დღეს, 30 სექტემბერს, მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი იმართება. მაკედონიის მოსახლეობამ უნდა გასცეს კითხვაზე პასუხი – „გსურთ თუ არა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მაკედონიასა და საბერძნეთს შორის ივნისში სახელწოდებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გზით? აღნიშნული შეთანხმებით, მაკედონიის ახალი სახელწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ იქნება”.
მაკედონიამ და საბერძნეთმა მათ შორის ორ ათეულ წელზე მეტი სახელწოდების თაობაზე დავა მიმდინარე წელს დაასრულა. შედეგად, ათენი სკოპიეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ ვეტოს გამოითხოვს. პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, მაკედონიის ახალი სახელწოდება ნათლად განასხვავებს საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და მაკედონიის რესპუბლიკას შორის.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ზორან ზაევსა და ალექსის ციპრასს შორის მიღწეული შეთანხმება არამხოლოდ ორი ქვეყნისთვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ გეოპოლიტიკური ასპექტით სრულიად ბალკანეთის რეგიონის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წლის ივლისში, ბრიუსელის ნატოს სამიტზე ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ მოიწვიონ მაკედონია ნატოში, სკოპიესა და ათენის დავის დასრულების შემთხვევაში. ჩრდილოეთ მაკედონია გახდება ალიანსის 30-ე წევრი, თუკი რეფერნდუმი სასურველი შედეგით დასრულდება. მაკედონიის ნატოში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, რაც მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის გაუმჯებესების შედეგად განხორციელდება.
საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ივნისსა და ივლისში ჩატარებული კვლევების თანხმად, 57% მხარს უჭერს ცვლილებას. იმისათვის რომ რეფერენდუმი შედგეს, აუცილებელია ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონტექსტი ექნება და იურიდიულ ძალას პარლამენტის თანხმობის შემდეგ შეიძენს. პარარელურად, სკოპიეს ქუჩებში კონტრ-დემონსტრაციებია. მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტებისა და ამავდროულად რუსეთის ფედერაციის ჩარევით, რეფენდუმის დისკრედიტაცია ხორციელდება.
რუსეთის ინტერესები მაკედონიასა და სრულიად რეგიონში ყველასთვის ნათელია. რუსეთის პროგრაპაგანდისტული პოლიტიკა დროთა განმავლობაში სულ უფრო ძლიერდება, რასაც თან ევროპული და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ ნეგატიური წარმოდგენების გაზრდა ახლავს. არც აღნიშნული რეფერნდუმია გამონაკლისი და აქაც, მოსკოვი “რბილი ძალის” თუ „ჰიბრიდული ომის“ არხებით ცდილობს მაკედონია კვლავ აღმოჩნდეს გეოპოლიტიკურ ჩიხში. ამავდროულად, ერთი კვირის წინ სკოპიეში ვიზიტისას, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა მოსკოვს მოუწოდა არ ჩაერიოს რეფერნდუმში და არ შეზღუდოს მაკედონიელი ხალხის არჩევანი.
რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს მაკედონიურ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს. ამავდროულად, აქტიურად მუშაობს სკოპიეში რუსეთის საელჩო. ივლისში პრემიერმა ზაევმა განაცხადა, რომ საბერძნეთში მცხოვრები რუსი ოლიგარქები ფინანსურად ამარაგებენ ნაციონალისტურ მოძრაობებს და საფეხბურთო ჰულიგნებს, რომლებმაც სკოპიეს ქუჩებში არაერთი კონტრ-დემონსტრაცია მოაწყვეს.
მაკედონიის რეფერენდუმის ჩავარდნა, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ათენის მხრიდან ვეტოს შენარჩუნებას ნიშნავს, რაც ბალკანეთის რეგიონში სტაბილურობის მიღწევის გაურკვეველი ვადით გადადებას ნიშნავს..
მაკედონიელი ხალხისთვის რეფერნდუმის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაკედონია, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი და ალიანსის წევრი მნიშვნელოვნად უკეთეს მომავალს შესთავაზებს თავის მომავალ თაობებს. რუსეთის მთავარი ინტერესი კი მაკედონიის იზოლაცია და დასუსტებაა.
მაკედონია პატარა თუმცა წარმატებული ისტორიის, კულტურის, ენისა და იდენტობის ქვეყანაა. მაკედონიელ ხალხს ესმის, რომ მათ სურთ ყოველგვარი გარეგანი ძალების ჩარევის გარეშე მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება. მაკედონიის რეფერენდუმის წარმატებულად ჩატარება, ისტორიული ნაბიჯი იქნება, ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის, განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.
თორნიკე ცირამუა
დასავლეთ ბალკანეთის მკვლევარი