ქსენოფობიური ექსცესები – რისკი ეკონომიკური განვითარებისათვის

137027207

(მამუკა აბულაძე)

ევროპის კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია 7,7%, საქართველოში ის გაცილებით მაღალია და, ოფიციალური მონაცემებით, 13.9%-ს აღწევს (2017). სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა, ხოლო სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება. საქართველოს ეკონომიკა, განვითარების მიუხედავად, მოქალაქეებს სთავაზობს დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს, შრომის დაბალ ანაზღაურებას, სოციალური დახმარებისა თუ ცხოვრების არასაკმარის ხარისხს. უცხოეთში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის ასეთ პირობებში ძლიერდება რასიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებები და ასეთი რეაქციები ყოველთვის როდია გამოწვეული იმიგრანტების დიდი რაოდენობით.

ეკონომიკის განვითარების დაჩქარებასა და სოციალური დაძაბულობის ფონის დაძლევაში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გამოყენება. ბოლო წლებში გამოჩნდა უცხოელი სტუდენტების სასწავლებლად მოზიდვით შემოსავლების გაჩენის პერსპექტივაც. ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში უცხოელებისადმი არატოლერანტული განწყობები ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.

PDF ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს:

ქსენოფობიური ექსცესები – რისკი ეკონომიკური განვითარებისათვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s