პოლონეთის ადგილობრივი არჩევნები 2018

7A74A5E8-0603-4467-A15E-C6C5511CDC552018 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით ყველა სავოევოდოში გაიმართა. ეგზიტპოლებით თავიდანვე გამოიკვეთა, რომ პირველივე ტურში ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიცია“ (KO) ყველა დიდ ქალაქში მოიპოვა გამარჯვება, რაც დაფიქსირებულმა შედეგებმაც ცხადყო. ვარშავაში, პოზნანში, ლოძში მმართველმა პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ქალაქის პრეზიდენტის არჩევნები პირველივე ტურში მნიშვნელოვანი სხვაობით დათმო. თუმცა ქვეყნის მასშტაბით, 16 სავოევოდოში ერთად აებული ხმებით, მმართველმა პარტიამ მთავარ ოპოზიციურ მეტოქეს 7%-იანი სხვაობით მოუგო.

საარჩევნო “დუელი” ძირითადად ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიმდინარეობდა. იაროსუავ კაჩინსკის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS), 2015 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში და გამოირჩევა მემარჯვენე ნაციონალისტური ხედვებით, კონსერვატიზმითა და ანტი-იმიგრაციული პოლიტიკით. ოპოზიციური გაერთიანება „სამოქალაქო კოალიცია (Civic Platform & Nowoczesna’s Civic Coalition), რომელშიც მთავარი ოპოზიციური ძალა, მკვეთრად პრო-ევროპული პარტია და ცენტრისტული სოციალ-ეკონომიკური მიდგომებით გამორჩეული PO შედის.

პოლონელებმა საკუთარი ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლები ხუთი წლის ვადით აირჩიეს. ქვეყნის 16 რეგიონში (სავოევოდო) ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

PiS (კანონი და სამართლიანობა) – 34,29%

KO (სამოქალაქო პლატფორმა, Nowoczesnaსამოქალაქო კოალიცია) – 27,1%

PSL (აგრარული სახალხო პარტია) – 12,13%

SLD (მემარცხენე დემოკრატიული ალიანსი) – 6,56%

Kukiz’15 – 5,65%

BS (დამოუკიდებელი ადგილობრივი პოლიტიკა) – 5,3%

Wolność (“თავისუფლება”) – 1,6%

Razem (რადიკალური მემარცხენე პარტია “ერთად”) – 1,58%

შედეგებიდან ჩანს, რომ ჯამში მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კოალიცია“ 7%-იანი სხვაობით დაამარცხა. თუმცა ოპოზიციიდან, მხოლოდ KO და PLS ერთად აღებული ელექტორატის თითქმის 40%-ს უყრის თავს.

2018 წლის პოლონეთის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო შემდეგი მიზეზების გამო:

– ამ არჩევნებზე გამოიკვეთა მომდევნო წლის საპარლამენტო კენჭისყრის შედეგების კონტურები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა მიუხედავად ლოკალურ არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგისა, ჯერ კიდევ მთავარი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში;

– კომუნისტური ბლოკის დაშლიდან მოყოლებული, ქვეყნის ლოკალური არჩევნების ისტორიაში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი აქტივობაცნობისთვის, წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით 20%ით მაღალი იყო აქტივობა. ხოლო მეორე ტური, რომელიც როგორც წესი დაბალი ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს, თითქმის პირველი ტურის იდენტური აქტივობით გამოირჩა;

– არჩევნების შედეგები იწვევდა დიდ ინტერესს იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო პირველი ეროვნული  მასშტაბის არჩევნები ამჟამინდელი, მმართველი მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

– აღნიშნულ არევნებში გამოიკვეთა მკვეთრი პოლარიზაცია მმართველი პარტიის (PiS) და ოპოზიციის მომხრეებს შორის, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, რაც სავარაუდიდ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაგრძელდება;

– ქვეყნის უმეტეს ქალაქებში (ძირითად ცენტრებში), მათ შორის ვარშავაში, ქალაქის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვეს ოპოზიციის (სამოქალაქო კოალიცია) წარდგენილმა კანდიდატებმა პირველივე ტურში.;

– პოლონეთს თვითთმართველობის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს დაყოფა ურბანულ, ძირითადი ქალაქების ამომრჩევლების ხედვებსა და რეგიონების მოსახლების ხედვებს შორის. თუ ქვეყნის მთავარ ქალაქებში ოპოზიციამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რეგიონებში მმართველმა პარტიამ მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა მაღალი რეიტინგი. 

 

გიორგი ფიფია

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s