტურიც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებია.
საგარეო პოლიტიკის საბჭო და მისი გუნდი უერთდება პოლონელი ხალხის ზეიმს და გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლისთავს.