აშშ-მ საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 499,675 აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ  ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის  მიზნით  მიიღო.

პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

43082440_10155511288375899_5173877600883310592_o
18 თვიანი პროექტის – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდება ობიექტური და სწორი ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე,    საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ,   რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს საქართველოს მოსახლეობის მედეგობას ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ: „ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.
პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ პროექტის  ფარგლებში  საზოგადოებას მიეწოდება სწორი და ამომწურავი ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რაც საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოაქვს: „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გამოიყო მნიშვნელოვანი, მიზნობრივი, ფინანსური დახმარება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. გრანტი, რომლის მიმღებიც გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის ცენტრი მიმართული იქნება საქართველოს საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციზე. ეს  არ იქნება კონტრპროპაგანდის იარაღი, არამედ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და სწორი ნარატივები იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რაც მოაქვს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას“ – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

წყარო: MFA.GOV.GE

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s