მაკედონიის რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ვერ შედგა

1572A2A8-67BE-4318-A150-5FB58CE5384E_w1023_r1_s

მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ვერ შედგა.

მაკედონიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტინების 97% დათვლის შედეგად აქტივობამ მხოლოდ 36% შეადგინა. იმისათვის, რომ რეფერენდუმი შემდგარიყო  50%-იანი ზღვარის გადალახვა იყო საჭირო. არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა 91%-მა მხარი დაუჭირა მაკედონიასა და საბერძნეთს შორის შეთანხმებას, ხოლო მხოლოდ 5%-ია წინააღმდეგი

Untitled
EURONEWS

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი ჩავარდა, მას მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მომხრეა სახელწოდების ცვლილების, პარლამენტის წევრთა ორი-მესამედის მხარდაჭერის შემდეგ მიიღებს იურიდიულ ძალას.

პარარელურად, რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი “VMRO-DPMNE” გეორგი ივანოვი და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები. ამავდროულად, რუსეთი აქტიურად არის ჩართული მაკედონიის დასავლური კურსის შეფერხებაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზაევს იმედი აქვს, რომ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას საფრთხე არ შეექმნება და მაკედონიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა (120 დეპუტატი) სახელწოდების ცვლილების სასარგებლოდ უყრის კენჭს. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი ძალა კოალიციურია და 71 წევრით არის დაკომპლექტებული, სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით კენჭისყრა წარმატებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის დავა 1991 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.  ოფიციალური ათენის აზრით, მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის სახელწოდების იდენტურია. სწორედ ამან გამოიწვია დავა და საბერძნეთის მიერ სკოპიეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დაბლოკვა. მაკედონია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 2005 წლიდან არის, ხოლო ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) 1999 წელს მიიღო.

თორნიკე ცირამუა

დასავლეთ ბალკანეთის მკვლევარი

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s