სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს

20181008_181008-serbia-eadrcc

სერბეთის ქალაქ მლადენცოვაში სამხედრო წვრთნების “სერბეთი-2018”-ის გახსნაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადის სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ ისაუბრა, – აღნიშნულთან დაკავშირებით, balkaneu იუწყება.

“სერბეთს სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურს და ამავდროულად, ჯარის გაძლიერება. შესაბამისად, ოფიციალური ბელგრადი უარს აცხადებს ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანებას. ამავდროულად, ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია. სერბეთი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ნატო-სთან, რუსეთთან და ჩინეთთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა.

უახლესი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 84% ეწინააღმდეგება სერბეთის ნატოში გაწევრიანებას, რაც 1999 წელს ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვით არის გამოწვეული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s