სტოლტენბერგი: ველით მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას

64d66463862b429ea34859a1c7014bcb_18

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თავის მიმართვაში მაკედონიის ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“მაკედონიასა და საბერძნეთს შორის სახელწოდებასთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმების მიღწევა, სკოპიეს გზას უხსნის გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი”, აცხადებს სტოლტენბერგი.

“ნატოს წევრობა მაკედონიას მისცემს შესაძლებლობას იყოს უსაფრთხო ქვეყანა, რაც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ალიანსის წევრობით მიიღწევა. ამასთან ერთად, ქვეყანა მიიღებს თანაბარ ხმას ჩვენს დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში”.

“დროა მაკედონიამ და მისხმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი. ნატოს კარი ღიაა და მხოლოდ ხალხი გადაწყვეტს როგორი მომავალი სურს. ჩვენ გელით ნატოში”, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მაკედონიასა და საბერძნეთს შორის დავა ორ ათეულ წელზე მეტი გრძელდებოდა, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო სკოპიეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად, მაკედონიას,  მომავალში ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაკედონიელი ხალხი 30 სექტემბერს რეფენდუმის გზით მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მნიშნველოვანი სტიმულატორი აღმოჩნდება.

წყარო: EWB

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s